News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

თურმე შესაძლებელია, სისხლში არებული ბიომარკერების მეშვეობით განისაზღვროს თვითმკვლელობის ალბათობა.

გაირკვა, რომ ბიპოლარული დარღვევების მქონე პირთა სუიციდისკენ სწრაფვა ენზიმ SAT1-თან არის დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ ბიპოლარულ დარღვევებს ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა ახასიათებს. კიდევ სამი მარკერი არსებობს, მაგრამ ისინი სუიციდთან ასე ძლიერად არ არიან დაკავშირებული.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მარკერის კონცენტრაცია მომატებული ჰქონდა 9 ისეთ ადამიანს, რომლებიც ხშირად ფიქრობდნენ თვითმკვლელობაზე და 9 ისეთს, რომლებმაც მოგვიანებით თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე.

არსებობს ბიპოლარული დარღვევებისა და შიზოფრენიის მქონე ავადმყოფთა სისხლის ანალიზის მონაცემებიც. ბიომარკერების მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდათ იმ ფსიქიკური გადახრების მქონე პაციენტებს, რომლებიც თავის მოკვლის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდნენ.

დადგინდა კავშირი SAT1-სა და პოლიამინებს შორის. პოლიამინები აპოფთოზში (დაზიანებული ან მავნე უჯრედების დაპროგრამებული უჯრედული სიკვდილი) მონაწილე ნივთიერებებია.

ინდიანის უნივერსიტეტის მეცნიერი, დოქტორი ალექსანდრე ნიკულესკუ, ამბობს, რომ სამომავლოდ იგეგმება სუიციდის უჯრედული და სოციალურ-დემოგრაფიული რისკფაქტორების გამოკვლევა. ამას დაემატება სისხლის ანალიზიც და ყოველივე ეს შესაძლებელს გახდის თვითმკვლელობის ალბათობის განსაზღვრას.

  • ინსულინი პირდაპირ უკავშირდება სარძევე ჯირკვლის მუშაობას

ამერიკელმა მეცნიერებმა ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ინსულინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დედის რძის გამომუშავებაში და შეიძლება, სწორედ ინსულინის ნაკლებობა იწვევდეს მეძუძურ დედებში რძის ნაკლებობას.

ცინცინატის საბავშვო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად პირველებმა დაადგინეს, რომ სარძევე ჯირკვალი ლაქტაციის პერიოდში განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება ინსულინის მიმართ.

ის, რომ ინსულინი პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს რძის გამომმუშავებელ უჯრედებზე, დიდი ხანია ცნობილია სამეცნიერო წრეებში. ინსულინი ამ უჯრედებს შაქრის შესათვისებლად სჭირდება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ინსულინი კიდევ უფრო მეტ საქმეს აკეთებს. კერძოდ, როდესაც სარძევე ჯირკვალი იწყებს ბავშვისათვის აუცილებელი ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი რძის გამომუშავებას, ინსულინის რეცეპტორები მკვეთრად გააქტიურდება.

სპეციალისტებმა სარძევე ჯირკვლის რნმ-ის მიღების არაინვაზიურ მეთოდს მიმართეს - ისინი მას რძიდან იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ რძის გამომუშავების პარალელურად (ხსენიდან დაწყებული) მკაფიოდ გამოხატული ცვლილებები ვლინდება, კერძოდ ზოგიერთი გენის აქტივაცია ხდება და ზოგიერთის - დათრგუნვა.

რნმ-ანალიზმა მეცნიერებს შესაძლებლობა მისცა გაეგოთ, რა არის საჭირო გარკვეული ცილების გამომუშავებისთვის. ზემოთ აღნიშნული სამუშაოს შედეგად მიიღეს იმ გენების პირველი ღია ბიბლიოთეკა, რომელთა ექსპრესიაც ხდება სარძევე ჯირკვალში. მონაცემთა ბაზა რნმ-ის გაშიფვრის ტექნოლოგიას ეყრდნობა.

  • 2004-2011 წლებში დანიის კვების ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერებმა სურსათში სხვადასხვა ნივთიერების შემცველობა გაზომეს და დაადგინეს, რომ 2003 წელთან შედარებით შემცირდა არაორგანული დარიშხანის, აკრილამიდის, ტყვიისა და კადმიუმის, ასევე პოლიქლორირებული ბიფენოლებისა და დიოქსინის მოხმარება, თუმცა მათი დონე მაინც ნორმაზე მაღალი რჩება.

აკრილამიდის ზომიერი კონცენტრაციაც კი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, რადგან შეუძლია, კიბო გამოიწვიოს. ეს ნაერთი წარმოიქმნება ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტის წვის ან ხარშვის დროს. მაგალითად, საშუალოსტატისტიკური დანიელი ყოველდღიურად მოიხმარს მხოლოდ 16 მკგ აკრილამიდს, მაგრამ ესეც საკმაოდ ბევრია. სპეციალისტები გვირჩევენ, თერმული დამუშავების დროს არ გადავაჭარბოთ 175 გრადუსს.

