სიბერეში ტვინი იჟანგება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიბერეში ტვინი იჟანგება

დაბერების პროცესში ირღვევა ტვინში მიმდინარე მეტაბოლური პროცესები, რაც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ტვინის დაჟანგვას იწვევს.

მელბურნელ მკ­ვ­ლ­ევართა თქმით, ტვ­ინის ნორმალურ მუშაობას მასში მეტალების მაღალი შემცველობა განაპირობებს. კერძოდ, ტვინის მუშაობისთვის აუცილებელია ისეთი მეტალები, როგორებიცაა რკინა და თუთია, რომლებსაც დაჟანგვის უნარი შესწევთ.

60 წლამდე ორგანიზმი გაივლის მეტაბოლური ცვლილებების რამდენიმე სტადიას, რაც შინაგან პროცესებს ცვლის. რკინა, რომელიც ტვინს მიეწოდება, მეტაბოლური დარღვევების დროს შესაძლოა დაიჟანგოს. ეს არღვევს ნეირონების ქსელის მუშაობას, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა და ალცჰაიმერის დაავადება.

ამჟამად ავსტრალიელი მეცნიერები ორგანიზმის მეტაბოლური ბალანსის აღმდგენი პრეპარატის შექმნაზე მუშაობენ.

მეხსიერება და მასთან დაკავშირებული პრობლემები

მეხსიერება ტვინის ძირითადი ფუნქციაა. ამა თუ იმ ქცევის განსახორციელებლად ადამიანი გამუდმებით სარგებლობს წარსულში მიღებული გამოცდილებით.

შესაბამისად, გარემოში მიმდინარე ცვლილებათა დამახსოვრებისა და "დასწავლის" საშუალებით ჩვენ ცოდნის დაგროვების უნარი გვაქვს და ამ ცოდნას ვიყენებთ. ამრიგად, მეხსიერება წარმოადგენს ფენომენს, რომლის საშუალებითაც ხდება "დასწავლა". ამ გაგებით "დასწავლა" და მეხსიერება ერთმანეთისგან განუყოფელია. მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ცხოვრებისეული გამოცდილებითაა დაგროვილი. მეხსიერების დაკარგვა ადამიანის დეპერსონალიზაციას იწვევს და ადამიანთა შორის ურთიერთობას შეუძლებელს ხდის.

მეხსიერების დეფიციტი და დასწავლის უუნარობა აღინიშნება დაუნის სინდრომის, დისლექსიის, ალცჰაიმერის, ჰანტინგტონის და სხვა დაავადებათა დროს. მუდმივად ცვლად გარემოში, ანუ განსხვავებულ სიტუაციებში ადეკვატური ქცევის განხორციელება მეხსიერების განსხვავებული ფორმების მონაწილეობით მიმდინარეობს. მიღებული გამოცდილების საფუძველზე ადამიანმა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სწრაფად, გაუაზრებლად მოახდინოს რეაგირება გამღიზიანებელზე, ხოლო სხვა შემთხვევაში გააანალიზოს, გაიაზროს ადრე აღქმული, მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს საპასუხო ქცევა. ნათელია, რომ მეხსიერების განსხვავებული ფორმების რეალიზაციაში განსხვავებული ნერვული სტრუქტურები და მექანიზმები უნდა მონაწილეობდეს.

ამგვარად, მეხსიერება, ფუნქციობის კანონზომიერებითა და ნერვულ-მოლეკულური მექანიზმებით, ურთულესი ფენომენია. მეხსიერების კლასიფიკაციაზე, მის დარღვევებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება კლინიკა "მედიჰელფის" ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ეკა დევიძე.

ქალბატონო ეკა, ყველაზე ხშირად რომელ ნევროლოგიურ პრობლემებს ახლავს თან მეხსიერების დარღვევა და უმთავრესად რა სახისაა ეს დარღვევები?

ვიდრე მეხსიერების დარღვევებზე გადავიდოდე, გეტყვით, რომ მეხსიერება თავის ტვინის უნარია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება, შენახვა, გადამუშავება და საჭიროების შემთხვევაში მისი გახსენება ანუ ზედაპირზე ამოტანა. რაც შეეხება ინტელექტს, ის ადამიანის განსჯის, შემეცნებისა და მსჯელობის უნარი გახლავთ. ინტელექტი სამ კომპონენტს მოიცავს - ცოდნის მოცულობას, შემეცნების უნარსა და აღმასრულებელ კონტროლს. მეხსიერება არ არის მარტივი ერთგვაროვანი სისტემა; ის თავის ტვინის ნეირონული სისტემების ერთობლიობას წარმოადგენს.

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/fsiqonevrologia/nevrologia/3439-mekhsiereba-da-masthan-dakavshirebuli-problemebi.html