News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

კერძოდ, შესაძლოა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და წყლულიდან სისხლდენა განუვითარდეთ. ჩრდილოეთი კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საწინააღმდეგო რეკომენდაციების შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარე სიდნეი სმიტი ამბობს: “ყველას რომ არ სჭირდება ასპირინი, ეს უკვე გააცნობიერეს ექიმებმა და ასპირინს მხოლოდ მათ უნიშნავენ, ვისთვისაც ამ პრეპარატს სარგებლობის მოტანა შეუძლია”. წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ასპირინის მცირე დოზებით რეგულარული მიღება აქვეითებდა გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკს. სოციალური კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ამერიკელებმა შეიძინეს 44 მილიონი შეკვრა დაბალდოზირებული ასპირინი, რაც 5 წლის წინანდელ მონაცემებს 12%-ით აღემატება. ექიმებს შორის გაბატონებულია აზრი, რომ გულის შეტევა- და იშემიურ ინსულტგადატანილმა ადამიანმა ასპირინის მცირე დოზა რეგულარულად უნდა მიიღოს. აშშ-ის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით, ასპირინი უნდა მიიღონ 45-დან 79 წლამდე ასაკის მამაკაცებმა, რომელთაც თამბაქოს წევისა და ქოლესტერინის გამო მომატებული აქვთ გულის დაავადებათა განვითარების რისკი. 55-დან 79 წლამდე ასაკის ქალებს ასპირინის რეგულარულ მიღებას იმ შემთხვევაში ურჩევენ, თუ მათ ემუქრებათ იშემიური ინსულტი მაღალი არტერიული წნევის ან შაქრიანი დიაბეტის გამო. ასპირინის რეგულარულ მიღებას სისხლდენა რომ არ მოჰყვეს, ექიმები ამ პრეპარატის დღიური დოზის 75 მგ-მდე შემცირებას გვირჩევენ. პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სამუშაო ჯგუფი ასპირინის მიღებას არ ურჩევს 45 წლამდე ასაკის მამაკაცებს, 55 წლამდე ასაკის ქალებს და 80 წელს გადაცილებულ ორივე სქესის წარმომადგენლებს.

ნაწლავის კიბოს დიაგნოზი ტაბლეტით

მეცნიერები მუშაობას იწყებენ მიკროსკოპული რობოტის შესაქმნელად, რომელსაც ნაწლავებში დამოუკიდებლად გადაადგილება და ავთვისებიანი სიმსივნის აღმოჩენა შეეძლება. როგორც ცნობილია, ნაწლავებში ლოკალიზებული სიმსივნე ნაწლავური სისხლდენის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. მიკროსკოპული ხელსაწყო, რომელსაც პაციენტი ჩვეულებრივი ტაბლეტივით გადაყლაპავს, აღჭურვილი იქნება ონკოლოგიური დაავადებების მარკერებზე ანალიზის დამოუკიდებლად ჩასატარებელი მოწყობილობით და მინიატურული ვიდეოკამერით, რომელიც პაციენტის სხეულში 40 ათასამდე სურათს გადაიღებს. რობოტს შეეძლება ნაწლავში აღმოჩენილი წარმონაქმნის სიმკვრივის შეფასებაც მის მიერ შთანთქმული სინათლის ინტენსივობის მიხედვით. ავთვისებიანი სიმსივნე ჯანმრთელ ქსოვილზე მკვრივია, ამიტომ სინათლეს გაცილებით უარესად ატარებს. მისიის ამოწურვის შემდეგ აპარატი ბუნებრივი გზით გამოვა ნაწლავებიდან. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ახალ მოწყობილობას წინამორბედებთან შედარებით მრავალი უპირატესობა ექნება. კერძოდ, ის სურათებსა და ანალიზის შედეგებს დაუყოვნებლივ გადასცემს ექიმის კომპიუტერს, რაც დააჩქარებს დიაგნოსტიკას და ფასეული ინფორმაციის დაკარგვას გამორიცხავს. საეჭვო უბნის აღმოჩენის შემთხვევაში რობოტს შეეძლება ნაწლავში დაყოვნება დამატებითი გამოკვლევის ჩასატარებლად. კამერა ჯერჯერობით მხოლოდ ნაწლავის კედლის შეკუმშვის ხარჯზე გადაადგილდება და დამოუკიდებლად მარშრუტის შეცვლა არ შეუძლია. პროექტში მონაწილეობენ ისრაელის, იტალიის, ინგლისის, შვედეთისა და გერმანიის კომპანიები. მისი ღირებულება 3,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

პრეპარატი, რომელიც სისხლდენას აჩერებს

გამოკვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატ ტრანექსამის მჟავას, რომელიც სისხლდენას აჩერებს, ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გადარჩენა შეუძლია. კვლევის ავტორები, რომელთა ნაშრომი ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა, აღნიშნავენ, რომ ეს პრეპარატი იაფია და საკმაოდ ეფექტური, თუ ტრავმიდან რვა საათის გასვლამდე გამოვიყენებთ. მეცნიერებმა შეისწავლეს იმ 10 000 პაციენტის ისტორია, რომელთაც ტრავმიდან რვა საათის გასვლამდე ტრანექსამის მჟავას უნიშნავდნენ, და შეადარეს ისინი 8 000 პაციენტისას, რომელთაც ტრანექსამის მჟავათი არ მკურნალობდნენ. პირველ ჯგუფში სისხლდენით სიკვდილის რისკი 15%-ით ნაკლები აღმოჩნდა. უბედური შემთხვევა 5-დან 45 წლამდე ასაკის პირთა სიკვდილიანობის რიგით მეორე მიზეზია შიდსით გამოწვეული ლეტალობის შემდეგ. მეცნიერთა რწმენით,  ტრანექსამის მჟავა ამ მაჩვენებელს საგრძნობლად შეამცირებს.