/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები

-კბილებინროგორც უკვე ბევრჯწრ მოგწერეთ დაცლილი მაქვს ნარკოზოთ სასწრაფო შემთხვევის მერე იხებ მოხდა კბილების ერსტდროული დაცლა და არმაქბს.რაც დარჩა ზედაზე თითოოროლა მერე რამდენიმე თვის მერე ამომიღეს ჩვეუკებრივ 2ცალინერზტად ოღონდ და აი ამის მერე ყიველდღე გამომდოს ყიველნთვე სტომატოები იმეტესად ტიჩის ლორწოვანზე.ახლა მქონდა პორველად ენაზე გვწრდძე და ყელისკენ ღრმად თვალისთვის რთული შესაკჩნევი იყო იმდენად უკან მქონდა ენაზე გვერძე.ჰოდა მაჰრად მაწვალა ტიჩზე როცა მიშისშდება ხოლნე ცორწოვანი ნეწრყვი გადმომდოს და ვხდებინრომ მალე მომორჩეს უნდა და აქ ენაზე რომ მეორენდღესვე დამეწყო ლორწოიანი ქაფის წამოსვლა დღესი რამდენჯერმე ხშირად ატუდებოდა ხოლმე ეს ქაფი ლორწოსავით იწელებოდა ეს ქაფი და მოდიოდა ომ მხარედან სადაც სტომატოტი იყო.ან საოდან ამდენი ქადი არვიცი ძლივს ვიშორებდი ერთო ათჯერ შევუავდო აბაზანაში რომ გადმომენერწუვა.ეს პერიოდი მეტად მტკივნეული იყო.2დზღე მონდიოდა ასე ქაფი ლორწოსავით წელვადი და ამდროს შიშდებოდა ვაიბამ მოშიშებას გამამწარა.თან გვირილას.ვივლებდი. შეჰიძლიად მიყხრად ამოხსნათ ეს რა ქაფი იყო?ან რატონიწელებოდა ასე ფერინნერწყვიაფერი იყო

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მინერალები ჩვენს ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მინერალები ჩვენს ორგანიზმში

რას წარმოადგენს მინერალები

მინერალები არაორგანული ნივთიერებებია, რომლებიც დედამიწის წიაღში წარმოიქმნება. ესენია ნიადაგში არსებული ქვისა და წიაღისეულის უწვრილესი ნაწილაკები. საკვებ პროდუქტებში მათი შემცველობა გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით ვარირებს და დამოკიდებულია იმ ნიადაგზე, რომელზეც ესა თუ ის პროდუქტი მოჰყავთ. მინერალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ესენია საკვები ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა ნებისმიერი ორგანოს ნორმალური მუშაობისთვის.

გარდა ამისა:

  • მინერალები ორგანიზმს საკვების გადამუშავებაში ეხმარება. სწორედ მათი დამსახურებით ვიღებთ ორგანოთა აქტიური ფუნქციობისთვის საჭირო ძალასა და ენერგიას, აღდგება და რეგენერირდება ქსოვილები;
  • პრაქტიკულად ყველა მინერალი სხეულში საკვებისა და წყლის მეშვეობით ხვდება, ორგანიზმს თავისთავად არც ერთი მათგანის გამომუშავების უნარი არ შესწევს;
  • ხილის, ბოსტნეულის, ხორცის, მარცვლეულისა და რძის ნაწარმის საშუალებით შეიძლება ყოველდღიურად მივიღოთ მინერალებისა და მიკროელემენტების საჭირო რაოდენობა. ამას სრულფასოვანი კვება ეწოდება.

მინერალთა ჯგუფები

ცნობილია მინერალების ორი ტიპი: მაკროელემენტები და მიკროელემენტები. ადამიანს მაკროელემენტები დიდი რაოდენობით სჭირდება, მიკროელემენტები - შედარებით მცირე რაოდენობით. მაკროელემენტებია:

  • კალციუმი;
  • ფოსფორი;
  • მაგნიუმი;
  • ნატრიუმი;
  • კალიუმი;
  • ქლორი;
  • გოგირდი.

