დამტკიცდა ხილისა და ბოსტნეულის სარგებელი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის
კვლევა, რომელშიც 3000-ზე მეტი ტყუპი მონაწილეობდა ავსტრალიიდან, დანიიდან, შვედეთიდან და შეერთებული შტატებიდან, გამოქვეყნებულია ჟურნალში შციენტიფიც ღეპორტს.
ავტორებმა დაადგინეს, რომ ხილისა და ბოსტნეულის აქტიური მოხმარება უკავშირდება დროთა განმავლობაში დეპრესიის სიმპტომების შემცირებას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მცენარეულ საკვებში შემავალი ვიტამინების, მინერალებისა და დიეტური ბოჭკოების ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. დიეტა სასარგებლოა ნაწლავის მიკრობიომის ჯანმრთელობისთვის, რომელსაც აქვს დამცავი ეფექტი თავის ტვინზე და ამცირებს ჟანგვით დაზიანებას.
კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნებოდა 45 წელზე უფროსი ასაკის ტყუპების ოთხი დიდი გრძელვადიანი კვლევის მონაცემებს. მონაწილეებმა მიაწოდეს ინფორმაცია მათი დიეტის შესახებ, ასევე მონაცემები დეპრესიის სიმპტომების შესახებ, რომლებიც შეგროვდა 11 წლის განმავლობაში.
შედეგებმა აჩვენა, რომ ხილის მცირე დოზით მიღება იყო დღეში 0,3 ულუფაზე ნაკლები, ბოსტნეულისა კი - 0,5 ულუფაზე ნაკლები, აქტიური მიღება იყო 2,1 ულუფა ხილი და 2,0 ულუფა ბოსტნეული. დეპრესიის სიმპტომების შემცირების პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, მოხმარების აქტიურმა დონემაც კი ვერ მიაღწია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ 5 ულუფას დღეში.
ხილისა და ბოსტნეულის განსაკუთრებით დაბალი მოხმარება დაფიქსირდა სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც საშუალო დონე არ აღემატებოდა საერთაშორისო რეკომენდაციების ნახევარს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მოხმარების ოპტიმალურ დონემდე გაზრდამ შესაძლოა გააძლიეროს გამოვლენილი ეფექტი, მაგრამ საჭიროა ამ ჰიპოთეზის შემდგომი შესწავლა.