News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით, არაქისის მოხალვისას იმატებს ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი. ეს დამტკიცდა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტით, რომლის დროსაც მღრღნელების ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლით ან კანიდან შეჰყავდათ არაქისის ცილა. ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ მოხალული არაქისიდან გამოყოფილ ცილაზე მღრღნელების იმუნური პასუხი (ანუ ალერგიული რეაქცია) უფრო ძლიერი იყო, ვიდრე უმზე.

ცნობილია, რომ ადამიანების იმუნური რეაქციის ძალა მერყევია. ზოგჯერ ის ისეთი ძლიერი შეშუპებით ვლინდება (ე.წ. კვინკეს შეშუპება), რომ სიკვდილსაც კი იწვევს.

არაქისზე ალერგია ყველაზე გავრცელებული სასიკვდილო ალერგიული რეაქციაა საკვებზე.

რაც შეეხება არაქისის დამზადების მეთოდს, როგორც ჩანს, მაღალი ტემპერატურა პროდუქტში ქიმიურ ცვლილებებს უწევს პროვოცირებას. ექიმების თქმით, ბავშვებს, რომლებსაც ჰყავთ ალერგიული ნათესავები, ყველაზე ხშირად აქვთ ალერგია არაქისზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალერგიის ნიშნების არარსებობის შემთხვევაშიც კი ბავშვი არ უნდა გაეკაროს არაქისს.

ახლა მეცნიერები ცდილობენ, მიაგნონ ტემპერატურული დამუშავების შედეგად მიღებული უარყოფითი ეფექტის თავიდან აცილების ხერხს.

  • ამერიკაში აღმოაჩინეს ართრიტის ყველაზე მძიმე ფორმის მკურნალობის გზა

ილინოისის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მიაგნეს რევმატოიდული ართრიტის დროს ანთებისა და დაზიანების მიზეზს და ამით უდიდესი ნაბიჯი გადადგეს ამ პათოლოგიის ეფექტური მკურნალობის კუთხით. დამნაშავე აღმოჩნდა რეცეპტორ TLR5-ის გააქტიურება. სპეციალისტების აზრით, ამ რეცეპტორის მუშაობის დათრგუნვა ექიმებს ართრიტის განკურნების საშუალებას მისცემს.

შეგახსენებთ: რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ტკივილითა და შეშუპებით, დეფორმირებით, მოძრაობის შეზღუდვით ვლინდება. ამ სიმპტომების განვითარებაში სწორედ რეცეპტორი TLR5 ასრულებს მთავარ როლს. იგი თავსდება მიელოიდურ უჯრედებში, სისხლძარღვებით დაზიანებულ სახსრებამდე აღწევს და ძვლოვანი ქსოვილის დაშლაში მონაწილეობს. როცა TLR5 აქტიურდება, დაზიანებული სახსრების გვერდით ვითარდება ახალი სისხლძარღვები. ამასთან, იცვლება სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფას მუშაობა, რაც აძლიერებს მიელოიდური უჯრედების მიგრაციას სახსრებში.

მღრღნელებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ TLR5-ის აქტიურობის დამთრგუნველი ანტისხეულების ორგანიზმში შეყვანა ამცირებს მიელოიდური უჯრედების მიგრაციას და, ამის კვალობაზე, სახსრების შეშუპებას და ძვლების დაზიანების ხარისხს.

  • მიწის თხილი - არაქისი

მკითხველების თხოვნით ვისაუბრებთ მიწის თხილის თვისებებზე.

  • "ხშირად წერენ, რომ მიწის თხილი ძალიან სასარგებლოა. გთხოვთ გვითხრათ, როგორ ჯობს მისი მიღება - უმად თუ მოხალული სახით."

მიწის თხილი, არაქისი, პარკოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია მისი 15 სახეობა. არაქისი გავრცელებულია ამერიკაში, ევროპაში, საქართველოში, შუა აზიაში, უკრაინაში, კრასნოდარის მხარეში. არაქისის ზეთს იყენებენ კვების მრეწველობაში, თესლს - საკონდიტრო ნაწარმში, ვეგეტატიურ ნაწილებს - ცხოველების საკვებად.

არაქისის თესლი შეიცავს:

  1. ცხიმოვან ზეთს - 45-55%;
  2. სახამებელს - 20%;
  3. ცილებს - 37%;
  4. გლობულინებს - 17%;
  5. არაქინს და კონარაქინს.

ასევე შეიცავს:

  1. B1, B3, E ვიტამინებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ამინმჟავებს, პურინებს, ფენოლკარბონის მჟავებს, ლეიკოანიოციანიდინს, დეიკოდეფინიტინს.
  2. არაქისში აღმოჩენილია ლინოლის (15-20%), ოლეინის, ლაურინის, მირისტინის, ეიკოზეინის, ცერინის და სპეციფიკური - ჰიპოგეის მჟავას გლიცერიდები.

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/dietologia/3348-mitsis-thkhili-araqisi.html