ეს ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს! ენდურან ფორტე - ერთი პრეპარატი - კომპლექსური მოქმედება იმპოტენციის, ქრონიკული პროსტატიტის, უშვილობის დროს
როგორ შევინარჩუნოთ მარადიული ახალგაზრდობა??? მეცნიერებმა დაადგინეს იმპოტენციის მიზეზი. ახალგაზრდა მამაკაცში ნორმალური ერექციით ასოს ღვიმოვანი სხეულები შესდგება კოლაგენის ბოჭკოებისგან 48% - ით და გლუვკუნთოვანი უჯრედებისგან 46% - ით. ასაკთან ერთად გლუვკუნთოვანი უჯრედების რაოდენობა იკლებს. 41 - 60 წლის მამაკაცებში მათი რაოდენობა მცირდება 40%-მდე, ხოლო 60 წლის შემდეგ 35%-მდე. აღნიშნული ცვლილებები მკვეთრად გაახალგაზრდავდა და ხშირად გვხვდება უკვე 25-30 წლის ასაკიდან.ხშირად სწორედ ეს პროცესი - გლუვკუნთოვანი უჯრედების რაოდენობის კლება განაპირობებს ერექციის ხარისხის გაუარესებას და იმპოტენციას. ტესტოსტერონის დონის დაქვეითება აჩქარებს აღნიშნულ ცვლილებებს.
შესაბამისად ტესტოსტერონის ნორმალური დონის შენარჩუნება საუკეთესო საშუალებაა იმპოტენციის თავიდან ასაცილებლად. პრეპარატი ენდურან ფორტე,რომელიც ნატიური ფუტკრის რძისგან არის დამზადებული,ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ საკუთარი,ბუნებრივი ტესტოსტერონის გამომუშავებას.ამ პრეპარატის მიღების დროს მკვეთრად უმჯობესდება მამაკაცის სქესობრივი ჯანმრთელობა.
მამაკაცის ფაქტორმა უშვილობის დროს მკვეთრად იმატა, რაც ამჟამად მრავალი მკვლევარის აზრით შეადგენს 50%. ამის გათვალისწინებით, სპერმის ხარისხის და სპერმატოზოიდების ფუნქციის გასაუმჯობესებლად, შეიქმნა პრეპარატი "ენდურან ფორტე", რომელიც ახდენს ორგანიზმზე უნიკალურ კომპლექსურ გავლენას ნატურალური ფუტკრის რძის და ვიტამინების მეშვეობით.
სპერმატოგენეზი-სპერმატოზოიდების წარმოქმნის უნარი მთლიანად დამოკიდებულია ჰორმონებზე-გონადოტროპინებზე. ეს არის მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH) და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH). მალუთეინიზირებელი ჰორმონი განაპირობებს ტესტოსტერონის - მამაკაცის ჰორმონის გამომუშავებას სათესლე ჯირკვლის უჯრედების მიერ( ლეიდიგის უჯრედები.) ხოლო ტესტოსტერონი აუცილებელია სპერმატოზოიდების წარმოქმნისათვის და მომწიფებისათვის.
პრეპარატ "ენდურან ფორტეს" მოქმედების პრინციპი არის დაფუძნებული მალუთეინიზირებელი ჰორმონის დონის მომატებაზე ორგანიზმში, რაც შემდგომში იწვევს ტესტოსტერონის დონის მომატებას, როგორც სისხლში, ასევე სათესლე ჯირკვლის ქსოვილში.
უშვილობა წყვილისათვის და მათი ახლობლებისთვის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაა. აქედან გამომდინარე მედიცინის ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებმა უნდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მედიკამენტოზური საშუალება, ან პირიქით შესაბამისი ჩვენების გათვალისწინებით თავიდანვე უნდა დააყენონ ხელოვნური განაყოფიერების საკითხი.
ამის თქმის უფლებას მაძლევს ის გარემოება, რომ არსებობს მამაკაცის უშვილობის მრავალი მიზეზი - დაწყებული სათესლე ჯირკვლების განვითარების პრობლემებით - დამთავრებული მავნე ჩვევებით და დაბინძურებული გარემოს გავლენით. მოდით თანმივდევრობით განვიხილოთ ეს ყველაფერი.
უპირველეს ყოვლისა როდის შეგვიძლია წყვილს უწოდოთ უშვილო - 1, 2 თუ 3 წლის თანაცხოვრების შემდეგ?ჯანმრთელ წყვილში დაორსულების ალბათობა ყოველი ოვულაციის დროს შეადგენს 15 - 20%, შესაბამისად დაორსულების ალბათობა 1 წლის თავზე არის 85%. შემდგომი 1 წლის განმავლობაში დაორსულების ალბათობა არის 23%, ხოლო მესამე წლის მანძილზე 10%. შესაბამისად ხშირ შემთხვევაში მამაკაცისათვის უშვილობა კატეგორიული და საბოლოო განაჩენი არ არის და მეუღლის ვერ დაორსულების ვადის გახანგრძლივება ხშირად დროებითია.
რითია განპირობებული უშვილობის დროს მამაკაცის ფაქტორის ზრდის ტემპები? პირველ რიგში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელებით და მათი გართულებების (პროსტატო-ვეზიკულიტი, ეპიდიდიმიტი და ა.შ.) მატებით. ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, ტრიქომონიაზი, ვირუსები უშუალოდ იწვევს სპერმატოზოიდების ფუნქციის დაქვეითებას.
პროსტატო-ვეზიკულიტის (პროსტატის და სათესლე ბუშტუკების ანთება) დროს სპერმატოზოიდების ირგვლივ მომატებული ბაქტერიული დაბინძურება ახდენს უარყოფით გავლენას სპერმატოზოიდებზე. ახალგაზრდა მამაკაცებში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და პროსტატო-ვეზიკულიტის სწორად წარმართული მკურნალობის დროს აუცილებელა პრეპარატ "ენდურან ფორტეს" მიღება, რამეთუ დროულად მოხდეს სპერმატოზოიდების ფუნქციის აღდგენა. ვიტამინების კომპლექსი ხელს უწყობს სპერმატოზოიდების ირგვლივ გარემოს გაუმჯობესებას, სპერმატოზოიდისათვის მეტი ენერგიის მიწოდებას, რაც აუცილებელა მათი მოძრაობისა და შესაბამისად განაყოფიერებისათვის.
რამოდენიმე სიტყვით შევაჯამოთ:
.პრეპარატი "ენდურან ფორტე" მართლაც უნიკალურია თავისი კომპლექსური შემადგენლობით, თუმცა როცა უშვილო წყვილთან გვაქვს საქმე, აუცილებელია მიზეზის დადგენა, რთა შევთავაზოთ მათ კონკრეტული გამოსავალი, თუნდაც ხელოვნური განაყოფიერება და არა მრავალწლიანი უშედეგო მკურნალობა
კვლევების და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე "ენდურან ფორტე" ითვლება არჩევის პრეპარატად ქრონიკული პროსტატო-ვეზიკულიტის და ერექტიული დისფუნქციის - იმპოტენციის დროს.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,უროლოგი ალექსანდრე ხელაია
ტელ: 555 30 50 51, 599 674 674,
ელ/ფოსტა alekoxelaia@gmail.com
საიტი: www.tqveniurologi.ge