News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

გამოკვლევის ხელმძღვანელი ანა-ლუიზა პონსანბის თქმით, ,,ჩატარებული სამუშაო მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დროში გაფანტული სკლეროზი სულ უფრო ხშირად გვახსენებს თავს. როგორც ჩანს, ეს უკავშირდება შობადობის შემცირებას და ხანდაზმულ მშობიარეთა რიცხვის ზრდას~.

ამბიცია სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს

პატივმოყვარე ადამიანები, რომლებიც საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას თუ კარგი თანამდებობის მიღებას ესწრაფვიან, სინამდვილეში სულაც არ არიან ბედნიერნი. როტერდამის უნივერსიტეტთან არსებული მენდოზას ბიზნესკოლეჯის პროფესორმა ტიმოთი ჯაჯამ ამ პარადოქსის ახსნა სცადა. ამბიციური ხასიათი ხელს უწყობს კარიერულ წინსვლას. მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: მიუხედავად იმისა, რომ მიზანს აღწევენ, პატივმოყვარე ადამიანები სხვებზე ბედნიერები არ არიან; მეტიც - ისინი უფრო ნაკლებს ცოცხლობენ. პროფესორმა ეს დასკვნა 717 ადამიანზე დაკვირვების შედეგად გამოიტანა. ის მათ ბავშვობიდან აკვირდებოდა, თვალს ადევნებდა მათ განათლებას, პროფესიულ საქმიანობას და ჯანმრთელობას. როგორც მოსალოდნელი იყო, პატივმოყვარე ადამიანები სწავლობდნენ კარგ უნივერსიტეტებში, მუშაობდნენ პრესტიჟულ და მაღალანაზღაურებად სფეროებში, მაგრამ ყოველივე ამას მათთვის ბედნიერება არ მოუტანია. ისინი თავს უფრო და უფრო უარესად გრძნობდნენ და სხვებზე გაცილებით ადრეულ ასაკში იხოცებოდნენ. თუმცა ექსპერტს უჭირს თქმა, რა დგას სიკვდილიანობის ასეთი სტატისტიკის მიღმა. შესაძლოა, როცა ადამიანი კარიერის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, ივიწყებს ჯანმრთელობას, ადამიანურ ურთიერთობებს და სოციალურ კავშირებს.

აღმოჩენილია უნაყოფობის მკურნალობის ახალი მეთოდი

მასაჩუსეტსის საავადმყოფოს (Massachusetts General Hospital) თანამშრომლები გვარწმუნებენ, რომ უახლოეს მომავალში ქალთა უნაყოფობის პრობლემა მოგვარდება. მათ ამის თქმის საფუძველს აძლევს ზრდასრული ქალის საკვერცხეებში ღეროვანი უჯრედების აღმოჩენა, რომლებისგანაც ლაბორატორიულ პირობებში შესაძლებელი იქნება კვერცხუჯრედის მიღება. თაგვებზე ექსპერიმენტი უკვე ჩატარდა და დადასტურდა, რომ ასეთი კვერცხუჯრედების განაყოფიერება ჩვეულებრივად შეიძლება. თეორია, რომლის თანახმადაც საკვერცხეებში იმთავითვე მკაცრად განსაზღვრული რაოდენობის კვერცხუჯრედია, სპეციალისტებმა ჯერ კიდევ 2004 წელს უარყვეს. ახლახან კი მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა ღეროვანი უჯრედები, რომელთაგანაც რეპროდუქციული ასაკის ქალის საკვერცხეში კვერცხუჯრედები წარმოიქმნება. ეს აღმოჩენა შემთხვევით, ღეროვანი უჯრედების ზედაპირზე არსებული ცილის - DDX4-ის შესასწავლად ჩატარებული გამოკვლევის დროს გაკეთდა. ლაბორატორიულ პირობებში გამოზრდილი მოუმწიფებელი კვერცხუჯრედები (ოვოციტები) იერსახით ორგანიზმში ბუნებრივად არსებულებს ჰგავდნენ და მათ ანალოგიურად იქცეოდნენ. ჯონათან ტილის თქმით, გამოკვლევის მთავარი მიზანი იყო, დაემტკიცებინათ ქალის საკვერცხეებში ღეროვანი უჯრედების არსებობა, რომელთაგანაც რეპროდუქციულ პერიოდში კვერცხუჯრედები წარმოიქმნება. მეცნიერს მიაჩნია, რომ აღმოჩენა იძლევა შესაძლებლობას, შემუშავდეს ახალი ტექნოლოგიები ქალთა უნაყოფობის სამკურნალოდ (შესაძლოა, ქალის რეპროდუქციული ასაკის გასახანგრძლივებლადაც). ექსპერტი ფერტილობის დარგში, შეფილდის უნივერსიტეტის დოქტორი ალან პეისი მიიჩნევს, რომ ეს აღმოჩენა კიბოს ან უნაყოფობის დიაგნოზის მქონე ქალებს ფერტილური უნარის აღდგენაში დაეხმარება, თუმცა ახალი ტექნოლოგიების ადამიანების სამსახურში ჩაყენებამდე ჯერ კიდევ შორია. ექსპერტთა დასკვნით, მანამდე კიდევ არაერთი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს.