ყველაზე უსაფრთხო და ბუნებრივი სამკურნალო საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე უსაფრთხო და ბუნებრივი სამკურნალო საშუალება

უამრავ პრეპარატსა თუ სხვა სამკურნალო საშუალებებს გვთავაზობს. თუმცა, რაც დრო გადის, მკურნალობის პროცესი წარმოუდგენლად ძვირი და ზოგჯერ სახიფათოც კი ხდება.საკმარისია წამლის მიღებამდე უბრალოდ თვალი გადავავლოთ მის ანოტაციას და აღმოჩნდება, რომ სამკურნალო თვისებების გარდა, მას შესაძლოა არასასურველი გევრდითი მოქმედებაც ახასიათებდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ბუნებაში თითქმის არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც ერთის მხრივ გვარგებს, მაგრამ მეორეს მხრივ არ გვავნებს.

სამწუხაროდ, მედიკამენტების თვითნებურად მიღებამ მოსახლეობაში სისტემატური ხასიათი მიიღო, რასაც ხშირად "წამლებით დაავადებას" ანუ მათზე დამოკიდებულებას უწოდებენ. მედიკამანტების ხშირი, არამართებული მიღების შედეგია ის, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, ორგანიზმის ქრონიკული გამოფიტვა აღენიშნება. ამიტომ, რაც დრო გადის, ჯანმრთელობაზე ზრუნვისას, სულ უფრო მეტად ვაფასებთ ნატურალურ, ბუნებრივ პროდუქტებს და ვცდილობთ ნაკლებად მოვიხმაროთ ქიმიური პრეპარატები.

სხვათა შორის, უწინ ნატურალური თაფლი, როგოც სამკურნალო საშუალება აფთიაქებში იყიდებოდა. დღეს კი შესაძლებელი გახდა, რომ ადამიანმა არა მხოლო თაფლი, არამედ ფუტკრის ყველა სასარგებლო პროდუქტი მოიპოვოს და მათი გამოყენებით სასარგებლო, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროდუქცია დაამზადოს.

ცნობილია, რომ ფუტკრის პროდუქტები (თაფლი, დინდგელი, ფუტკრის ფეხგუნდა. ჭეო, სადედე ფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი, ცვილი, აპიზანი, ცვილის ჩრჩილი) კონცენტრირებული და თავად ბუნების მიერ დაბალანსებული კვების პროდუქტებია, რომელიც იდეალური კვების წყაროა ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედისთვის. კვებავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს ქოლესტერინის რეგულაციას სისხლში, ამცირებს მავნე ნივთიერებების შეთვისებას, ხელს უწყობს ჭრილობებისა და დამწვრობების შეხორცებას, ამცირების დიაბეტის განვითარების რისკს და წონის კორექციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა - ეს იმ თვისებების არასრული ჩამონათვალია, რაც ფუტკრის სხვადასხვა პროდუქტს ახასიათებს.

აქ კი მკითხველს შესაძლოა რამდენიმე კითხვა გაუჩნდეს. პირველი ალბათ თაფლის ალერგიულ თვისებებთან დაკავშირებით და მეორეც, თუ როგორ და რა ფორმით უნდა მივიღოთ ფუტკრის ჩამოთვლილი პროდუქტები, რომ სასარგებლო ეფექტი მივიღოთ?

23 წელია, რაც კომპანია "ტენტოირიუმი" ფუტკრის ყველა პროდუქტს მოიპოვებს, გადაამუშავებს და ნატურალური კომპონენტების საფუძველზე საკვებ, სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროდუქციას ამზადებს. "ტენტორიუმის" პროდუქცია სრული ტექნოლოგიური პროცესის დაცვით და ცივი, კრიოგენული მეთოდით მზადდება, ამიტომ შენარჩუნებული აქვს უკლებლივ ყველა სასარგებლო თვისება, რასაც ვერ ვიტყვით კუსტარულად მოპოვებულ და დამზადებულ ფუტკრის პროდუქტებზე.

ნონა ხარბედია, (ექიმი აპიდიეტოლოგი, "ტენტორიუმის" აპიკონსულტანტი): "მხოლოდ ერთ მცირე მაგალითს მოგიყვანთ იმისა თუ რით განსხვავდება თანამდროვე საწარმოში დამზადებული პროდუქცია, კუსტარულად წარმოებულისგან.

სადედე ფუტკრის რძეს უნიკალური სასარგებლო თვისებები აქვს, მაგრამ სკიდან ამოიღებიდან ორი საათის განმავლობაში თუ ეს პროდუქტი არაჰერმეტულ მდგომარეობაში იმყოფება, ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს. ფუტკრის პროდუქციის კუსტარულად დამზადებისას ჩნდება კითხვები: როდის, რა ვადებში დაამზადეს პროდუქცია, რამდენად იყო დაცული სტერილურობა და ა.შ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში არ არსებობს "ტენტორიუმის" მსგავსი სხვა ასეთი მასშტაბის წარმოება, სადაც მოიპოვებენ და გადაამუშავებენ 100%-ით ნატურალურ თაფლსა და ფუტკრის სხვა პროდუქტებს. რაც შეეხება თაფლის მიღებით გამოწვეულ ალერგიას, ეს არასწორი ფორმულირებაა. მედიცინაში ცნობილია მხოლოდ თაფლის აუტანლობა, რაც არის გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება, რომელიც ძალიან იშვიათია და აღენიშნება მოსახლეობის მხოლოდ 0,02%-ს. ეს დაავადება ვლინდება თაფლის მიღებისას შეშუპებით, თავის ტკივილით, იშვიათად ანაფილაქსიით, პიღებინებითა და ფაღარათით.

