News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

.

  • ინტერნეტი სასარგებლოა ხანში შესულთა ჯანმრთელობისთვის

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინტერნეტი ხანში შესულთა თავის ტვინის მუშაობას ასტიმულირებს - შეუძლია შეანელოს ჭკუასუსტობის გამომწვევი ასაკობრივი ცვლილებები და მათი უკუგანვითარებაც კი გამოიწვიოს. კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა თავის ტვინის სკანირების გზით აღმოაჩინეს, რომ ინტერნეტი წიგნებზე ძლიერი სტიმულატორია, თანაც ეფექტი კომპიუტერის გამორთვის შემდეგაც კარგა ხანს გასტანს. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გერი სმოლი, ამბობს, რომ ქსელში ხანმოკლე ძიებასაც კი შეუძლია, მინიმალური ვებგამოცდილების მქონე ასაკოვან ადამიანს თავის ტვინის სტრუქტურა შეუცვალოს და მისი ფუნქციობა გაუუმჯობესოს.

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 55-დან 78 წლამდე ასაკის 24-მა ადამიანმა. მათი ნახევარი გამოცდილი ინტერნეტმომხმარებელი იყო, დანარჩენი კი თითქმის არ იცნობდა ინერნეტკავშირს. მათ მსოფლიო ქსელში რამის მოძიება სთხოვეს და ტვინის იმ უბნების გამოსავლენად, რომლებიც ამ პერიოდში ყველაზე მეტად გააქტიურდა, ცდის მონაწილეთა თავის ტვინში მიმდინარე პროცესებს დააკვირდნენ. ამის შემდეგ მოხალისეები შინ დაბრუნდნენ და მიიღეს დავალება, ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე ინტერნეტისთვის საათზე მეტი დაეთმოთ. ამის შემდეგ მათ კვლავ ჩაუტარეს ტომოგრაფიული გამოკვლევა. მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს

იმ ფაქტს, რომ თავის ტვინში ცვლილებები კვლევის დასაწყისშივე გახდა შესამჩნევი და შეეხო მეტყველებაზე, კითხვაზე, მეხსიერებასა და მხედველობაზე პასუხისმგებელ უბნებს. მეორე შემოწმების დროს გააქტიურებული აღმოჩნდა შუბლის ხვეულები, რომლებიც აკონტროლებს ოპერატიულ მეხსიერებასა და გადაწყვეტილებების მიღებას.

ამრიგად, ცხადი გახდა, რომ ინტერნეტი ხანში შესულთათვის დემენციის პროფილაქტიკის მარტივი და ქმედითი გზაა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ვებსერფინგი უფრო ეფექტურია, ვიდრე კითხვა, რადგან ქსელში ძიებისას ადამიანებს ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება უხდებათ: ინფორმაციის მოძიება, შეფასება და დამახსოვრება.

  • ფეხით სიარული სასარგებლოა გონებრივი და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც კვირაში 10 კმ-ს (6 მილს) მაინც გადიან ფეხით, მათზე მეტი მოცულობის ტვინი, უკეთესი მეხსიერება და ფსიქიკური მაჩვენებლები აქვთ, ვინც ადინამიურ ცხოვრების წესს ამჯობინებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხანდაზმულ ასაკში ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა ფეხით სიარულია.

ექსპერტებმა, რომლებიც 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 400-ზე მეტ ხანდაზმულ ადამიანს, დაადგინეს კავშირი ფიზიკურ აქტივობასა და ტვინის მოცულობას შორის. გარდა ამისა, ხანდაზმულებში, რომლებიც უჩიოდნენ მეხსიერების დარღვევებს, მაგრამ ყოველ კვირა 5 მილს მაინც გადიოდნენ ფეხით (რაც ყოველდღიურად 20-წუთიანი გასეირნების ეკვივალენტურია), მეხსიერების დაქვეითების პროცესის შენელება შეინიშნებოდა.

  • რადიოს სმენა ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ფინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რადიოს სმენა აუმჯობესებს ტვინის აქტიურობას, მეხსიერებას და ენების შესწავლის უნარს. მკვლევართა აზრით, რადიოთი ადამიანი ენას უფრო სწრაფად შეისწავლის, ვიდრე ტელევიზორით, რადგან ამ დროს მხედველობით ინფორმაციას ვერ იღებს და მთლიანად სმენით აღქმაზეა კონცენტრირებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად უსმენენ რადიოს, უფრო მგრძნობიარენი არიან მეტყველების ნიუანსებისადმი და უკეთ ამჩნევენ საუბარში ემოციურ შტრიხებს.

  • კალორიებით ღარიბი საკვები აუმჯობესებს მეხსიერებას და ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას

ვისკონსინ-მადისონის უნივერსიტეტის მეცნიერთა გამოკვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ კვლევის დაწყებიდან 20 წლის შემდეგ დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფი მაიმუნების 80% იყო ცოცხალი, თავისუფალ კვებაზე მყოფი მაიმუნების კი - მხოლოდ 50%. მეცნიერთა თქმით, კალორიების შეზღუდვა თავის ტვინის ფუნქციებზეც დადებით გავლენას ახდენს - მოტორულ კონტროლზე, მეხსიერებასა და პრობლემების გადაწყვეტაზე პასუხისმგებელი უბნები უფრო უკეთესად და მეტხანს ფუნქციობენ. მაიმუნებზე ჩატარებულმა მეორე კვლევამ კი აჩვენა, რომ პრიმატებს, რომელთა რაციონი ჩვეულებრივზე 30%-ით ნაკლებკალორიული იყო, გულის დაავადებებისა და სიმსივნეების რისკი ჩვეულებრივ დიეტაზე მყოფ მაიმუნებზე გაცილებით ნაკლები ჰქონდათ, დიაბეტი კი მათ შორის საერთოდ არ აღრიცხულა, მაშინ როცა ეს დაავადება ძალზე გავრცელებული იყო თავისუფალ კვებაზე მყოფ მაიმუნებში.

  • სასარგებლოა თუ არა უშაქრო ყავა?

ზოგისთვის ყავა მხოლოდ სასიამოვნო ცხელი სასმელია, ზოგისთვის - იდეალური მატონიზებელი საშუალება. აი, ესპანელმა ნეიროფსიქოლოგებმა კი დაადგინეს, რომ თუ ტვინის მუშაობის გაუმჯობესება გვსურს, ყავა აუცილებლად შაქრიანი უნდა მივირთვათ. ასეთ დასკვნამდე მეცნიერები იმ გამოკვლევის შედეგებმა მიიყვანა, რომელშიც 40 მოხალისე მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ გლუკოზისა და კოფეინის კომბინაცია ყურადღებაზე, კონცენტრაციასა და მახსოვრობაზე პასუხისმგებელ ტვინის უბნებს ააქტიურებს. შაქრიანი ყავა აუმჯობესებს ადამიანის კოგნიტიურ უნარს იმ დროს, როდესაც მას ყურადღებისა და მეხსიერების მაქსიმუმი სჭირდება. უშაქრო ყავა ასეთ ეფექტს არ იძლევა.