News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მათი ნახევარი ერთი წლის განმავლობაში ჩვეულ რაციონს ყოველდღიურად უმატებდა 400 გრამ ბროკოლის, დანარჩენები კი - 400 გრამ მუხუდოს. გამოკვლევის დაწყების წინ, ასევე - ექვსი თვის და ერთი წლის შემდეგ კვლევის მონაწილეებს ბიოფსიურად უღებდნენ წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილს და განსაზღვრავდნენ მასში პროსტატის კიბოს განვითარებაში მონაწილე ყველა შესაძლო გენის ექსპრესიას. გაირკვა, რომ მამაკაცებში, რომლებიც ბროკოლის მიირთმევდნენ, პროსტატის კიბოს განვითარების რისკის შემამცირებელი გენების ექსპრესიის 400-500 კეთილსაიმედო ცვლილება მოხდა. მეცნიერთა თქმით, ეს ცვლილებები შეეხო როგორც კიბოს განვითარების ხელშემწყობ, ისე კიბოს განვითარების შემაფერხებელ გენებს, თუმცა ბროკოლის ასეთი დადებითი ეფექტი აღენიშნებოდათ მხოლოდ GSTM1 გენის მატარებელ მამაკაცებს, ამ გენის მატარებელი კი მსოფლიოს მოსახლეობის 50%-ა. ახალი გამოკვლევები ნათელს ჰფენენ ბროკოლის კიბოს საწინააღმდეგო ეფექტს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კომბოსტოს ეს თავისებურება დაკავშირებულია მის შემადგენლობაში შემავალ სულფორაფანსა და იზოთიოციანატთან. ამ უკანასკნელს ჯვარედინყვავილოვან ბოსტნეულთა ყველა წარმომადგენელი შეიცავს. პროსტატის კიბო განვითარებულ ქვეყნებში მამაკაცთა ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. მსოფლიოში ყოველწლიურად ამ დაავადების დაახლოებით 680 ახალი შემთხვევა ვლინდება, ხოლო 220 ათასი ადამიანი პროსტატის კიბოთი კვდება.

ვეგეტარიანელობა

ვეგეტარიანელების აზრით, მათი კვების სისტემა საშუალებას იძლევა, ღრმა მოხუცებულობამდე ჯანმრთელებმა მივაღწიოთ. მაგრამ არსებობენ ამ თეორიის მოწინააღმდეგენიც, რომელთა მოსაზრებები სამეცნიერო კვლევებს ემყარება. კიევის ჯანმრთელობის ცენტრის დაკვირვებებით, ადამიანებს ვეგეტარიანელობის დაწყებიდან 5-7 წლის შემდეგ იმუნიტეტი მნიშვნელოვნად უქვეითდებათ. მათი აზრით, ჯანმრთელობის საფუძველი არა ვეგეტარიანელობა, არამედ ზომიერი და რაციონალური კვებაა. ცხოველური ცილები ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მოზრდილი ადამიანი თვითონ წყვეტს, როგორ იკვებოს, მაგრამ ბავშვებისთვის ვეგეტარიანელობა დაუშვებელია. ხორცი და თევზი მათი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია. ცდება ისიც, ვინც ფიქრობს, რომ ვეგეტარიანული ცხოვრების ნირი მატერიალურად დამზოგველია - სრულყოფილი არსებობისთვის ვეგეტარიანელის საკვებ რაციონში უნდა იყოს ბევრი ხორბლეული, ნიგოზი, ქიშმიში, ჭერმისა და ლეღვის ჩირი, ქორფა ხილი, ეს ყველაფერი კი არც ისე იაფია. კრიტიკას ვერ უძლებს აგრეთვე ვეგეტარიანელების მოსაზრებაც, რომ ადამიანი თავისი აგებულებითა და კვების სპექტრით ბალახისმჭამელია და ხორცზე მხოლოდ მცირე ხანია გადავიდა (უფრო ხშირად ასახელებენ გამყინვარების პერიოდს). თანამედროვე ანთროპოლოგიური გამოკვლევების თანახმად, ეს მოსაზრებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

ვეგეტარიანელობა და სექსი

დიეტოლოგები საკმაოდ დიდხანს ამტკიცებდნენ, რომ ხორცისგან თავის შეკავება მხოლოდ კი არ აჯანსაღებს ადამიანს, არამედ სექსუალურ პოტენციასაც ზრდის. ამერიკელი მეცნიერები ამაში დაეჭვდნენ და როგორც კი ვეგეტარიანელთა სარეცლებს მიადგნენ, დაადგინეს, რომ ეს ბატონები სიყვარულში საკმაოდ დუნენი არიან. როგორც კი თავიანთ საწოლებამდე "მიღოღდებიან", ერთი სული აქვთ, დაიძინონ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მათი სისუსტის მიზეზი თუთიის უკმარისობაა, რომელსაც ხორცი და კვერცხი შეიცავს. თუთია ხელს უწყობს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას.