/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
გაგაცნობთ მედიცინის სიახლეებს.

  • მკურნალობა უნებართვოდ

პეტერბურგელი ნეიროქირურგები იძულებულნი გახდნენ, სასამართლოსთვის მიემართათ, რათა თავის ტვინის სიმსივნით დაავადებული ბავშვის მკურნალობის ნებართვა მიეღოთ. სამი წლის ბავშვს თავის ტვინის სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. ბავშვის მამამ, როდესაც შეიტყო, რომ სისხლის გადასხმა იყო აუცილებელი, ოპერაციაზე უარი განაცხადა - იგი "იეღოვას მოწმეების" სექტის წევრი აღმოჩნდა, რომლის რელიგიური შეხედულებები სისხლის გადასხმას კრძალავს.

ვინაიდან ექიმებს პაციენტის წარმომადგენლის ნებართვის გარეშე ოპერაციის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ, მათ სასამართლოს მიმართეს. სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ მათ ბიჭუნას მკურნალობის ნება დართო. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ამით პრობლემები არ დასრულებულა. მომავალში ბავშვს კიდევ დასჭირდება ოპერაცია და შესაძლოა, მამამ ისევ განაცხადოს უარი შვილის მკურნალობაზე.

  • სასამართლო სქესის შეცვლის ნებას რთავს

ავსტრალიის სასამართლომ 12 წლის გოგონას ნება დართო, მიიღოს ჰორმონული პრეპარატები და სქესის შესაცვლელად მოემ-ზადოს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება არასრულწლოვანი პაციენტის ინტერესების დასაცავად მიიღო. დედის თქმით, 4 წლიდან გოგონა თავს ბიჭად აღიქვამდა. მას ეშინოდა მენსტრუაციის დაწყების და არაერთხელ განუცხადებია, რომ თავს მოი-კლავდა. გოგონასა და მისი დედის თხოვნას რამდენიმე სამედიცინო ექსპერტმა და ფსიქიატრმა დაუჭირა მხარი, თუმცა გოგო-ნას მამა შვილის არასრულწლოვანების გამო მკურნალობის წინააღმდეგი იყო. მოსამართლეების გადაწყვეტილების თანახმად, 12 წლის ავსტრალიელს შეუძლია დაიწყოს ჰორმონული პრეპარატების მიღება, რაც მის სქესობრივ მომწიფებას შეაფერხებს. გარკვეული ხნის შემდეგ კი მას მკურნალობის გასაგრძელებლად ახალი ნებართვის აღება დასჭირდება. საკვერცხეებისა და საშ-ვილოსნოს ამოკვეთა და პენისის რეკონსტრუქცია ავსტრალიაში 18 წლის ასაკიდან არის ნებადართული.

  • გული მუცლის ღრუში

ჩინეთში ოპერაცია გაუკეთეს 6 თვის ჩვილს, რომელსაც გული მუცლის ღრუში ჰქონდა. სამსაათიანი ოპერაციის შედეგად გული კუთვნილ ადგილას - გულმკერდის ღრუში გადააბრძანეს. ეს ანომალია იშვიათია - 7 მილიონიდან ერთ ახალშობილს თუ გამოაჩნდება. დაავადების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი 60%-ს აღწევს. ბიჭუნას გული მისთვის განკუთვნილი ადგილიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა. ბავშვი მუდმივად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო - ნახევარი წლის განმავლობაში გული 4-ჯერ გაუჩერდა. ამ სასიცოცხლო ორგანოზე ნებისმიერი ზეწოლა შესაძლოა ფატალურად დასრულებულიყო. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ხანგრძლივი პროგნოზისგან ექიმები თავს იკავებენ. ოპერაციის საბოლოო წარმატებაზე მსჯელობა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

  • მკვდრეთით აღდგომა ოპერაციის დროს

45 წლის ფრანგი მამაკაცი გონს მაშინ მოვიდა, როდესაც ქირურგებმა ტრანსპლანტაციისთვის მისი ორგანოების ამოკვეთა დააპირეს. მიოკარდიუმის გავრცობილი ინფარქტის გამო პაციენტს გული გაუჩერდა. რეანიმაციის ამაო მცდელობის შემდეგ იგი გარდაცვლილად მიიჩნიეს. რეანიმატოლოგებმა დააფიქსირეს სიკვდილი და ტრანსპლანტოლოგები გამოიძახეს. ქირურგების მოლოდინში ისინი მთელი საათ-ნახევრის განმავლობაში ატარებდნენ გულის არაპირდაპირ მასაჟს, რათა ორგანოების სიცოცხლისუნარიანობა შეენარჩუნებინათ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ტრანსპლანტოლოგები ოპერაციას შეუდგნენ თუ არა, "მიცვალებულმა" სუნთქვა დაიწყო, რამდენიმე კვირის შემდეგ კი სიარული და ლაპარაკიც შეძლო. ამ შემთხვევამ ტრანსპლანტოლოგიის ეთიკური ასპექტების ირგვლივ დებატების ახალი ტალღა ააგორა. უახლესი სამედიცინო ლიტერატურის თანახმად, თუ გულის მასაჟმა მისი გაჩერებიდან 30 წუთის განმავლობაში არ გამოიღო შედეგი, ფიქსირდება ტვინის სიკვდილი. მაგრამ, როგორც ჩანს, გამონაკლისებიც არსებობს... დღეს საფრანგეთში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ადამიანი ითვლება ორგანოების დონორად, თუ ნათესავები წინააღმდეგნი არ არიან ან დონორობაზე თვით მას არ უთქვამს უარი.

  • საჭირო იყო თუ არა ოპერაცია?

