News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

იმავდროულად, ეს ორი პროდუქტი აქვეითებს სისხლში ც-რეაქტიული ცილისა და ანთების სხვა მარკერების დონეს. მეცნიერებმა დაკვირვება ჩაატარეს 22 ადამიანზე, რომლებიც პრაქტიკულად ჯანმრთელნი იყვნენ, თუმცა ქოლესტერინი მომატებული ჰქონდათ. მათი რაციონი 6-6-კვირიან სამ პერიოდად დაყვეს. პირველ კვირას ცდისპირები ჩვეულებრივ იკვებებოდნენ, მომდევნო კვირებში კი მათ რაციონში ჯერ კაკალი და კაკლის ზეთი ჩართეს, მერე - სელისა. სტრესის პროვოცირების მიზნით მონაწილეებს ფეხებს ცივ წყალში აყოფინებდნენ. მენიუში კაკლის შეტანისას ცხადი გახდა, რომ სტრესულ ვითარებაში არტერიული წნევა მაღლა აღარ იწევდა. რაციონში სელის ზეთის დამატებას წნევის შემდგომი დაქვეითება აღარ გამოუწვევია. გამოკვლევის მონაწილეებმა გაიარეს სისხლძარღვების ექოსკოპიური კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ სელის ზეთი საგრძნობლად აუმჯობესებს არტერიების მდგომარეობას და აქვეითებს ც-რეაქტიული ცილის დონეს, რაც ასეთი კვების ანთების საწინააღმდეგო მნიშვნელობაზე მიანიშნებს, ხოლო კაკალი და მისი ზეთი უპირატესად სტრესის დროს არტერიული წნევის რეგულირებისთვის არის კარგი.

შოკოლადი და მაღალი წნევა

ავსტრალიაში, ადელაიდის უნივერსიტეტში, გააანალიზეს შოკოლადისა და კაკაოს თვისებების შესასწავლად ჩატარებული 15 გამოკვლევის შედეგები და დაასკვნეს, რომ შოკოლადი ისევე ეფექტურად აქვეითებს სისხლის არტერიულ წნევას, როგორც ყოველდღიური ნახევარსაათიანი ვარჯიში. მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ 6-დან 100 გრამამდე შოკოლადის ყოველდღიური მიღება ხუთი წლის განმავლობაში 20%-ით ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკს. საინტერესოა, რომ ნორმალურ წნევაზე ეს ნუგბარი გავლენას არ ახდენს. შოკოლადის ასეთი ეფექტი ფლავანოლების დამსახურებაა - ქიმიური ნივთიერებებისა, რომლებიც არა მარტო კაკაოს, არამედ პომიდვრის, წითელი ღვინისა და მწვანე ჩაის შემადგენლობაშიც შედის. მათ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ნატურალურ ანტიოქსიდანტებად მიიჩნევენ. ეს ნივთიერებები ზრდიან სისხლში აზოტის ჟანგის კონცენტრაციას - ნივთიერებისა, რომელიც სისხლძარღვის კედლის უჯრედთა ფუნქციის რეგულაციაში აქტიურად მონაწილეობს. ამგვარად ფლავანოლები მართავენ ტვინის სისხლის მიმოქცევას და აქვეითებენ არტერიულ წნევას, რის შედეგადაც საგრძნობლად მცირდება ინფარქტისა და ინსულტის რისკი. ახლა მეცნიერები იმის გარკვევას ცდილობენ, შოკოლადის რა ოდენობაა ოპტიმალური წნევის დასაქვეითებლად.

წნევის გლობალური დაქვეითება

ბოლო ხანს მთელ მსოფლიოში შეინიშნება არტერიული წნევის კლების ტენდენცია. ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიის ეგიდით მსოფლიოს 21 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგები. ეს გამოკვლევა, რომელიც 10 წელი გრძელდებოდა, 90-იანი წლების შუა ხანებში დასრულდა. ამ პერიოდში მსოფლიოს მოსახლეობას არტერიული წნევა საშუალოდ 2,26 მმ ვწყ. სვ-ით დაუქვეითდა, ამასთან, ქალებში უფრო მკვეთრი ცვლილება შეიმჩნეოდა. მკვლევრებმა იმის გარკვევაც განიზრახეს, რა როლი შეასრულა არტერიული წნევის გლობალურ დაქვეითებაში წამლებმა. აღმოჩნდა, რომ არტერიული წნევა დაუქვეითდათ არა მარტო იმ ჰიპერტონიკებს,  რომლებიც წნევის დამწევ საშუალებებს იღებდნენ, არამედ ნორმო- და ჰიპოტონიკებსაც. ამის კვალობაზე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სამკურნალო პრეპარატებს ამ ტენდენციის წარმოშობაში არცთუ დიდი წვლილი მიუძღვის. წნევის გლობალური კლების ჭეშმარიტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ გარკვეული როლი შეასრულა კვების კულტურის შეცვლამ - ხალხმა უკლო მარილის მოხმარებას და უფრო მეტად მიეძალა ხილსა და ბოსტნეულს. თუმცა ამ თეორიასაც ჰყავს მოწინააღმდეგები. მათი აზრით, მართლაც შეიძლება დიეტისა და ფიზიკური აქტივობის დადებით შედეგთან გვქონდეს საქმე, მაგრამ, მეორე მხრივ, ასე რომ იყოს, სიმსუქნის გლობალური კლებაც უნდა შეგვემჩნია, არადა, ამ მხრივ საქმე სწორედ რომ პირიქით არის. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ წნევის გლობალურ დაქვეითებაში დადებითი როლი შეასრულა ვიტამინიზებული, კალციუმითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი საკვების უფრო ინტენსიურმა მოხმარებამ. ისიც სათქმელია, რომ დღესდღეობით ხილი და ბოსტნეული მთელი წლის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. ზოგიერთ ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოხმარების აკრძალვაც მოახდენდა გავლენას და წამლების ხარისხის გაუმჯობესებაც შეასრულებდა გარკვეულ როლს.