News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ამას ექიმებიც გვირჩევენ და ცხოვრებისეული გამოცდილებაც გვკარნახობს, მაგრამ ახლახან შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს მხოლოდ კეთილი რჩევა კი არა, სასიცოცხლო აუცილებლობაა - მშიერ კუჭზე დალევა, განსაკუთრებით - დიაბეტიანებისთვის, შესაძლოა მეტად სახიფათო აღმოჩნდეს. სტოკჰოლმის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ენდოკრინოლოგის, პროფესორ ოკე შეჰოლმის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება ოთხჯერ იმატებს. სისხლში 0,4 პრომილე ალკოჰოლის შემცველობისას კუჭქვეშა ჯირკვალში სისხლის მიმოქცევა ოთხჯერ აქტიურდება, რაც იწვევს შაქრის მყისიერ გადამუშავებას ინსულინის დაშლის ოთხჯერადი გააქტიურების ხარჯზე. "ამ დროს ორგანიზმი ძლიერი სტრესის ქვეშ ექცევა, რისი მიზეზიც სისხლში შაქრის დაბალი შემცველობაა. ადამიანს ასხამს ცივი ოფლი, უხშირდება გულისცემა, ცუდად აზროვნებს და შესაძლოა, აგრესიულიც კი გახდეს", - განაცხადა ოკე შეჰოლმმა. ალკოჰოლის მშიერ კუჭზე მიღებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების რისკი კიდევ უფრო მაღალი აქვთ დიაბეტიანებს. ინსულინის დაშლასა და სისხლში ალკოჰოლის შემცველობას შორის უშუალო კავშირი ხსნის, რატომ სჭირდება ორგანიზმს მეტი საკვები ალკოჰოლის მიღებისას: ამგვარ აუცილებლობას შაქრის ნაკლებობა განაპირობებს. ამავე მიზეზით არის განპირობებული შიმშილის შეგრძნება დალევის შემდეგ.

შექმნილია ეგზოჩონჩხი, რომელიც ადამიანს მოძრაობაში დაეხმარება

კალიფორნიის ქალაქ სანტა-კრუზის უნივერსიტეტში შექმნეს ეგზოჩონჩხი მათთვის, ვისაც ნაწილობრივი დამბლა ან კუნთების ატროფია აქვს. ამ მოწყობილობის მთავარი ღირსება ის არის, რომ "ხვდება", რომელი მოქმედების შესრულებას აპირებს ადამიანი. უფრო ზუსტად, მას კუნთების შეკუმშვის წინ აღმოცენებული მიოელექტრული სიგნალების სხეულის ზედაპირიდან აღქმის უნარი შესწევს. ეგზოჩონჩხი აღნუსხავს სიგნალს და ადამიანს სასურველი მოძრაობის შესრულებაში ეხმარება. ჯერჯერობით ჩონჩხი მხოლოდ ხელების ამოძრავების საშუალებას იძლევა. იგი ძალიან დიდი და მძიმეა, მაგრამ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ შეძლებენ, გააუმჯობესონ იგი და გამოსაყენებლად უფრო მოხერხებული გახადონ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირების ახალი სტრატეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებელი ახალი სტრატეგია შეიმუშავეს. ამ სტრატეგიის არსია კალიუმის მოხმარების მატება ნატრიუმის მოხმარების შემცირებასთან ერთად. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ) თანამშრომელმა ნენსი კუკმა კოლეგებთან ერთად ჩაატარა ნატრიუმისა და კალიუმის მოხმარების ანალიზი კვლევებში, რომელთა მიზანი იყო, გამოევლინა არასამედიცინო ჩარევების ეფექტურობა მაღალი და ნორმალური არტერიული წნევის მქონე პირებში. ამ კვლევებში 2275 ადამიანი მონაწილეობდა. თავდაპირველად განსაზღვრეს მათ შარდში კალიუმისა და ნატრიუმის დღიური ექსკრეცია, შემდეგ კი 10-15 წლის განმავლობაში აღნუსხავდნენ გულ-სისხლძარღვთა მხრივ გამოვლენილ გართულებებს. სულ 193 ასეთი შემთხვევა აღირიცხა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის მატებას უშუალო კავშირი ჰქონდა ნატრიუმ-კალიუმის ფარდობითი ექსკრეციის გახშირებასთან და დაასკვნეს, რომ კალიუმის გამოყენების მატებასა და ნატრიუმის კლებას შეუძლია, ხელი შეუწყოს მოსახლეობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაიშვიათებას.

