რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    ექიმმა სწრაფად დაძინების უჩვეულო ხრიკი გაგვიზიარა - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ექიმმა სწრაფად დაძინების უჩვეულო ხრიკი გაგვიზიარა

    სასწრაფო დახმარების ექიმმა აშშ-დან, ჯო უიტტინგტონმა გააზიარა უჩვეულო ხრიკი, რომელიც ადამიანს შემაწუხებელ ფიქრებაგან განთავისულფებაში დასწრაფად დაიძინებაში დაეხმარება. მისი რჩევა გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

    • უძილობისას ექიმი გვირჩევს, ავწიოთ ხელი თავს ზემოთ და თითით წარმოსახვით გამოვსახოთ უსასრულობის ნიშანი. ეს მოძრაობა უნდა გავიმეოროთ მანამ, სანამ ძილი არ მოგვერევა. წარმოსახვით ხაზს მხოლოდ თვალებით უნდა მივადევნოთ თვალი, ხოლო თავი არ უნდა ვატრიალოთ.
    • „ეს მოძრაობა ააქტიურებს ვესტიბულარულ სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია წონასწორობასა და თვალის მოძრაობაზე. აღნიშნული ხრიკი გვეხმარებაფიქრების ქაოსის მოშორებაში და ნერვული სისტემისმოწესრიგებაში, რაც მშვიდი ფსიქიკური მდგომარეობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, — განმარტა სპეციალისტმა.
    • უიტტინგტონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს მეთოდი ვერ ჩაანაცვლებს პროფესიულ სამედიცინო დახმარებას. ქრონიკული უძილობის შემთხვევაში მან მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლა გვირჩია.

    როგორ მოქმედებს ძილის ნაკლებობა ჩვენს ფსიქიკაზე

    ბრიტანეთის ძილის კვლევის ცენტრის მონაცემებით, საშუალო ბრიტანელ დღე-ღამეში დაახლოებით 6.5 საათ სძინავს, რაც ადამიანთა უმრავლესობისთვის არასაკმარისია.

    მრავალი კვლევით დადასტურებულია, რომ ძილის ხანგრძლივობის შემცირება სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას.

    მხოლოდ რამდენიმე ღამის უძილობამ შესაძლოა სისხლში შაქრის დონეზე იმოქმედოს და გამოიწვიოს ჭარბი საკვების მიღება. ცვლილებები შეიძლება აღინიშნოს გენეტიკურ დონეზეც.

    რამდენიმე წლის წინ, BBC-ის გადაცემამ Trust Me, I’m a Doctor სურეის უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა ექსპერიმენტი: მონაწილეებს სთხოვეს, ერთი კვირის განმავლობაში ძილის ხანგრძლივობის მხოლოდ ერთ საათით შემცირებ.

    სურეის უნივერსიტეტის დოქტორ საიმონ არჩერის თქმით, ასეთი მცირე ცვლილებაც კი 500-მდე გენის ფუნქციონირებაზე აისახა — მათ შორის იმ გენებზე, რომლებიც ანთებით პროცესებსა და დიაბეტის განვითარებას უკავშირდება.

    ცხადია, ძილის ნაკლებობა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. მაგრამ როგორ აისახება ის ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე?

    BBC-ის იგივე გადაცემამ ამჯერად ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა.

    ამ ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივ, კარგი ძილი ჰქონდათ. მათ მიეწოდათ მოწყობილობები, რომლებიც ძილის ფაზებსა და ხარისხს აკონტროლებდა. პირველ სამი ღამით მათ საშუალება ჰქონდათ ეძინათ 8 საათი, ხოლო შემდეგი სამი ღამით — მხოლოდ 4 საათი.

    ყოველდღიურად მონაწილეები ავსებდნენ კითხვარებს, რომლებიც ფსიქოლოგიური მდგომარეობის, განწყობისა და ემოციური ფონის შეფასებას ემსახურებოდა. ასევე ისინი ვიდეო დღიურებსაც აწარმოებდნენ.

    რა გამოავლინა ექსპერიმენტმა?

    ექსპერიმენტს ხელმძღვანელობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტი სარა რივი, რომელმაც აღნიშნა, თუ როგორი სისწრაფით შეიცვალა მონაწილეთა განწყობა.