ზრდასრული ადამიანი აკრილამიდის 36%-ს კარტოფილიდან იღებს, 30%-ს - ყავიდან, 13%-ს - პურიდან.

ბავშვები აკრილამიდის 43%-ს იღებენ კარტოფილიდან, 20%-ს - ჩიფსებიდან და შოკოლადიდან, 16%-ს - პურიდან. მათთვის ასევე სახიფათოა ბრინჯის ხრაშუნა კვერები და ბრინჯის ფაფა, ვინაიდან არაორგანულ დარიშხანს შეიცავს. ასეთი ბრინჯის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში კიბოს განვითარება გამორიცხული არ არის.

  • ასთმისა და დიაბეტის გამომწვევი პროტეინი

დიაბეტი ტიპი 2-ისა და ათეროსკლეროზის გამომწვევი პროტეინი შეიძლება ბრონქული ასთმის გამომწვევი მიზეზიც კი იყოს - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერები. მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების ანგარიში გამოქვეყნდა the journal of clinical investigation.

მეცნიერების აზრით, AP2-ის სახელწოდებით ცნობილი პროტეინი, შეიძლება ბიოქიმიური პროცესების ჯაჭვის ის არასაკმარისი რგოლი გახდეს, რომელიც აკავშირებს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი და ბრონქული ასთმა.

ნორმაში AP2 ძუძუმწოვრების ორგანიზმში არავითარ ფუნქციას არ ასრულებს, მაგრამ ის აქტიურდება ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც უკავშირდებიან ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და ახდენენ ნეგატიურ გავლენას გლუკოზისა და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმზე.

მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ლაბორატორიულ ცხოველებზე და აღმოაჩინეს, რომ AP2-ის დონე მომატებული ჰქონდათ მსუქან თაგვებს. ადრე ეს პროტეინი ცხიმოვანი უჯრედების სპეციფიკურ მარკერებად მიიჩნეოდა. ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ ორგანიზმში ამ პროტეინის გამომუშავების შემაფერხებელი მუტაციური გენ AP2-ის მატარებელ თაგვებს ასთმის შეტევა არ ემუქრებოდათ.

კვლევის პროექტის კოორდინატორის დოქტორ ბენეტა შუმას თქმით, ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები მეტყველებენ იმაზე, რომ პროტეინის მაბლოკირებელი მუტაციური გენი AP2 შეიძლება გახდეს ასთმისა და მთელი რიგი სხვა ანთებითი დაავადების ეფექტური სამკურნალო საშუალების შექმნის საფუძველი. მთელი რიგი პათოლოგიური პროცესების მიმართ პროტეინის მნიშვნელოვან როლზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული (AP2-ის დაბალი შემცველობის) თაგვები გამძლეები აღმოჩნდნენ არა მარტო ასთმის, არამედ სიმსუქნის, დიაბეტის და ათეროსკლეროზის მიმართაც.

ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადებითად შეაფასეს AP2-ის ამ ახალი თავისებების აღმოჩენა და შეუდგნენ მისი მაბლოკირებელი პრეპარატების შექმნაზე მუშაობას, - განაცხადა ამ კვლევის თანაავტორმა დოქტორმა გოკხან ს. ხოტამისლიგილმა. მისი სიტყვებით, ახალი წამლის ლაბორატორიულმა გამოცდამ წარმატებით ჩაიარა და მისი კლინიკური გამოცდა იგეგმება უახლოეს 3 წელიწადში.

ჯერჯერობით, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დოქტორი ხოტამისლიგილი ურჩევს ასთმისადმი მიდრეკილ ადამიანებს, დიდი ყურადღება დაუთმონ ჭარბ წონასთან ბრძოლას: “AP2-ის დონე მატულობს სხეულის წომის მატებასა და გლუკოზის დონის შეცვლასთან ერთად. ამიტომ, თუ თქვენ ასთმასთან ერთად ზედმეტი წონაც გაქვთ, შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა ზედმეტი წონის პრობლემის მოწესრიგებით“.

  • მწეველთა ბრონქები და რესპირატორული ინფექციები

რატომ მიმდინარეობს გრიპი და სხვა მწვავე რესპირატორული დაავადებები მწეველებში უფრო მძიმედ, არამწეველებთან შედარებით?

ეს შეკითხვა ბევრ ჩვენგანს აწუხებს. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ამის მიზეზი. აქამდე არსებული შეხედულების მიხედვით, სიგარეტის კვამლი თრგუნავდა სასუნთქი გზების ადგილობრივ იმუნიტეტს და ვირუსს ქსოვილების უფრო ძლიერად დაზიანების საშუალებას აძლევდა. იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა უარყვეს ეს მოსაზრება.

