News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

სტაფილო შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს და მაღალი კვებითი ღირებულების ნაერთებს. ამიტომ სპეციალისტები ავადმყოფობისგან თავის დასაცავად ამ ნარინჯისფერი ბოსტნეულის ყოველდღე მირთმევას გვირჩევენ.

მედიკოსების აზრით, სტაფილო სასარგებლოა კუჭისა და, საზოგადოდ, მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობისთვის. ეს ბოსტნეული კარგია საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების დროს, როგორებიცაა დიარეა, გასტრიტი, კუჭის წყლულოვანი დაავადება, ცელიაკია.

თუ არის მოთხოვნა А პროვიტამინზე, С, D, E, K, B1 და B6 ვიტამინებზე, ბიოტინზე, კალიუმზე, კალციუმზე, მაგნიუმზე, ფოსფორზე, ორგანულ ნატრიუმსა და ზოგიერთ სხვა მიკროელემენტზე, სტაფილო უნდა მივირთვათ.

სტაფილოს წვენი ისპანახისა და ლიმონის წვენთან ერთად უხდება შეკრულობას, წმენდს ნაწლავებს. სტაფილოს წვნიანი კი კარგია დიარეის დროს, გვიცავს გაუწყლოებისგან, აწვდის ორგანიზმს გოგირდს, მაგნიუმს და მთავარ მინერალებს.

ექიმებს მიაჩნიათ, რომ სტაფილო დადებით ეფექტს იძლევა ჭარბი წონის, სისხლის ინფიცირების, ღრძილების დაავადების, უძილობის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, დაავადებების დროს, ალცჰაიმერის დაავადების, კოლიტის, წყლულოვანი დაავადების და მტკივნეული შარდვის დროს.

ბროკოლი - კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ალტერნატივა

ბროკოლი კიბოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპიის მნიშვნელოვანი წყაროა. ჯვაროსანთა ოჯახის ამ მცენარეში აღმოჩენილია მნიშვნელოვანი ნაერთი - სულფორაფანი, რომელსაც შეუძლია, თავიდან აგვაცილოს ბავშვებში ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება. კერძოდ, იგი მკვრივი კონსისტენციის სიმსივნეების წინააღმდეგ მოქმედებს. მეცნიერები ადრეც საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ჯვაროსანთა ოჯახის მცენარეები ამცირებს განსაზღვრული ტიპის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, ამჯერად კი ბილორის სამედიცინო კოლეჯში დაადგინეს, რომ სულფორაფანი მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკოზს კურნავს.

იმუნოლოგიისა და პათოლოგიის პროფესორი დენიელ ლაკორაზა განმარტავს, რომ ამ ტიპის სიმსივნე ბავშვებშია გავრცელებული და მკურნალობაზე ათიდან 8 შემთხვევაში რეაგირებს. რჩება 20%, რომლის სამკურნალოდაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ალტერნატიული თერაპია, მაგალითად, სულფორაფანი. მეცნიერებმა აღნიშნული ნაერთი ბოსტნეულიდან გამოყვეს და მისი საშუალებით დაამუშავეს პაციენტებისგან მიღებული სიმსივნური უჯრედები. ჩაატარეს საკონტროლო ექსპერიმენტი ჯანმრთელ უჯრედებზეც. ნაერთმა სიმსივნური უჯრედები გაანადგურა, ხოლო ჯანმრთელს არაფერი ავნო.

სულფორაფანის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა.