დაემშვიდობეთ ჭარბ წონას ერთხელ და სამუდამოდ!
დღეისათვის არასწორი კვება, ცხოვრების არაჯანსაღი რეჟიმი, სტრესი, და სხვა ნეგატიური ფაქტორები ქმნიან სერიოზულ და მეტად დრამატულ პრობლემას, რომლესაც ჭარბი წონა ჰქვია. ხშირ შემთხვევაში პიროვნება იწყებს არარეგულარულ ფიზიკურ აქტივობასა და გამომფიტავ და/ან არასწორ დიეტას,რითაც უკეთეს შემთხვევაში დეპრესიის მსხვერპლი ხდება, ხოლო უარეს შემთხვევაში კი - ჯანმრთელობას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
იმათთვის ვისაც არ აქვს საშუალება რეგულარულად დაკავდნენ სპორტით, იკვებონ ჯანსაღად, კალორაჟის იდეალური გათვლით, მსოფლიოს წამყვანი დიეტოლოგები ურჩევენ მიიღონ ჯანჯაფილისა და მწვანე ყავის ნედლეულზე დამზადებული ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატი ჯეტასლიმი.
როგორც დიეტოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე განაცხადეს ჯანჯაფილს უნიკალური უნარი ჰქონია დაწვას ცხიმები და იმოქმედოს მადის ცენტრზე, მის ეფექტს კი კიდევ უფრო აძლიერებს მწვანე ყავა და გრეუფრუტი ასევე L- კარნიტინი რომელიც ცხიმების უჯრედოვან ცვლას უწყობს ხელს.
დღესდღეობით ქართველ მომხმარებელსაც აქვს ფუფუნება უმტკივნეულოდ მიაღწიოს სასურველ შედეგს, გახდეს უფრო მიმზიდველი და ელეგანტური.
პრეპარატი შეგიძლიათ გამოიწეროთ საიტიდან www.jetaslim.com.
ასევე ხელმისაწვდომია აფთიაქებში!
თბილისში იკითხეთ აფთიაქ ''სოზა''-ში , ყაზბეგის 47 ბ.
აფთიაქ "იმედში", გიორგი ბრწყინვალის 21 - გუდვილის მოპირდაპირე მხარეს, დიღომი. აფთიაქი "იმედი" მოგემსახურებათ 24 საათი და უზრუნველყოფს "ბინაზე მიტანის" სერვისს. ტელ.: 2 59 69 95.
ქუთაისში: ტელეფონი 25-33-79, აფთიაქი "ფარმა-პლიუსი", წერეთლის 2, პროკრედიტბანკისმოპირდაპირემხარეს, სამარშრუტოგაჩერებასთან.
ბათუმი: აფთიაქი "მეგაფარმი", ჭავჭავაძის 6
გაიგეთ უფრო მეტი-გადადით ბმულზე www.jetaslim.com.
ჭარბი წონა
ჭარბი წონა რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიცილოთ, ყველამ იცის. ჭარბი წონის მქონეთა რიცხვი კატასტროფულად იმატებს. მსოფლიო სტატისტიკის თანახმად,
უკვე მილიარდ ადამიანზე მეტს, მათ შორის - ბავშვებსაც, სხვადასხვა ხარისხით გამოხატული გაცხიმოვნება აქვს. რა ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ ფიზიკური აქტივობის უკმარისობა, არასწორი და დაუბალანსებელი კვებაა.
-
ჭარბი წონა საშიშია!
ჭარბი წონა, გარდა სილამაზისა, საფრთხეს ჯანმრთელობასაც უქმნის. იგი პროვოცირებას უწევს სერიოზული დაავადებების განვითარებას - ისეთებისა, როგორებიც არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი მე-2, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებანი. ის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მეტაბოლური სინდრომისა - მდგომარეობისა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის კომპლექსური მოშლით ვლინდება.
-
სიმსუქნე მემკვიდრეობაა
მეცნიერებმა II ტიპის დიაბეტისა და გაცხიმოვნების გამომწვევ გენს “სიმსუქნის გენი” - FTO უწოდეს. ადამიანები, რომლებსაც ეს გენი მემკვიდრეობით ერგებათ, ჩვეულებრივ, ჭარბი წონისანი არიან. თუ გენი ორივე მშობლისგან მიიღეს, დიაბეტის განვითარების ალბათობა მათთვის 40%-ია, გაცხიმოვნებისა კი 80%. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 16%-ს სიმსუქნის გენის ორმაგი ნაკრები აქვს, 50% კი ერთეული კომბინაციის მატარებელია.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წონაზე გარკვეული გავლენის მქონე გენების რიცხვი 100-ზე მეტია. ისინი მეტ-ნაკლებად უწევენ პროვოცირებას წონის მატებას. ამგვარი გენების ქონა განაჩენი როდია - რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი კვება სიმსუქნეს მისდამი გენეტიკურად განწყობილ ადამიანებსაც კი აცილებს თავიდან.
-
ცხიმოვანი უჯრედების სიჭარბე
ზოგ ადამიანს სხვებზე მეტი ცხიმოვანი უჯრედი აქვს, ზოგიერთს - 2-ჯერ მეტიც კი. მაშინაც კი, როცა ადამიანი წონას იკლებს, უჯრედების რაოდენობა ადრინდელი რჩება. დაცლილნი და მშიერნი, მოთმინებით ელიან, როდის ჩამოჰკრავს მათი საათი და იმედს არ კარგავენ, რომ ოდესმე კვლავ აივსებიან ცხიმით. ბუნებამ ესეც არ იკმარა და ადამიანები, რომლებსაც ცხიმოვანი უჯრედები ჭარბად აქვთ, ზომითა და მოცულობითაც დიდი უჯრედებით დაასაჩუქრა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულ უჯრედს გაცილებით მეტი ცხიმის დაგროვება შეუძლია.
ცხიმოვანი უჯრედები ბავშვობიდან იწყებს განვითარებას, სრულწლოვანების მიღწევისას კი მათი წარმოქმნა წყდება. ჭარბწონიანებს ეს უჯრედები გაცილებით ადრე და სწრაფად უვითარდება, რაც ასევე გენეტიკის დამსახურებაა.
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე