ენდოსფერო თერაპია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ენდოსფერო თერაპია

ბოლო წლების მსოფლიო ტექნოლოგიებს შორის ის ერთ-ერთი საუკეთესო ტექნოლოგიაა ცელულიტის წინააღმდეგ და სხეულის კონტურების მოდელირებისთვის.

ენდოსფერო თერაპია იტალიური გამოგონებაა. მისი ავტორები არიან ინჟინერი ჯანლუკა კავალეტი და ფლებოლოგი, პროფესორი პიერ ანტონიო ბაჩი. თავდაპირველად მათი ამოცანა იყო, შეექმნათ აპარატი კუნთებიდან რძის მჟავას გამოსაძევებლად (მოსაცილებლად) ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ.

პროფესიონალი სპორტსმენები და ინტენსიური სპორტის მიმდევარი ადამიანები ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის განიცდიან მტკივნეულ შეგრძნებებს სხეულში. ამის მიზეზი კუნთებში დაგროვილი რძემჟავაა. თავისთავად, ორგანიზმიდან რძემჟავას გამოდევნას დიდი დრო სჭირდება, ხელით მასაჟი ამაში ეხმარება, მაგრამ სწრაფ ეფექტს მაინც არ იძლევა.

იტალიელმა გამომგონებლებმა შეიმუშავეს კომპრესიული მიკროვიბრაციის მეთოდი, შექმნეს მოწყობილობა, რომლითაც ასეთი მიკროვიბრაცია წარმოიქმნება. ამ აპარატს ენდოსფერო ეწოდება. სადღეისოდ ენდოსფერო თერაპიამ ფართო გამოყენება ჰპოვა ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში.

მეთოდის არსსა და საინტერესო დეტალებზე გვესაუბრება ესთეტიკური მედიცინის ცენტრის „ORGANIC LAB“ დირექტორი, მარიამ კაპანაძე:

  • ქალბატონო მარიამ, რას ეფუძნება აპარატურული მეთოდი ენდოსფერო და რატომ არის ის ასე პოპულარული?

– ენდოსფერო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროცედურად თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში. ვაკუუმის ნაცვლად მეთოდი ვიბრაციასა და კომპრესიაზეა დაფუძნებული, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ დაზიანებები და სწრაფად მივიღოთ საოცარი შედეგები – წონის სწრაფად დაკლება და სხეულის ლამაზი ფორმები.

  • როგორ ტარდება აღნიშნული თერაპია და რა ეფექტი აქვს მას?

– პროცედურა გავლენას ახდენს როგორც კანის ზედაპირზე, ისე ღრმა ქსოვილებზე. ენდოსფერო თერაპიის პროცედურის ეფექტი შეიძლება შევადაროთ აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას ან ათმაგი ძალით ჩატარებულ მასაჟს. ენდოსფეროს მეშვეობით წონის კლებასთან ერთად შესაძლებელია სხეულის ფორმების კორექცია, პაციენტის ძალისხმევის გარეშე.

  • ვისთვის არის ეს პროცედურა განსაკუთრებულად რეკომენდებული?

– ენდოსფეროს თერაპიის პროცედურა შექმნილია პრობლემათა ფართო სპექტრის გადასაჭრელად:

  1. „ჯიუტი ცხიმის“ დაგროვებების აღმოფხვრა, სხეულის მოცულობის შემცირება;
  2. დასუსტებული და გაწელილი კანის დაჭიმვა;
  3. ყველა სახის ცელულიტის, მათ შორის, ფიბროზული ცელულიტის მკურნალობა;
  4. ლიმფის შეგუბების, ვენური შეშუპების მკურნალობა და პროფილაქტიკა, ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნა და ლიმფური დრენაჟი;
  5. ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კუნთების სპაზმებისა და ტკივილის (მიალგია) მოხსნა, კუნთების ტონუსის ნორმალიზება;
  6. ენდოსფერული თერაპიის დროს, მექანიკურ და ვიბრაციულ ზემოქმედებასთან სინქრონულად, ტარდება ძველი ეპიდერმული უჯრედების მოცილება და კანის პილინგი.

  • რა პერიოდულობით შეიძლება ენდოსფერო თერაპიის პროცედურების ჩატარება?

– ენდოსფერო თერაპიის ჩატარება სასურველია კვირაში ერთხელ ან ორჯერ (ინდივიდუალურია).

  • აქვს თუ არა ენდოსფერო თერაპიას ასაკობრივი შეზღუდვა და უკუჩვენებები?

– განსაკუთრებული და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თერაპიას უკუჩვენებები არ აქვს, არც ასაკობრივი შეზღუდვა.