გამონაყარი და სხვა სიმპტომები ე.წ. ფსევდოალერგიაა და მხოლოდ უხარისხო თაფლის მიღებით შეიძლება იყოს გამოწვეული. ფუტკარი თაფლს მოიპოვებს მხოლოდ თვითდამტვერავი მცენარეებისგან, რომლებიც არ არის ალერგიული. თუ ფუტკარს შაქარი არ აქვს ნაჭამი და გენეტირკური მუტაცია არ განუცდია, არასდროს დაჯდება სხვა მცენარეზე. ამიტომ, ნატურალური თაფლი ალერგიის გამომწვევი მიზეზი არ შეიძლება იყოს.

ფუტკრის პროდუქციაზე დამზადებული პრეპარატები გამოიყენება პროფილაქტიკისთვის, გამაჯანსაღებლად, მაგრამ შესაძლოა დაინიშნოს დაავადების სამკურნალოდაც. ბევრი ექიმი იცნობს ჩვენი კომპანიის პროდუქციას და ხშირად სინთეზური ვიტამინების ნაცვლად პაციენტებს "ტენტორიუმის" ნატურალურ პროდუქციას უნიშნავენ. თქვენს ყურადღებას "ტენტორიუმის" რამდენიმე პროდუქტზე შევაჩერებ, რადგან ყველას ჩამოთვლა ერთ პუბლიკაციაში წარმოუდგენელია. თუმცა, ჩვენთან მოსული ნებისმიერი მომხმარებელი საჩუქრად მიირებს ჩვენი პროდუქციის კატალოგს, სადაც დაწვრვრილებით გაეცნობა ყველა ჩვენს პროდუქტსა და მათ სასარგებლო თვისებებს.

"აპიტონუსი" - თაფლსა და სადედე ფუტკრის რძეზე დამზადებული პროდუქტი, შესანიშნავი ბუნებრივი სტიმულატორია. ის სასარგებლოა, როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სუსტი ჯანმრთელობა და იმუნიტეტი აქვს. სადედე ფუტკრის რძის მიღების შედეგად იზრდება ორგანიზმის იმუნიტეტი. თაფლთან ერთად სადედე ფუტკრის რძე არეგულირებს წნევას, ააქტიურებს ორგანიზმის დამცავ ძალებს ფიზიკური და გონებრივი დაღლილობების დროს, ექსტრემალურ სიტუაციებში.

მაგალითად მრავალნაირი დრაჟეებიდან ერთ-ერთია "ტენტორიუმ პლუსი", რომლის შემადგენლობაშიც შედის პროპოლისი, ფუტკრის ფეხგუნდა (ყვავილის მტვერი) და ფუტკრის ცვილი. ამ უნიკალური შემადგენლობის წყალობით ამ დრაჟეების მიღებით ორგანიზმში უნჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, ღვიძლის მუშაობა, უნჯობესდება სისხლის შემადგენლობა, აქტიურდება იმუნიტეტი. შესაბამისად იზრდება ორგანიზმის მდგრადობა სეზონური ინფექციების მიმართ.

ასევე გვაქვს დრაჟეები "ფორმულა რა", რომელშიც შედის ცვილის ჭუპრების ექსტრაქტი, ფუტკრის ფეხგუნდა, ნატურალურ თაფლი, პროპოლისი და ფუტკრის ცვილი. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს წნევისა და გულის მუშაობის ნორმალიზებას, დიდხანს უნარჩუნებს სისხლძარღვებს ახალგაზრდობას. "ფორმულა რას" მიღება რეკომენდებულია ორსულობისას, ქალის ან მამაკაცის უშვილობისას, ძალიან ეფექტურია ტუბერკულოზისა და ფილტვების ანთების კომპლექსური მკურნალობის პროცესში.

ბიობალზამი "აპი-ხიტი" ორი მძლავრი ბუნებრივი კომპონენტის - ციმბირის სოჭისა და ქიტოზანის უნიკალური შეხამებაა. ქიტოზანს აქვს უნარი, ორგანიზმიდან არჩევითად გამოდევნოს მხოლოდ მავნე ნივთიერებები - ტოქსინები, მძიმე მეტალების ნაერთები, მედიკამენტების ნარჩენები და რადიონუკლიდები. ციმბირული სოჭის ექსტრაქტი კი შეიცავს ვიტამინების უძვირფასესს კომპლექსს.

"ტენტორიუმი" ასევე აწარმოებს პროდუქციას სპეციალურად ქალბატონებისთვის. მაგალითად კრემი "აპი-ბიუსტი", რომელიც ერთგვარი გამაახალგაზრდავებელი სუბსტანციაა. ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ მეფუტკრეების ცოლები მკერდის ლამაზი ფორმის შესანარჩუნებლად და მკერდში გამკრვივებების პროფილაქტიკისთვის იყენებდნენ თაფლის, დინდგელის, ყვავილის მტვრისა და ფიჭვის ფისისგან დამზადებულ საცხს. სწორედ ამ ნარევის დამსახურებით ისინი ებრძოდნენ კანის დაბერებას, სტრიებს. კრემი "აპი-ბიუსტი", რომელსაც "ტენტორიუმი" გთავაზობთ იმ საცხის ფორმულას იმეორებს."

კომპანია ტენტორიუმი 150 სახეობის აპიფიტოპროდუქციას აწარმოებს. მათი სასარგებლო თვისებები დადასტურებულია მრავალი სამეცნიერო კვლევის შედეგად. მისამართი: თბილისი; მელიქიშვილის #6; ტელ. 237-17-19

www.tentorium.ge