სტაფილო ამცირებს კიბოს განვითარების რისკს
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საქმე კაროტინებშია - ეს არის ანტიოქსიდანტების ჯგუფი, რომლებსაც ასევე შეიცავს გოგრა და ტკბილი კარტოფილი. ანტიოქსიდანტებით მდიდარია მუქი მწვანე ფერის ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი და მწვანე ფერის ბარდისებრნი, მათ შორის მწვანე ბარდა. ეს ნივთიერებები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მოქმედებენ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მათ შეძლეს სისხლში ანტიოქსიდანტების მაღალ შემცველობასა და გულის დაავადებებისა და კიბოსგან სიკვდილიანობის რისკის შემცირებას შორის კავშირის გამოვლენა. ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა გულის დაავადებები და კიბო, პროვოცირებულია დნმ-ის, ცილისა და ცხიმების ჟანგბადოვანი დაზიანებით. აღმოჩნდა, რომ კაროტინოიდები, მათ შორის ბეტა-კაროტინი, ალფა-კაროტინი და ლიკოპინი, ხელს უშლიან ამ დაზიანებას.
ატლანტის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის დოქტორმა ჩაოიან ლიმ და მისმა კოლეგებმა 15318 ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები შეისწავლეს. ისინი ექვსი წლის განმავლობაში (1988-1994 წწ.) გადიოდნენ გამოკვლევებს და აბარებდნენ სისხლის ანალიზს. ამ დროისათვის კვლევის მონაწილეთა დაახლოებით მეოთხედი - 3610 ადამიანი იყო დაღუპული. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სისხლში ალფა-კაროტინის მაღალი დონით გამოირჩეოდნენ, სიკვდილიანობის უფრო დაბალი რისკი აღინიშნა.
-
სტაფილოს შემადგენლობა
ბეტა-კაროტინი, C, A, B3, E, B1, B2, B5, B6, B7 ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, კალიუმი, ქლორი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი.
ბეტა-კაროტინის შემცველობა ყველაზე მეტი ნარინჯისფერ სტაფილოშია, ხოლო ყვითელი ნარინჯისფერზე მეტ ლუთეინს შეიცავს. ნარინჯისფერის შემდეგ კაროტინოიდებით ყველაზე მდიდარია მეწამული. მასში ბევრია ბეტა-კაროტინი, ხოლო ალფა კაროტინისა და ლუთეინის შემცველობა ყველა დანარჩენზე მეტია. წითელი სტაფილო ლიკოპენის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რომელსაც კაროტინოიდებს შორის ყველაზე დიდი ანტიოქსიდანტური პოტენციალი აქვს.
კაროტინოიდების შემცველობა მცირეა თეთრ სტაფილოში, თუმცა, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ თეთრი ხილი და ბოსტნეული იცავს ტვინს ინსულტისგან, რაც მათ შემადგენლობაში შემავალი სპეციფიკური ფიტოქიმიკატების დამსახურებაა.
მეწამული სტაფილო შეიცავს სპეციალურ პიგმენტებს – ანტოციანინებს, რომლებიც ფლავონოიდების ჯგუფს მიეკუთვნება. ეს ნივთიერებები ამცირებს ანთებით პროცესებს.
-
სტაფილო მნიშვნელოვანია თვალების ჯანმრთელობისთვის
ის აუცილებელია ფოტორეცეპტორების, თვალში არსებული სინათლის აღმქმელი უჯრედების, გამართული მუშაობისთვის.
A ვიტამინი მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის, როდოფსინის სინთეზშიც. როდოფსინი ჩხირების – ფოტორეცეპტორების ერთ-ერთი ტიპის – ძირითადი ცილოვანი კომპონენტია. A ვიტამინის დეფიციტის დროს იკლებს მისი სინთეზი, ჩხირების ფუნქცია ირღვევა და შესაძლოა, განვითარდეს ეგრეთ წოდებული ქათმის (ღამის) სიბრმავე, რომლის დროსაც დღისით ჩვეულებრივ მხედველი ადამიანი შებინდების შემდეგ ვეღარაფერს ხედავს.
თვალების ჯანმრთელობაში დიდ როლს ასრულებს ლუთეინი და ზეაქსანთინი.
კითხის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე https://mkurnali.ge/skhvadaskhva/rchevebi/24471-ristvis-aris-stapilo-sasargeblo.html