მიკროელემენტების ჯგუფში შედის:

  • რკინა;
  • მანგანუმი;
  • სპილენძი;
  • იოდი;
  • თუთია;
  • კობალტი,;
  • ფთორი;
  • სელენი.

მინერალთა ფუნქციები

მინერალები ორგანიზმში 4 ძირითად ფუნქციას ასრულებს.

  • პირველი და ყველაზე მთავარი ფუნქცია ძვლებისა და კბილების ფორმირებაა;
  • მინერალები აკონტროლებენ გულისა და კუნთოვან შეკუმშვათა რიტმს;
  • უზრუნველყოფენ ნერვული იმპულსის გატარებას;
  • ვიტამინებთან ერთად არეგულირებენ უჯრედულ სუნთქვას;
  • მონაწილეობენ უჯრედული ცვლის რეგულაციაში. მათ აუცილებლად უნდა შეიცავდეს ის ფერმენტები და ჰორმონები, რომლებიც უჯრედულ აქტივობას განსაზღვრავს.

ძვლებისა და კბილების ფორმირება

ჩვენი ძვლები როგორც ორგანული, ისე არაორგანული ნივთიერებებისგან შედგება. მზარდი ორგანიზმის ძვლებში ორგანული და არაორგანული ნივთიერებების თანაფარდობა ორგანულთა სასარგებლოდ იხრება, ანუ მათში მეტია ელასტიკურობისა და დრეკადობის განმსაზღვრელი ცილა კოლაგენი, რომლის ხარჯზეც იზრდება ძვლები. მოზრდილი ორგანიზმის ძვლებში იმატებს არაორგანული ნივთიერებების შემცველობა - შემადგენლობის 60-70%-ს აღწევს.

კუნთოვანი შეკუმშვების რეგულაცია

ადამიანის კუნთები კალციუმის წყალობით იკუმშება, მათი მოდუნებისთვის კი აუცილებელია, კუნთოვან ქსოვილში სათანადო რაოდენობით იყოს კალიუმი, ნატრიუმი და მაგნიუმი.

ნერვული იმპულსის გატარება

ნერვული იმპულსი ელექტრული იმპულსია, რომლის გასავრცელებლადაც აუცილებელია პოტენციალთა სხვაობა. უფრო გასაგებად თუ ვიტყვით, იმისთვის, რომ ნერვულმა იმპულსმა ნორმალურად, მიზანმიმართულად და სათანადო აქტივობით გაიაროს ორგანიზმში, აუცილებელია, უჯრედშიდა და უჯრედგარე გარემოში იყოს კალიუმი და ნატრიუმი, რომელთა იონებიც უჯრედის მემბრანის შიგნით და გარეთ შექმნიან პოტენციალთა სხვაობას, რომლის შედეგადაც ნერვული იმპულსი მიზანმიმართულად და საჭიროებისამებრ გაივლის ნერვული სისტემიდან შესაბამის მორეაგირე ორგანომდე.

უჯრედული სუნთქვა

უჯრედულ სუნთქვაში მინერალები ვიტამინებთან ერთად მონაწილეობენ. ისინი ან აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას, ან, პირიქით, ასუსტებენ. მაგალითად, E ვიტამინი და სელენი ჩვენს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აძლიერებენ ერთმანეთის ანტიოქსიდანტურ თვისებებს. ვიტამინი B6 ხელს უწყობს მაგნიუმის მსუბუქ ათვისებას, D ვიტამინი ძვლოვან ქსოვილს კალციუმის ათვისებაში ეხმარება. ხდება პირიქითაც: თუ ადამიანმა რკინა კალციუმთან ერთად მიიღო, რკინის ათვისება 45%-ით შემცირდება. ყოველივე ეს მშვენივრად იციან სპეციალისტებმა, ამიტომ მიკროელემენტების მიღებისას აუცილებელია მათთან კონსულტაციის გავლა. ვიტამინები და მიკროელემენტები უმეტესად კარგად ეწყობიან ერთმანეთს. ამის კვალობაზე, ვიტამინების მიღება მათ “მოკავშირე” მინერალთან ერთად ჯობს. ამიტომ არის, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ისინი ერთად, ვიტამინ-მინერალური კომპლექსების სახით იყიდება.