სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ნოტინგემის უნივერსიტეტში მეცნიერებმა ექსპერიმენტულად დაადგინეს, რომ დატილიანებული თაგვების იმუნური სისტემა ალერგიაზე სუფთა თაგვების იმუნურ სისტემაზე მშვიდად რეაგირებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს აღმოჩენა მათ დიდ სამსახურს გაუწევს ბრონქული ასთმისა და ადამიანის სხვა ალერგიული დაავადებების მიზეზების კვლევაში.

კვლევის შედეგები ამყარებს ე.წ. "ჰიგიენურ" ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც ალერგიული დაავადებების გახშირება იმით არის განპირობებული, რომ ცივილიზებული კაცობრიობა თითქმის სტერილურ სისუფთავეში ცხოვრობს.

თუ ადამიანს ბავშვობიდანვე იცავენ გარე სამყაროში არსებულ ნივთიერებებთან კონტაქტისგან, მისი იმუნიტეტი ვერასოდეს გამოიწვრთნება და შემდგომ უწყინარ გამღიზიანებლებზეც კი (მაგალითად, ყვავილის ან სახლის მტვერზე) მწვავე რეაგირებას მოახდენს. მართალია, იმუნიტეტის გამოწრთობა ბაქტერიებისა და ვირუსებისგან მომზადებულ სპეციალურ "ნაყენსაც" შეუძლია, მაგრამ, როგორც სპეციალისტებმა აღნიშნეს, მათი როლის შესრულება სულ იოლად ძალუძთ პარაზიტებს, რომლებსაც გარე სამყაროსთან ბუნებრივი, ყოველდღიური კონტაქტის დროს ვხვდებით.

ჯოზეფ ჯეკსონმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს იმუნური სისტემა ტყის თაგვებისა, რომლებიც ბუნებრივ გარემოში ბინადრობდნენ და შეადარეს იგი იმ თაგვების იმუნურ სისტემას, რომელთა თაობებს ლაბორატორიაში, ზესუფთა გარემოში ზრდიდნენ. გამოკვლევამ ცხადყო, რომ სუფთა თაგვების იმუნური სისტემა იმ თაგვებისაზე გაცილებით მგრძნობიარე იყო, რომელთაც უხვად ჰყავდათ პარაზიტები.

"ჰიგიენური" ჰიპოთეზის ერთ-ერთი პოსტულატის თანახმად, ადამიანის იმუნური სისტემა ვითარდებოდა იმ პერიოდში, როცა ადამიანზე გამუდმებით პარაზიტობდნენ ჰელმინთები, უმარტივესები, მწერები და ტკიპები. "დღეს მსოფლიოს მოსახლეობა ჩვენი წინაპრებისგან აბსოლუტურად განსხვავებული ინფექციების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, - წერენ გამოკვლევის ავტორები, - და შესაძლოა იმუნოლოგიური დარღვევების გახშირების მიზეზი ისიც იყოს, რომ ჩვენი იმუნური სისტემა მოწყობილია იმისგან სრულიად განსხვავებული ამოცანების გადასაჭრელად, ვიდრე თანამედროვე ცხოვრება გვთავაზობს".

უნიკალურმა ტაბლეტმა ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებს გვირგვინი წაართვა

ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური აბი, რომელიც ქალებს სახის ძვირად ღირებული საცხების ყიდვის აუცილებლობისგან იხსნის. ამ ტაბლეტების წყალობით თვალის კუთხეებში ნაოჭები ერთი მესამედით შემცირდება. აბი, რომელიც ქალმა დღეში სამჯერ უნდა მიიღოს, კანის ყველაზე ღრმა შრეებზე მოქმედი პირველი საშუალებაა. იგი უკვე 480 ქალზე გამოიცადა. გამოკვლევის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში იღებდნენ ამ აბებს და შედეგად თვალების ირგვლივ ნაოჭები 30%-ით შეუმცირდათ. აბის შემადგენლობაში შედის საკვები ექსტრაქტები, C და E ვიტამინები, იზოფლავონები, ლიკოპენი და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა. მეცნიერთა თქმით, ეს ნივთიერებები გავლენას ახდენენ დაბერების პროცესის განმაპირობებელ გენეტიკურ მიზეზებზე.

ცნობილია, რომ ასაკთან ერთად ქალის ორგანიზმში მცირდება ესტროგენების დონე, რის შედეგადაც კანი გამოიმუშავებს ნაკლებ კოლაგენს, რომელიც მის სიგლუვესა და ელასტიკურობას განაპირობებს. დაბერების საწინააღმდეგო აბები, როგორც მათზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი ამტკიცებს, ააქტიურებს ესტროგენისა და კოლაგენის გამომუშავებაზე პასუხისმგებელ გენებს.