News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მას კანის გამაახალგ­ა­ზრდავებელი თვ­ის­ებებიც ჰქ­ონია. 2011 წელს 50-65 წლის ასაკის 2000 ქალს ჩაუტარდა კლინიკური გამოცდა. უნდა გარკვეულიყო, რამდენად უწყობს ხელს გენისტეინის გამოყენება ორგანიზმში კოლაგენის განვითარების ზრდას.

შეგახსენებთ, რომ კოლაგენი არის ცილა, რომელიც კანს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს ანიჭებს და რომლის რაოდენობაც მცირდება ასაკის მატებასთან ერთად. გენისტეინი იწვევს იმ ფერმენტების ბლოკირებას, რომლებიც განაპირობებს კანში არსებული კოლაგენის გამოფიტვას და ამავდროულად ეს ნივთიერება ასტიმულირებს ახალი კოლაგენის პროდუცირებას.

ცდებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში თვალის გარშემო დღეში ორჯერ 2-3 წვეთი გენისტეინის დაწვეთების შემდეგ კვლევის მონაწილე ქალბატონების 53%-მა აღნიშნა კანის მდგომარეობის გაუმჯობესება და ნაოჭების რაოდენობის შემცირება. განსაკუთრებით ეფექტურია გენისტეინი მენოპაუზის პერიოდში.

ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ნივთიერების მოლეკულის სტრუქტურა ძალიან ჰგავს ესტროგენისას და ამიტომაც მოქმედებს ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის ანალოგიურად - ამცირებს “ალების” ინტენსივობასა და სიხშირეს, ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე.

  • შვიდწუთიანი ვარჯიში უკეთესი აღნაგობისთვის

ამერიკის სპორტული მედიცინის კოლეჯის თანამშრომლებმა ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ფორმის შესანარჩუნებლად საკმარისია მხოლოდ 12 ვარჯიშის (თითოეული სავარჯიშო გრძელდება 30-60 წამი) შესრულება 7 წუთის განმავლობაში. ერთადერთი მოთხოვნა ის არის, რომ ვარჯიში ინტენსიური უნდა იყოს.

მკვლევრების თქმით, ვარჯიშთა კომპლექსის პირველი ნაწილი ხტუნვით უნდა დაიწყოთ (ეს ზედმეტ წონას დაგაკლებინებთ);

შემდეგ კედელთან მიყრდნობილ მდგომარეობაში სრულდება ჩაჯდომები (ამგვარად სხეულის ქვედა ნაწილს ტვირთავთ), აჭიმვები, პრესის ვარჯიში მწოლიარე მდგომარეობაში, კიბეზე ან სკამზე ასვლა-ჩამოსვლა და კვლავ ჩაჯდომები.

მეორე ნაწილის ვარჯიშები ასეთია: აჭიმვები, რომელიც სრულდება უკვე სკამიდან (ვარჯიშდება სამთავა კუნთი), შემდეგია ერთ ადგილზე სირბილი მაღლა აწეული მუხლებით, წინ ვარდნა, აჭიმვები, გვერდით გადახრები.

მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ასეთ რეჟიმში ვარჯიში შეიძლება შევადაროთ 6-8-კვირიან ვარჯიშს გამძლეობისათვის.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ხანმოკლე ფიზიკური აქტივობა კონცენტრირებაში გვეხმარება. გვირჩევენ, ამგვარად ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომს ვებრძოლოთ. ამ მიზნით საჭიროა იმავე რეჟიმით ვარჯიში, ოღონდ 20 წუთის განმავლობაში.

  • სისხლის თეთრი უჯრედები გაფანტულ სკლეროზს უმკლავდებიან

ექსპერიმენტულად დამტკიცდა, რომ გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ ორგანიზმში პაციენტისავე სისხლის თეთრი უჯრედების შეყვანა უსაფრთხოა.

გაფანტული სკლეროზი ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნიტეტი ებრძვის ნეირონების (მიელინის) დამცავ გარსს. ტესტირებაში მონაწილე დაავადებულებს ინექციები უკეთდებოდათ უჯრედებით, რომელთა ზედაპირზეც მიმაგრებული იყო მიელინის ნაწილაკები. ამ შემთხვევაში პრინციპი ისეთივეა, როგორიც ალერგიის მკურნალობის დროს, ანუ ხდება მიელინთან იმუნიტეტის შეჩვევა, რის შედეგადაც, საბოლოოდ, იმუნიტეტი აღარ ებრძვის მიელინს.

ტესტირების მონაწილე მოხალისეებში ასეთი მკურნალობის გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. მეცნიერებს ეშინოდათ, რომ ამგვარი ჩარევის შემდეგ იმუნიტეტის ცვლილება გამოიწვევდა ინფექციების მიმართ პაციენტის დაუცველობას, მაგრამ ასე არ მოხდა და იმუნიტეტი პათოგენებსაც კარგად გაუმკლავდა.

უჯრედული ნარევის ყველაზე დიდი დოზა - დაახლოებით 3 მლრდ სისხლის უჯრედი - აძლიერებდა იმუნიტეტის მიერ მიელინის ატანის უნარს. გადამტანი უჯრედები შემდეგ თვითგანადგურებას განიცდიდნენ - მათ მაკროფაგები (იმუნური უჯრედები) შთანთქავდნენ ღვიძლსა და ელენთაში.

ამჟამად გაფანტული სკლეროზის მკურნალობა იმუნიტეტის დათრგუნვას გულისხმობს, ეს კი ადამიანს დაუცველს ხდის კიბოსა და ინფექციების წინაშე. ახალი თერაპია უფრო პერსპექტიულია, თუმცა უფრო რთულია და ძვირად ღირებული.