News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ტედ ჯადეცკიმ და მისმა კოლეგებმა შეძლეს ისეთი ინჰიბიტორის პოვნა, რომელიც IgE-s FcR-სთან შეკავშირების საშუალებას არ მისცემს. საინტერესოა, რომ იმავე პრინციპს ეფუძნება ასთმის მკურნალობა ომალიზუმაბით, რომელიც IgE-ს საწინაღმდეგო რეკომბინანტული მონოკლონური ანტისხეულების საფუძველზე მოქმედებს, თუმცა ის მხოლოდ თავისუფალ IgE-ს ბოჭავს, უკვე ფორმირებულ კავშირებს ვერაფერს აკლებს. ახალმიღებული მაკრომოლეკულა DARPin E2-79 კი პოხიერი უჯრედების ზედაპირზე უკვე წარმოქმნილ კავშირებს შლის. ეს არის ცილოვანი მოლეკულა, რომლის სტრუქტურა შეიცავს ანკირინებულ გამეორებებს (ისინი მნიშვნელოვანია ცილების შეკავშირების თვალსაზრისით). ამრიგად, E2-79 თავად უკავშირდება IgE-ს და ნორმალური კომპლექსის წარმოქმნის საშუალებას არ აძლევს. სამომავლოდ მეცნიერები ალბათ შეძლებენ უფრო მცირე ზომის აქტიური მოლეკულის მიღებას, რაც პრეპარატის წარმოებას გააიაფებს და გააადვილებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოჩნდება ახალი პრეპარატი ბაზარზე.

რა საკვები დაგიცავთ კიბოსგან

ცნობილია, რომ რძემჟავა პროდუქტები კარგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა (განსაკუთრებით - გასტრიტის, დისბაქტერიოზის, ყაბზობის, კოლიტის) პროფილაქტიკისთვის. ამ პროდუქტებში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები თრგუნავენ ლპობის ხელშემწყობ ნაწლავურ მიკროფლორას. ამ ცოტა ხნის წინ კი მეცნიერებმა კეფირსა და იოგურტში ანტიკანცეროგენული ნივთიერებები აღმოაჩინეს - თურმე ეს საკვები საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ონკოლოგიური დაავადებებისგანაც იცავს. შავ ყურძენს და წითელ მშრალ ღვინოს (დღეში - ერთ ბოკალს) ასევე კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება ჰქონია. კენტუკის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მუქი ყურძნის კანი და წიპწა ორგანიზმს ლეიკემიასთან ბრძოლას უადვილებს - მათ ექსტრაქტში შემავალი რესვერატროლი გადაგვარებულ უჯრედებს სპობს. გარდა ამისა, ეს ნივთიერება აქვეითებს კუჭის კიბოს რისკს და შეუძლია, უკვე ფორმირებული სიმსივნის შემდგომი განვითარებაც შეაფერხოს. პომიდორი კაროტინოიდ ლიკოპენის მაღალი შემცველობის წყალობით ამცირებს საყლაპავის, სარძევე ჯირკვლების, ფილტვების, კუჭის, კუჭუკანა ჯირკვლის, წინამდებარე ჯირკვლის, მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ფორთოხალსა და მანდარინში აღმოჩენილი ნატურალური ნივთიერებები ორგანიზმს ფილტვის კიბოსაგან იცავს. ამერიკელმა მეცნიერებმა ამ ციტრუსებში აღმოაჩინეს 22 აქტიური ნივთიერება, მათ შორის - ტანგერეტინი, ნობილეტინი და სინენსეტინი, რომლებიც აფერხებს ონკოლოგიური უჯრედების გამრავლებას. ერთი ჭიქა ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი ორგანიზმს ასკორბინის მჟავას სადღეღამისო ნორმას აწვდის, ეს უკანასკნელი კი უჯრედებს ავთვისებიანი გადაგვარებისგან იცავს. კერძოდ, როდესაც მაღალია სისხლში ჩ ვიტამინის შემცველობა, ნაკლებია ძუძუს კიბოთი დაავადების ალბათობა. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ ჰოდი გვირჩევს, მივეძალოთ ზეითუნის ზეთს, რადგან ის სწორედ ჩ ვიტამინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. მეცნიერთა თქმით, თევზში შემავალ პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს ომეგა-3-ს (მათ დიდი რაოდენობით შეიცავს ქაშაყი, ორაგული, სარდინები, მაკრელი) ასევე შესწევთ უნარი, სუსტი სქესი ძუძუს კიბოსგან დაიცვან. კიბორჩხალებში, მიდიებსა და ზღვის სხვა პროდუქტებში დიდი რაოდენობითაა სელენი, რომელიც ხელს უშლის პანკრეასისა და პროსტატის კიბოს განვითარებას. კომბოსტოს ყველა სახეობა, მეტადრე - ბროკოლი, შეიცავს სულფორაფანს, რომელსაც შეუძლია დათრგუნოს სიმსივნის ზრდა.