მეცნიერთა ჯგუფმა პროფესორ ჯეკ ელიასის ხელმძღვანელობით ჩაატარა კვლევა. მათ დაადგინეს, რომ ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 1-2 ღერი სიგარეტის კვამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თაგვების იმუნური სისტემა გადაჭარბებულად რეაგირებდა იმ ინექციის მეშვეობით შეყვანილ ნივთიერებაზე, რომელიც ვირუსულ ინფექციის იმიტაციას იძლეოდა. მართალია, სასუნთქი გზების დამაინფიცირებელი აგენტებისგან გასუფთავება ნორმალურად ხდებოდა, მაგრამ სიგარეტის კვამლის გავლენით იმუნურ რეაქციას თან სდევდა ანთების მედიატორების მძლავრი და ჭარბი რაოდენობით გამოსროლა, ეს კი იწვევდა ქსოვილის კიდევ უფრო მეტად დაზიანებას. ამასთან ერთად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმავე მექანიზმს უკავშირდებოდა სიგარეტის კვამლისა და ვირუსული ინფექციის მოქმედება, რომელიც აუარესებდა ფილტვების ემფიზემისა და ფილტვების ობსტრუქციული ბრონქიტის მიმდინარეობას.

  • რა საერთო აქვს ბრონქულ ასთმასა და... ტილებს?

ნოტინგემის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დატილიანებული თაგვების იმუნური სისტემა პარაზიტებისგან თავისუფალი თაგვების იმუნურ სისტემაზე უფრო მშვიდად რეაგირებდა ალერგიაზე.

მეცნიერების აზრით, ამ აღმოჩენამ შეიძლება კარგი სამსახური გაუწიოს მათ ბრონქული ასთმისა და სხვა ალერგიული დაავადებების მიზეზების ძიების საქმეში. კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ BMC Biology-ში, მტკიცდება ე.წ. „ჰიგიენური“ ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ალერგიული დაავადებების სიხშირის ზრდა განპირობებულია იმით, რომ ადამიანებმა თითქმის სტერილურობამდე სუფთად ცხოვრება დაიწყეს.

თუ ადამიანს ბავშვობიდანვე იცავენ გარე სამყაროში არსებულ სხვადასხვა ნივთიერებასთან კონტაქტისგან, მაშინ მისი იმუნიტეტი ვერ ღებულობს სათანადო „ნაყენს” და ამიტომ შემდგომში უწყინარ გამაღიზიანებლებზეც (მაგალითად, ყვავილის მტვერი ან სახლის მტვერი) მოახდენს რეაგირებას. მართალია, ამ ე.წ. „ნაყენის“ მომზადება ბაქტერიებითა და ვირუსებით შეუძლებელია, მაგრამ როგორც სპეციალისტებმა აღნიშნეს, ამ როლის საკუთარ თავზე აღება პარაზიტებს ძალუძთ.

ჯოსეფ ჯეკსონმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ტყის თაგვების იმუნური სისტემის მდგომარეობა, რომლებიც მათთვის ბუნებრივ გარემოში ბინადრობდნენ და შეადარეს იმ ლაბორატორიული თაგვების იმუნურ სისტემას, რომელთა მთელი თაობები იზრდებოდნენ ლაბორატორიაში, ზესისუფთავის გარემოში. „ჩვენი ცოდნა ძუძუმწოვრების იმუნურ სისტემაზე ეფუძნება ლაბორატორიულ მღრღნელებზე დაკვირვებებს, რომლებიც თავისი სიცოცხლის განმავლობაში ხვდებიან არაბუნებრივ პათოლოგიებს და თითქმის არასდროს არ განიცდიან სტრესს“, - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჯანეტ ბრედლიმ.

როგორც გამოკვლევამ აჩვენა, თაგვებს, რომლებსაც ტილები არ ჰყავდათ, იმუნური სისტემა გაცილებით უფრო მგრძნობიარე ჰქონდათ იმ თაგვების იმუნურ სისტემასთან შედარებით, რომელთაც დიდი რაოდენობით ჰყავდათ პარაზიტები. მეცნიერების ვარაუდით, ტილებს რაღაცნაირად შეუძლიათ თაგვების იმუნური სისტემის დათრგუნვა, სხვებისთვის პარაზიტებისა და მიკროორგანიზმების გადაცემის გზით, ან ტილის ნერწყვში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების დახმარებით, რომელიც თაგვის ორგანიზმში ხვდება მათზე არსებული პარაზიტების კვების პროცესში.

“ჰიგიენური” ჰიპოთეზის ერთ-ერთი პოსტულატი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის იმუნური სისტემა იმ პერიოდში ვითარდებოდა, როდესაც მასზე გამუდმებით პარაზიტობდნენ სხვადასხვაგვარი ჰელმინთები, უმარტივესები, მწერები და ტკიპები. “დღეს მსოფლიო მოსახლეობა ჩვენი წინაპრებისგან აბსოლუტურად განსხვავებული ინფექციების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, - წერენ კვლევის ავტორები, - და შეიძლება, იმუნოლოგიური დარღვევების ზრდის მიზეზიც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი იმუნური სისტემა “გადაწყობილია” იმისგან სრულიად განსხვავებული ამოცანების ამოსახსნელად, რომლის ამოხსნაც გვიხდება დღეს თანამედროვე სამყაროში”.