Online Mkurnali

რუბრიკები

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მეცნიერებმა დაასახელეს დაავადება, რომელიც საგრძნობლად ზრდის დემენციის განვითარების რისკს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა დაასახელეს დაავადება, რომელიც საგრძნობლად ზრდის დემენციის განვითარების რისკს

  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის აშლილობის (ADHD) დიაგნოზის მქონე მოზრდილებში თითქმის სამჯერ უფრო მაღალია დემენციის განვითარების ალბათობა, ვიდრე იმ ადამიანებში, ვისაც ეს დიაგნოზი არ აღენიშნება. ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი. 17 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკვლევარები აკვირდებოდნენ 100000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობას დააღმოაჩინეს თანმიმდევრული კავშირი ADHD-სა და დემენციის შემდგომ განვითარებას შორის. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში JAMA Network Open.

კვლევა მოიცავდა 1933 წლიდან 1952 წლამდე დაბადებულთა მონაცემებს. დაკვირვების დასაწყისში მონაწილეთა საშუალო ასაკი დაახლოებით 58 წელი იყო. არც ერთ მათგანს 2003 წლამდე, ADHD-ის და დემენციის ნიშნები და დაიგნოზი არ ჰქონია. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ექიმები თვალყურს ადევნებდნენ, თუ ვის დაუსვეს ADHD-ის დიაგნოზი და შემდეგ ვის განუვითარდა დემენცია. შედეგებმა აჩვენა, რომ ADHD-ის დიაგნოზის მქონე 13.2%- განუვითარდა დემენცია, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს შორის ეს მაჩვენებელი 7%- შეადგენდა.

შესაძლო რისკ-ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც კი, როგორიცაა ასაკი, მავნე ჩვევები, თანმხლები დაავადებები და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ADHD-ის მქონე ადამიანებში დემენციის განვითარების შანსები რჩებოდა მნიშვნელოვნად მაღალი- თითქმის 2,8-ჯერ. ამავდროულად, კავშირი შენარჩუნდა ქვეჯგუფების უფრო დეტალური ანალიზითაც კი: სქესის, ასაკისა და მედიკამენტების გამოყენების მიხედვით.

საინტერესოა, რომ მასტიმულირებელი მედიკამენტების მიღება, რომლებიც ჩვეულებრივ ინიშნება ADHD-ისთვის, არ იყო დაკავშირებული დემენციის გაზრდილ რისკთან. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ წამლებს ან არ აქვთ გავლენა კოგნიტური დაქვეითების ალბათობაზე, ან, პირიქით, აქვთ დამცავი ეფექტი, თუმცა ავტორები ხაზს უსვამენ, რომ არ არის საკმარისი მონაცემები საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად.

მეცნიერებმა ასევე განიხილეს ჰიპოთეზა, რომ ADHD ზრდასრულ ასაკში შეიძლება იყოს არასწორად დიაგნოზირებული ადრეული სტადიის დემენცია. თუმცა, დიაგნოზსა და დემენციის განვითარებას შორის დროის ინტერვალების ანალიზმა აჩვენა, რომ ეს არ ხსნის გამოვლენილ ასოციაციას.

ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ ADHD შეიძლება იყოს ტვინის გრძელვადიანი მახასიათებლების სიმპტომი, რომელიც დროთა განმავლობაში ამცირებს მის უნარს გაუმკლავდეს ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და დაზიანებებს. ასევე შესაძლებელია, რომ ADHD-ის მქონე მოზრდილებს უფრო მეტად აღენიშნებოდეთ დეპრესია, ფიზიკური პასიურობა, მოწევა და სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ დემენციის განვითარებას, თუმცა ისინი კონტროლდებოდა კვლევაში.

  • მიუხედავად კვლევის შეზღუდულობისა, მათ შორის მსუბუქი ან არადიაგნოსტირებული შემთხვევების აღრიცხვის შეუძლებლობისა და სიმპტომების სიმძიმისა და მკურნალობის გავლენის შესახებ მონაცემების ნაკლებობისა, მეცნიერები ხაზს უსვამენ ADHD-ზე მეტი ყურადღების მიქცევის აუცილებლობას მოზრდილებში და ხანდაზმულებში. ამ აშლილობას შეიძლება ჰქონდეს შორს მიმავალი გავლენა ტვინის ჯანმრთელობაზე და დროულმა დიაგნოზმა და მკურნალობამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კოგნიტური დაქვეითების თავიდან აცილებაში.