News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

კალიფორნია-დევისის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევები ორსულის კვებასა და აუტიზმს შორის კავშირის დასადგენად. მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფი საკვებ ნივთიერებებს მხოლოდ და მხოლოდ დედის ორგანიზმიდან იღებს, ამიტომ ორსულის სწორი კვება მეტად მნიშვნელოვანია.

მკვლევართა აზრით, მომავალი დედის რაციონში რკინის დეფიციტი ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს.

მეცნიერებმა კვლევის მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფი შედგებოდა დედებისა და აუტიზმის მქონე ბავშვთა 520 წყვილისგან, ხოლო მეორე, საკონტროლო ჯგუფი - დედებისა და ჯანმრთელი ბავშვების 346 წყვილისგან. მეცნიერები იკვლევდნენ, იღებდნენ თუ არა ქალები ორსულობის პირველი ტრიმესტრიდან რკინის შემცველ დანამატებს. გათვალისწინებული იყო აუტიზმის განვითარების რისკებიც - სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპერტონია.

კვლევის შედეგი ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა: რკინის შემცველი საკვები დანამატების მიღება ამცირებდა ბავშვებში აუტიზმის განვითარების რისკს. 35 წელს გადაცილებული ქალებისთვის, რომლებიც ორსულობისას არ იღებდნენ რკინის შემცველ დანამატებს, აუტიზმის მქონე ბავშვის გაჩენის რისკი 5-ჯერ მეტი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ რკინა აუცილებელია თავის ტვინის განვითარებისთვის. იგი ხელს უწყობს ნეიროგადამცემების გამომუშავებას, ნეირონების მიელინური გარსის წარმოქმნას და იმუნური სისტემის ფუნქციობას. სასარგებლოა ფოლიუმის მჟავას მიღებაც, რომელსაც გინეკოლოგები უკლებლივ ყველა ორსულს უნიშნავენ.

  • ცხიმიანი რძის ნაწარმი შაქრიანი დიაბეტის პრევენციის უნივერსალური საშუალებაა

შაქრიანი დიაბეტისგან თავის დასაცავად რაციონში ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე რძის ნაწარმი უნდა ჩართოთ, უცხიმოს კი ერიდოთ.

მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ადამიანები, რომლებიც დღეში რვა ან ერთ ულუფა რძის ნაწარმს მიირთმევდნენ. აღმოჩნდა, რომ პირველ ჯგუფში მეორეზე 23%-ით უფრო იშვითი იყო მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადების შემთხვევები. ერთი ულუფა გულისხმობს 200 მლ რძეს ან იოგურტს, 20 გ ყველს, 25 გ ნაღებს ან 7 გ კარაქს.

რძის პროდუქტების ცხიმი სხვა ნაჯერ ცხიმოვან მჟავებზე გაცილებით სასარგებლოა. სწორედ ის ახდენს დადებით ეფექტს.

დიაბეტის განვითარების რისკს კი ზრდის თამბაქოს წევა, ჭარბი წონა, მცირე ფიზიკური აქტივობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხორცის ყოველდღიური მოხმარებაც კი.

აუტისტური სპექტრის დარღვევები

აუტისტური სპექტრის დარღვევების დროს პატარა ბავშვებში ვერ ვითარდება ნორმალური სოციალური ურთიერთობები, ბავშვები მეტყველებენ უცნაურად ან საერთოდ ვერ მეტყველებენ, იქცევიან კომპულსურად და რიტუალურად და შეიძლება შეფერხდეს ინტელექტის განვითარება.

  • ასეთ ბავშვებს უჭირთ სხვებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა, ასევე, მკაცრი პროცედურების დაცვა;

  • დიაგნოზი ემყარება მშობლებისა და სხვა მომვლელების დაკვირვებასა და მონათხრობს;

  • ბავშვების უმეტესობა ძალიან კარგად რეაგირებს მაღალსტრუქტურირებულ ქცევით ჩარევებზე.

აუტიზმი თავის ტვინის განვითარების დარღვევასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პათოლოგიაა. ის აუტიზმის სპექტრის დარღვევის (ASD) ან განვითარების პერვაზიული დარღვევის სახელითაა ცნობილი და ვითარდება 150 ბავშვიდან ერთში.

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://merki.mkurnali.ge/sections/1605/autisturi-spektris-dargvevebi/