მედიცინის სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მეცნიერებმა გამოიყვანეს შავი ჟოლოს უნიკალური ჯიში, რომელსაც Mac Black უწოდეს. მათი თქმით, ეს კენკრა, გარდა იმისა, რომ უფრო მკვეთრი და სასიამოვნო გემო აქვს, მდიდარია საკვები ნივთიერებებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უშლის კიბოს განვითარებას. ჟოლოს ახალი ჯიში უხვად შეიცავს ელაგის მჟავას - მძლავრ ანტიოქსიდანტს, რომელსაც ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედებაც ახასიათებს - და ანტოციანს - ბუნებრივ საღებავს, რომელიც მცენარეს ჭარბი რადიაციისა და პათოგენებისგან იცავს.

ოჰაიოს უნივერსიტეტში მკვლევართა ჯგუფმა შეამჩნია, რომ თაგვებს, რომელთაც შავი ჟოლოთი კვებავდნენ, მსხვილი ნაწლავისა და ხახის კიბო გაცილებით იშვიათად ემართებოდათ. გარდა ამისა, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჟოლოსა და მაყვალს უნარი შესწევს, შეამციროს ძუძუს, სწორი ნაწლავის, ხახისა და კისრის კიბოს ზრდის სიჩქარე.

მამობის მსურველებმა მზეზე მეტი დრო უნდა გაატარონ

მეცნიერები აცხადებენ, რომ მამაკაცებმა, რომლებსაც შვილის ყოლა სურთ, მზეზე ბევრი დრო უნდა გაატარონ. კოპენჰაგენის უნივერსიტეტში მკვლევართა ჯგუფმა ერთმანეთს შეადარა 340 მოხალისის სპერმის ხარისხი და მათ სისხლში D ვიტამინის შემცველობა. ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მზის სხივების ზემოქმედებით სხეულში გამომუშავებული D ვიტამინი აუმჯობესებს სპერმის ხარისხს, ზრდის სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედამდე მიღწევის სიჩქარეს და მასში შეღწევის უნარს.

იმ მოხალისეთა დაახლოებით ნახევარს, რომლებიც მზეზე ცოტა დროს ატარებენ, D ვიტამინის კონცენტრაცია (50 ნმოლი/ლ) და ჯანსაღი სპერმატოზოიდების რაოდენობა არასაკმარისი აღმოაჩნდა. გარდა ამისა, ვიტამინების დეფიციტის ფონზე შეინიშნებოდა კალციუმის შთანთქმისა და იმ ქიმიური პროცესების შეფერხება, რომლებიც აუცილებელია კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის.

ამ მონაცემების საფუძველზე მკვლევრები დაბეჯითებით ლაპარაკობენ D ვიტამინის მნიშვნელობაზე მამაკაცის შვილოსნობის უნარის ამაღლების კუთხით. მათივე თქმით, ამ ურთიერთკავშირით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ჩასახვა ხშირად შვებულების დროს ხდება.

ენის დაგვიანებით ამოდგმა გონებრივი ჩამორჩენილობის ნიშანი არ არის

ავსტრალიელი მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ბავშვები, რომლებიც გვიან იდგამენ ენას, სავსებით ნორმალურები არიან. ლაპარაკის დაგვიანებით დაწყება მათ ფსიქიკურ განვითარებას არ აფერხებს. მკვლევართა აზრით, ზოგჯერ ჯობს, დავმშვიდდეთ და დავიცადოთ. მართალია, ასეთი ბავშვების 7-18% პირველ ხანებში განვითარებით ოდნავ ჩამორჩება ასაკს, მაგრამ სკოლაში შესვლის დროისთვის თითქმის ყველა მათგანი ეწევა თანატოლებს.

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ფსიქოლოგმა ენდრიუ უაიტჰაუსმა, გადაწყვიტა გაერკვია, ხომ არ მოასწავებს მეტყველების დაგვიანება ფსიქიკური განვითარების დარღვევებს. კოლეგებთან ერთად მან 2 წლამდე ასაკის 1400-ზე მეტი ბავშვის მონაცემები შეისწავლა. ამ ბავშვების ნახევარმა გვიან ამოიდგა ენა. კითხვარების თანახმად, ასეთი ბავშვების (ანუ საკვლევ) ჯგუფში ფსიქოლოგიური პრობლემა პირველ ხანებში საკონტროლო ჯგუფზე (ანუ დროულად ამეტყველებულ ბავშვებზე) მეტი იყო (უმთავრესად - სიმორცხვე, ემოციური ფონის დაქვეითება, ნაკლები აქტივობა), თუმცა ხუთი წლისთვის განსხვავება გაქრა (მეცნიერები ბავშვებს 17 წლამდე აკვირდებოდნენ).

მკვლევრები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ მიუხედევად ქცევის პრობლემებისა, ასეთი ბავშვების გონებრივი განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს.