ვის უვითარდება ყველაზე ხშირად კარიესი
ვიდრე ნაკლებად უზრუნველყოფილ მათ თანატოლებს. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი ბავშვები ნაკლებ შაქარს ღებულობენ, ისინი მოიხმარენ მჟავას შემცველ ბევრ პროდუქტს, რომელიც შლის მინანქარს. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ხარისხიანი სამედიცინო დახმარებაზე წვდომა, ეს შეიძლება გახდეს კბილების დაშლის მიზეზი.
კბილების კარიესი და სხვა პრობლემები ბავშვებში ხშირად უკავშირდება შაქრის ჭარბად მოხმარებას. უფრო მდიდარ ოჯახებში, ბავშვს მეტად ჯანსაღი და მრავალფეროვანი რაციონი აქვს, შესაბამისად კბილების დაზიანების რისკი მცირე უნდა იყოს. თუმცა ავსტრალიელი სტომატოლოგების განცხადებით ეს ასე არ ხდება.
მკვლევარებმა ჩაატარეს 65 ნაშრომის მეტა-ანალიზი, სადაც განხილული იყო 30 ქვეყნის მაცხოვრებლების კბილების პრობლემები. შერჩევაში მოხვდნენ 6-დან 79 წლამდე ადამიანები სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით. მოზარდებში კბილების დაზიანება უფრო ხშირად აღენიშნებოდათ კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომელთა მშობლებსაც შედარებით მაღალი დონის განათლება და შემოსავლები ჰქონდათ. თავდაპირველად ეს მკვლევარებმა უჩვეულოდ მიიჩნიეს, რადგანაც ამ ოჯახებს აქვთ რეგულარული და ხარისხიანი სტომატოლოგიური დახმარებისადმი წვდომა.
მაგრამ მიზეზების გულდასმით შესწავლამ აჩვენა, რომ ეს უკავშირედება ეკონომიკურ სტატუსსა და რაციონს. გაზიანი, ენერგეტიკული სასმელები და პაკეტირებული წვენები ბევრ ქვეყანაში ხელმისაწვდომია უზრუნველყოფილი ადამიანებისთვის და მიუხედავად რაციონში ჭარბ შაქართან ბრძოლისა (მაგალითად დიდი ბრიტანეთში დაწესებულია შაქარზე გადასახადი, დიეტური ალტერნატივა შაქრის დაბალი შემცველობით), ისინი მაინც შეიცავს დიდი რაოდენობით მჟავებს. ამგვარი კვებითი ჩვევები შეიძლება აღინიშნებოდეს ყველა სოციალურ-ეკონომიკური დონის ბავშვებში, მაგრამ უფრო უზრუნველყოფილი რეგიონის ბავშვებში ის უფრო ხშირია, რადგანაც გარკვეული პროდუქტებისადმი მათ მეტი წვდომა აქვთ.
ბავშვებში მინანქრის დაშლასა და მჟავების შემცველი პროდუქტების მოხმარებას შორის კავშირმა არ გააკვირვა მკვლევარები. ცნობილია, რომ იმ ქვეყნებში სადაც ხშირად გამოიყენებენ მჟავე პროდუქტებს, კბილების მდგომარეობა მოსახლეობაში გაცილებით უფრო მძიმეა. თუმცა დიეტა ერთადერთი ფაქტორი როდია. კბილების პრობლემა ადამიანთა უმრავლესობას აღენიშნება, თუმცა კბილების გაფუჭების სიჩქარე დამოკიდებულია ცხოვრების განმავლობაში უამრავი ფაქტორზე.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ზრდასრული ადამიანებს, რომელთაც აქვთ განათლების გარკვეული დონე, ნაკლებად აღენიშნებოდათ კბილების პრობლემები. მოსახლეობის ეს ჯგუფი არა მარტო ჯანსაღად იკვებება, არამედ უფრო უკეთ იცავს პირის ღრუს ჰიგიენის წესებს, გარდა ამისა, მეტად უზრუნველყოფილ ადამიანებს ნაკლებად აღენიშნებათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები (მაგალითად გულძმარვა ან დიაბეტი), რომლებიც კიდევ უფრო ართულებენ ჰიგიენასა და კბილების მოვლას.
კბილების მდგომარეობაზე, ასევე გავლენას ახდენს კბილის ჯაგრისის სწორად შერჩევაც. მათ, ვინც უპირატესობას ანიჭებს მაგარ ჯაგრულებს, მეტად შეიძლება გამოუვლინდეს მინანქრის ცვეთა. ბავშვობიდან კბილების სათანადო მოვლა მათი სიჯანსაღის შენარჩუნების ყველაზე მარტივი და იაფი საშუალებაა.