    „მნიშვნელოვნად გაიზარდა შფოთვის, აპათიისა და სტრესის დონე, გამოვლინდა ფსიქოზის ნიშნები და გაიზარდა უნდობლობა სხვა ადამიანების მიმართ“, — აღნიშნა მან.

    „შთამბეჭდავია, რომ ასეთი ცვლილებები გამოვლინდა მხოლოდ სამი ღამის უძილობის შემდეგ“, — დასძინა რივმა.

    ოთხი მონაწილედან სამმა აღიარა, რომ ოთხსაათიანი ძილის შემდეგ თავს ცუდად გრძნობდა, თუმცა ერთი მონაწილე — ჯოში — ირწმუნებოდა, რომ ძილის ნაკლებობამ მასზე გავლენა არ მოახდინა.

    „ეს კვირა ისე მძიმედ არ დამტყობია, როგორც ველოდი. თავს კარგად ვგრძნობ. არც სიხარული, არც სევდა, არაფერი განსაკუთრებული“, — თქვა ჯოშმა.

    თუმცა ტესტებმა, რომლებიც ჯოშმა გაიარა, საპირისპირო შედეგი აჩვენა — მისი პოზიტიური განწყობა მკვეთრად შეიცვალა უძილობის მეორე ღამის შემდეგ, ნეგატიურმა ემოციებმა იჩინა თავი.

    მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოს კარგად გრძნობდა თავს, ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების ნიშნები მაინც შეიმჩნეოდა.

    ექსპერიმენტის შედეგები სრულად ემთხვევა ოქსფორდის უნივერსიტეტის მასშტაბური კვლევის შედეგებს, რომელიც ძილის ნაკლებობის გავლენას სწავლობდა სტუდენტებში.

    კვლევაში 3700-ზე მეტი ბრიტანელი სტუდენტი მონაწილეობდა, რომლებსაც ძილის პრობლემები ჰქონდათ.

    მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს: ერთი ჯგუფმა გაიარა კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის (CBT) 6 სესია, რომელიც ძილის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. მეორე ჯგუფმა მიიღო სტანდარტული რეკომენდაციები.

    ათი კვირის შემდეგ, CBT-ს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ გაუუმჯობესდათ ძილი, შეუმცირდათ აპათია და შფოთვა, ასევე იშვიათად აღინიშნებოდა ფსიქოზისა და ჰალუცინაციების ნიშნები.

    ამ კვლევამ აჩვენა, რომ უძილობა ყოველთვის არ არის ფსიქიკური დარღვევების შედეგი — პირიქით, ის შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების გამომწვევი გახდეს.

    ოქსფორდის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი დენიელ ფრიმანი, რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა, ამბობს, რომ ძილის ნაკლებობა ხელსუწყობს ობსესიური, ნეგატიური ფიქრების წარმოქმნას, რაც შემდგომ ფსიქიკურ დაავადებამდე მიგვიყვანს.

    „როცა არ გვეძინება, გვაწვება უარყოფით ფიქრებ და ამ ფიქრებში ვტრიალებთ“, — ამბობს ის.

    მისი თქმით, რამდენიმე ღამის უძილობა, შესაძლოა, ფსიქიკური დაავადების უშუალო მიზეზი არ გახდეს, მაგრამ რისკებს ნამდვილად ზრდის.

    თითქმის ყოველი მესამე ადამიანი დედამიწაზე ყოველ ღამით ძილის პრობლემებს აწყდება. მოსახლეობის დაახლოებით 5–10% უძილობით იტანჯება. ბევრიამას ეჩვევა და ცხოვრებას აგრძელებს, თუმცა ძილის დარღვევები მნიშვნელოვნად ზრდის ფსიქიკური პრობლემების რისკს“, — ამბობს პროფესორი ფრიმანი.

    ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ ჯანსაღი ძილი თავადვე აუმჯობესებს კეთილდღეობას და განწყობას და ხელს უშლის ფსიქიკური დარღვევების განვითარებას.

    „წელიწადში გამომუშავებული 60,000 დოლარი უფრო ნაკლებად იმოქმედებს ბედნიერების შეგრძნებაზე, ვიდრე ძილის ერთი „დამატებითი“ საათი “, — აცხადებს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ნორბერტ შვარცი.