თევზის ქონი არიტმიას არ შველის

Britain Medical Journal-ში გამოქვეყნებული გამოკვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ თევზის ქონი ადამიანს იცავს გულის უამრავი დაავადებისგან, ოღონდ არა არიტმიისგან. მედიკოსებმა შეისწავლეს თევზის ქონის ზემოქმედება 12 გამოკვლევაში მონაწილე 30 ათას პაციენტზე და დაადგინეს, რომ ეს საკვები დანამატი უდავოდ აიშვიათებს სიკვდილიანობას გულით დაავადებულთა შორის, მაგრამ არ ახდენს დადებით ზემოქმედებას არიტმიით დაავადებულთა ჯანმრთელობაზე. კვლევათა შედეგების საფუძველზე ინგლისელმა კარდიოლოგებმა დაასკვნეს, რომ არ არსებობს არავითარი სარწმუნო მტკიცებულება გულის არასწორი მუშაობისას თევზის ქონის მარგებლობის შესახებ. ანალიზის ავტორებმა ისიც კი განაცხადეს, რომ თევზის ცხიმოვანი მჟავების სასარგებლო თვისებების შესახებ არსებული წარმოდგენა, რომლის გამოც ზღვის ბინადრებს გადაშენება ემუქრებათ, გადაჭარბებულია.

ტყვია ტვინის მუშაობას აფერხებს

ტყვიის ზემოქმედება თავის ტვინის მუშაობის დარღვევას განაპირობებს. ასეთია იმ მეცნიერთა დასკვნა, რომლებმაც ელემენტებისა და ტყვიის შემცველი აკუმულატორების ქარხანაში მომუშავე ორი ათასი ადამიანის ჯანმრთელობა შეისწავლეს. ნევროლოგებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ტვინის ფუნქციების, მათ შორის - ფსიქომოტორული და ანალიზატორული ფუნქციების, ასევე - ათვისებისა და მეხსიერების ხარისხის ანალიზს. გამოსაკვლევ პირთა უმრავლესობას სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა აღმოაჩნდა. მედიკოსებმა დაასკვნეს, რომ ორგანიზმში ტყვიის დაგროვება აზროვნების დარღვევებს იწვევს - რაც უფრო მეტხანს იმყოფება ადამიანი სამუშაო ადგილზე ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მით უფრო უარესად ფუნქციონირებს მისი ტვინი.

განსაკუთრებით დამღუპველად მოქმედებს ტყვია 55 წელს გადაცილებული მამაკაცების თავის ტვინის ფუნქციობაზე, იწვევს ამ ორგანოს დაბერებას და აზიანებს კონკრეტული სააზროვნო ამოცანების ამოხსნაზე პასუხისმგებელ უბანს. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათ ორგანიზმში ტყვია, გარდა იმისა, რომ აზიანებდა თავის ტვინის ქერქში არსებულ მეხსიერებისა და ათვისების უნარის მაკონტროლებელ უბანს, ჰიპერტენზიით დაავადების რისკსაც ზრდიდა. ამრიგად, პიტსბურგის უნივერსიტეტის სპეციალისტები გვაფრთხილებენ: ყველას, ვისი საქმიანობაც ნახევარგამტარებისა და კერამიკის დამზადებას, შედუღებასა და რჩილვას უკავშირდება, სასუნთქი გზებიდან და კანიდან ორგანიზმში შეღწეული ტყვიის უარყოფითი გავლენა ემუქრება.

მაგარი ყავა მამაკაცებზე უფრო მეტად მოქმედებს

ბარსელონაში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც 668 ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდა. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ერთი ფინჯანი ესპრესო (კოფეინის მაღალი შემცველობის მქონე ყავა) მამაკაცებს დალევიდან 10 წუთის შემდეგ ავსებს ენერგიით. ეს სასმელი მანდილოსნებზეც მოქმედებს, მაგრამ უფრო ნაკლებად. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ფენომენი ნაწილობრივ ფსიქოლოგიური ფაქტორებით აიხსნება, ვინაიდან ანალოგიურ, თუმცა უფრო ნაკლებად შესამჩნევ ეფექტს ახდენდა ექსპერიმენტის მონაწილეებზე კოფეინის დაბალი შემცველობის მქონე ყავაც.

ექსპერიმენტის მონაწილეებს სთავაზობდნენ 100 მგ კოფეინის შემცველ კლასიკურ ესპრესოს ან 20-ჯერ ნაკლები კოფეინის შემცველ ყავას, შემდეგ კი საათით ხელში ადევნებდნენ თვალყურს, როგორ იცვლებოდა მონაწილეთა სიფხიზლის ხარისხი. მამაკაცებიც და ქალებიც, რომლებიც კლასიკურ ესპრესოს სვამდნენ, გამოირჩეოდნენ მაღალი აქტიურობით, რომელიც ყავის მიღებიდან 10 წუთის შემდეგ ხდებოდა აშკარა, თუმცა მამაკაცებს აქტიურობის დონე უფრო მაღალი ჰქონდათ. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სისხლში კოფეინის მაქსიმალური კონცენტრაციის მისაღწევად 45 წუთია საჭირო.

მსგავსი, თუმცა უფრო სუსტი ეფექტი გამოიწვია კოფეინის დაბალი შემცველობის ყავამაც, მაგრამ მან გავლენა უფრო მეტად ქალბატონებზე მოახდინა. "კოფეინის მასტიმულირებელი გავლენა ადრე ჩატარებულმა მრავალმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა, - განაცხადეს მკვლევარებმა, - მაგრამ არავის შეუსწავლია მისი ეფექტი სქესის გათვალისწინებით. უკანასკნელი კვლევა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, როგორ გავლენას ახდენს განსაზღვრული საკვები ქალებსა და მამაკაცებზე".