ქიშმიშის სასარგებლო თვისებები
უფრო კონკრეტულად, ისეთი ჩირი, რომელიც არ შეიცავს კურკებს. ქიშმიშის ცალკეულ სახეობათა სავაჭრო სახელწოდებები ხშირად იცვლება და შესაბამისად, მეტად მრავალფეროვანია. თუმცა უკანასკნელი 2500 წლის განმავლობაში ჩამიჩის სახეობები არ შეცვლილა. უწინაც და დღესაც მის ოთხ ძირითად სახეობას განასხვავებენ:
- წვრილი, ღია ფერის ჩამიჩი კურკების გარეშე. მიიღება ყურძნის ტკბილი მწვანე და თეთრი (ან მორუხო) ჯიშებისაგან. ქიშმიშს, ჩვეულებრივ, სწორედ ამ სახეობას უწოდებენ. ეს კულინარიული სახელწოდებაა. თანამედროვე სავაჭრო სახელწოდება კი საბზაა.
- მუქი ფერის, ლურჯი ან თითქმის შავი ფერის ჩამიჩი, უფრო ხშირად შინდისფერი, ბორდოსფერი, უკურკო ქიშმიში. მას ორი ძირითადი სახესხვაობა აქვს: ძალიან ტკბილი და ოდნავ ტკბილი, მშრალი კონსისტენციის.
- ღია ზეითუნისფერი, საშუალო ზომის, ჩვეულებრივი ქიშმიში ერთი კურკით.
- მსხვილი, ხორცოვანი, ძალიან ტკბილი, სასიამოვნო გემოს მქონე, ორი-სამი დიდი კურკით.
განასხვავებენ ფაბრიკული წარმოებისა და ხელით დამუშავებულ ქიშმიშს. ფაბრიკული წარმოების ჩამიჩი ბევრად უკეთ არის გასუფთავებული მინარევებისაგან, უფრო მეტად სწორია, თუმცა ნაკლებად არომატული, ვიდრე ხელით დამუშავებული ქიშმიში.
შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ქიშმიში ერთ-ერთი სასარგებლო და ფართოდ მოთხოვნადი ჩირია. ის ინარჩუნებს ყურძნის პრაქტიკულად ყველა სასარგებლო თვისებას, ვიტამინებს 70-80%-ით, მიკროელემენტებს კი 100%-ით. ვიტამინებიდან ქიშმიშში უხვადაა წარმოდგენილი B1, B5, B6, B12, P, PP, ჩ ვიტამინები, მინერალებიდან კი – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კობალტი, ფოსფორი, რკინა. ყურძნის ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, შაქრებს (79,5-87,5%), აზოტოვან ნივთიერებებს (2,1-2,9%), ნახშირწყლებსა და ორგანულ მჟავებს.
ყურძნის ჩირი ძლიერი ანტიოქსიდანტია. მისი სასარგებლო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ოდითგან ფასდებოდა ყურძნის ჩირის განსაკუთრებული უნარი განამტკიცოს და დამამშვიდებელი ეფექტი მოახდინოს ნერვულ სისტემაზე. ქიშმიში მეტად სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს დაქვეითებული არტერიული წნევა, ანემია, ჰემოგლობინის დაბალი შემცველობა სისხლში. ექიმები ჩამიჩს რეკომენდაციას უწევენ ცხელების, ზოგადი სისუსტის, გულისა და თირკმლის პათოლოგიების დროს. ქიშმიშს წარმატებით იყენებენ აგრეთვე კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, ფილტვებისა და ბრონქების დაავადებათა დროს. ყურძნის ჩირი, გარდა იმისა, რომ კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის განმტკიცებას, დამარბილებელ მოქმედებას ახდენს ნაწლავებზე.
ქიშმიშის გამოყენება არარეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიების დროს. უკუჩვენებებს შორის აღსანიშნავია აგრეთვე პირის ღრუს წყლულოვანი პროცესები, ენტეროკოლიტები, ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმა და გამოხატული გაცხიმოვნება.
სასარგებლო რეცეპტები
ფურუნკულებისა და დაავადებული ფრჩხილების სამკურნალოდ
აიღეთ 30 გრამი უკურკო ქიშმიში და 30 გრამი გამდნარი ღორის ქონი. ქიშმიში ცხელი წყლით კარგად გაავლეთ, დაასხით ცივი წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, ამის შემდეგ წყალი გადაასხით და ქიშმიში გასრისეთ (ჩაჭყლიტეთ) ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შეურიეთ გამდნარი ღორის ქონი. მიღებული მასისაგან ერთგვარი კვერი გააკეთეთ და პლასტირის სახით დაიკარით ფურუნკულზე, დაავადებულ ან არასწორად მზარდ ფრჩხილზე, რომლის მოცილებაც გსურთ.
კანის ნახეთქებისა და ჩირქოვანი პროცესების სამკურნალოდ
აიღეთ ერთი კვერცხის გული, 30 გრამი ქიშმიში და ცოტაოდენი (დანის წვერზე) ზაფრანა. ყურძნის ჩირი კარგად გარეცხეთ ცხელ წყალში, დაასხით ცივი წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ, შეურიეთ კვერცხის გული და ზაფრანა. მიღებული მასა დაიდეთ დაზიანებულ კანზე და შეიხვიეთ.