მილანის ერთ-ერთი კლინიკის მფლობელი და მი¬სი 13 თანამშრომელი საშიში და სამედიცინო თვალსაზრისით დაუსაბუთებელი ოპერაციების კეთების გამო დააპატიმრეს. სამ მათგანს მკვლელობაში ადანაშაულებენ: გამოძიება ეჭვობს, რომ ქირურიული ჩარევა ხუთი პაციენტის სიკვდილის მიზეზად იქცა. სანტა რიტას კლინიკის თანამშრომლებს სადაზღვევო კომპანიიდან დამატებითი თანხის მიღება ჰქონდათ განზრახული. საეჭვო სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების სახით მათ 3,9 მილიონი ევრო უნდა აეღოთ.

ასევე დაგაინტერესებთ
ჭარბი წონა, მასთან დაკავშირებული სიახლეები და პრობლემები
საინტერესო სიახლე! - А ვიტამინს მძლავრი ცხიმის დამწვავი თვისება აღმოაჩნდა

დამნაშავეების მოქმედებამ ორი ქალი დააზარალა - მათ სიმსივნის მომიზეზებით სარძევე ჯირკვალი ამოჰკვეთეს, მაგრამ კიბოს დიაგნოზი არ დადასტურდა. დაზარალებულთა სიაში აღმოჩნდა 38 წლის მამაკაციც, რომელიც საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით დააწვინეს და ფილტვის ნაწილი ამოჰკვეთეს, ხოლო ზემოხსენებული ხუთი პაციენტი, ვისთვისაც მასშტაბური ქირურგიული ჩარევა უკუნაჩვენები იყო, გარდაიცვალა ფილტვების ოპერაციის დროს, რომლის ჩატარების აუცილებლობა გამოძიებისთვის საეჭვოა. სანტა რიტას კლინიკას ლიცენზია განუსაზღვრელი ვადით შეუჩერეს.

  • მივიწყებული ხელსახოცის ამბავი

იაპონელმა ექიმებმა 49 წლის მამაკაცის გაკვეთისას სიმსივნის ადგილას წინა ოპერაციის დროს ჩარჩენილი ქირურგიული ხელსახოცი აღმოაჩინეს. მან პაციენტის მუცელში სულ რაღაც 25 წელი დაყო. 1983 წლიდან მოყოლებული, ხელსახოცი მშვიდად ელოდა თავის დროს. მაისის ბოლოს პაციენტმა მუცლის არეში ტკივილი იგრძნო და ზოგადი პროფილის ექიმს მიმართა. გამოკვლევამ გამოავლინა რვასანტიმეტრიანი წარმონაქმნი, რომელიც სიმსივნედ მიიჩნიეს და პაციენტი საოპერაციოდ გაგზავნეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ქირურგებმა მუცლის ღრუდან ამოიღეს სიმსივნედ მონათლული ლურჯ-მწვანე ფერის ხელსახოცი, თუმცა დაბეჯითებით თქმა, რომ ის იმთავითვე ასეთი ფერის იყო, შეუძლებელია.

  • "გულო, უნდა მტკიოდე..."

მეიოს კლინიკის ტრანსპლანტოლოგებმა 4 დღის განმავლობაში ბავშვს გულის გადანერგვის ორი ოპერაცია ჩაუტარეს. ექიმების თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს. სამი თვის კობი გიესენს აღმოაჩნდა დილატაციური კარდიომიოპათია, რომელმაც გულის უკმარისობა გამოიწვია. ბავშვის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. ბიჭუნა გულ-ფილტვის აპარატს მიუერთეს, მშობლებს კი ურჩიეს, დონორი ეპოვათ - ბიჭუნას გადარჩენა მხოლოდ დონორის გულს შეეძლო. ბიჭუნას შანსი მალე გაუჩნდა: კლინიკაში მიიტანეს ბავშვის გული, რომელიც ოჯახური ძალადობის შედეგად დაიღუპა. ოპერაციის წარმატების ალბათობა 50/50 იყო, ვინაიდან გული შესაძლოა რეანიმაციული ღონისძიებების დროს დაზიანებულიყო.

მშობლებმა და ექიმებმა გადაწყვიტეს, გაერისკათ... ოპერაციის დასრულებისთანავე აღმოჩნდა, რომ დონორის გული არ მუ-შაობდა. ექიმები იძულებულნი გახდნენ, ბავშვი კვლავ აპარატზე მიეერთებინათ და ხელახლა ჩაერთოთ დონორის გულის მომლოდინეთა სიაში. ბიჭუნას შანსი ძალიან მცირე იყო, მაგრამ კობის და მის ოჯახს კიდევ ერთხელ გაუღიმა ბედმა: რამდე-ნიმე დღის შემდეგ კლინიკაში კვლავ მოიტანეს დონორის გული, რომელიც დამხრჩვალს ამოჰკვეთეს. ორგანო ჯანსაღი აღმო-ჩნდა და ახალი ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დღეს კობის მდგომარეობა საგრძნობლად უკეთესია. მეიოს კლინიკის ექი-მების თქმით, ასეთ მოკლე ხანში ბავშვის გულის ორჯერადი ტრანსპლანტაცია მათ კლინიკაში პირველად ჩატარდა.

ფილტვი შეეშალათ...

აშშ-ის სადამკვირვებლო ორგანოებმა ლიცენზია შეუჩერეს ამერიკელ ქირურგს, რომელმაც ონკოლოგიურ პაციენტს შეცდომით ჯანმრთელი ფილტვის ნაწილი ამოჰკვეთა, მერე კი სცადა, თავისი შეცდომა მიეჩქმალა და ავადმყოფის სამედიცინო ბარათი ჩაასწორა. ექიმი დამნაშავედ მიიჩნიეს და გულგრილობისა და ავადმყოფის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო დააჯარიმეს. ჯარიმისა და კომპენსაციის სახით ექიმს 81 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები