News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

.

  • შექმნილია ანტიბაქტერიული საბჟენი მასალები

ამერიკელმა მეცნიერებმა ანტიბაქტერიული და რემინერალიზაციის უნარის მქონე საბჟენი მასალები შექმნეს. მათ იმედი აქვთ, რომ ნანოტექნოლოგიების გზით შექმნილი ეს მასალები, სულ ცოტა, ათ წელიწადს გაძლებენ. მიკროორგანიზმების მიერ გამომუშავებული ნივთიერებების ზემოქმედებით იწყება კბილის მინანქრის დაზიანება და რღვევა, რაც საბოლოოდ კარიესს იწვევს. მკურნალობის დროს სტომატოლოგი აცილებს კბილს მიკროორგანიზმებით დაზიანებულ დარბილებულ ქსოვილს (დენტინს). მაგრამ დენტინის ნაწილი არ ექვემდებარება მოცილებას, რის გამოც კბილის სიღრმეში ბაქტერიები რჩებიან და მეორეულ კარიესს იწვევენ.

მეცნიერებმა შექმნეს ანტიბაქტერიული მასალები (პრაიმერი და ადჰეზივი), რომლებიც დაბჟენის საიმედოობას უზრუნველყოფს. ადჰეზივის შემადგენლობაში შედის ვერცხლის ნანონაწილაკები, რომელიც კბილის შიგნით ტუტე გარემოს ინარჩუნებს, ტუტე არეში კი მიკროორგანიზმები ორგანულ მჟავებს ნაკლებად გამოიმუშავებენ. "ჩვენ ანტიბაქტერიული აგენტები შევიტანეთ იმ მასალებშიც, რომლებიც უზრუნველყოფს ბჟენის გამძლეობას, ვინაიდან ეს ნივთიერებები კარიესის მკურნალობის დროს პირველადად ამოფენს კბილის შიგნითა ზედაპირს და ავსებს მის შიგნით არსებულ წვრილ სადინარებს", - აღნიშნავენ მეცნიერები.

დასაბჟენად გამოყენებული კომპოზიტური მასალის ძირითად კომპონენტს კალციუმის ფოსფატის ნანონაწილაკები წარმოადგენს. ეს ნანონაწილაკები ხელს უწყობს კბილის მინერალური შემადგენლობის აღდგენას. ყველა მასალა გამოიცადა ლაბორატორიაში ბიოფირის გამოყენებით, რომელიც გამოკვლევის მონაწილეთა ნერწყვისგან შეიქმნა. მომდევნო ნაბიჯი იქნება დასაბჟენი მასალების გამოცდა ცხოველებისა და ადამიანების კბილებზე.

  • ობობა და მორიელი კიბოსა და ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატების შექმნის იმედს გვაძლევს

მორიელ Leiurus quinquestriatus-ისა და ობობა შავი ქვრივის შხამი შესაძლოა იქცეს იმ საშუალებად, რომლითაც მედიცინა კიბოსა და ალცჰაიმერის დაავადებას დაამარცხებს. მორიელი კბენისას მსხვერპლის ორგანიზმში დაახლოებით 2,5 მლ შხამს უშვებს. შხამის აქტიური ინგრედიენტია ქლოროტოქსინი. იგი არ აძლევს ნერვულ სისტემას ნორმალური ფუნქციობის საშუალებას, პროვოცირებას უწევს ცხელებას, ძლიერ ტკივილს, კრუნჩხვებს, დამბლას, კომას, ფილტვების გაჩერებას და, აქედან გამომდინარე, სიკვდილს. მორიელის შხამს, ტრადიციულად, საანესთეზიო საშუალებად იყენებდნენ.

ამჟამად ამერიკელი სპეციალისტები ცდილობენ, მისგან კიბოს საწინააღმდეგო საშუალება შექმნან. მათ დაადგინეს, რომ ქლოროტოქსინს შეუძლია, ისე შეუერთდეს კიბოს უჯრედებს, რომ ჯანსაღ უჯრედებს არც კი შეეხოს. რაც შეეხება შავ ქვრივს, ეს ობობა იშვიათად იკბინება, მაგრამ მისი შხამიც მომაკვდინებელია. იგი შეიცავს ლაქტოტოქსინს - პროტეინს, რომელსაც იერიში მიაქვს ნერვულ სისტემაზე - და ჰორმონებს, რომლებიც ორგანიზმის მუშაობას არეგულირებს. შხამის ორგანიზმში მოხვედრიდან 10 წუთში დამბლა ვითარდება. სამხრეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა ამ შხამს აფროდიზიაკად იყენებს, ჩილელი სპეციალისტები კი მასში მამაკაცის პოტენციურ კონტრაცეპტივს ხედავენ და ამ კუთხით იკვლევენ კიდეც. მეცნიერთა ინტერესი გამოიწვია შხამში შემავალმა კიდევ ერთმა პეპტიდმა. ვარაუდობენ, რომ იგი ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ გამოადგებათ.

  • შავი წიწაკა ცხიმის დაგროვებას აბრკოლებს

კალიფორნიელი მკვლევრები დააინტერესა იმ ფაქტმა, რომ მწარე წიწაკის ჭამის დროს ადამიანს ოფლი სდის. გამოდის, რომ ცხარე საკვების თვისება, გაზარდოს სხეულის ტემპერატურა, შეიძლება ზედმეტი კილოგრამების დასაწვავადაც იქნეს გამოყენებული. ჭარბი წონის პრობლემის დასაძლევად კორეელი სპეციალისტები გვთავაზობენ ნივთიერებას, რომლის შემადგენლობაშიც შავი წიწაკა შედის. გამოკვლევის შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ წიწაკაში შემავალი პიპერინი ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას აბრკოლებს. ესე იგი, თეორიულად მას შეუძლია გასახდომ საშუალებად იქცეს.

კორეელმა მეცნიერებმა ლაბორატორიულ და კომპიუტერულ მოდელზე უკვე ჩაატარეს პიპერინის ტესტირება. დადასტურდა, რომ პიპერინი გავლენას ახდენს ახალი ცხიმოვანი უჯრედების წამომქმნელი გენების აქტიურობაზე და რთავს ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც ცხიმის დაგროვებას უშლის ხელს.