რა რაოდენობის ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გაანადგუროს სისხლძარღვები
- ალკოჰოლის ზომიერი მოხმარებაც კი (კვირაში 98 მლ-მდე სუფთა ეთილის სპირტი) ზრდის სისხლძარღვთა დაზიანების რისკს. ეს კი თავის მხრივ იწვევს მეხსიერების პრობლემებს. ეს აჩვენა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Neurology.
მეცნიერებმა გააანალიზეს 1700-ზე მეტი ადამიანის ტვინის ქსოვილის ნიმუშები, რომელთა გარდაცვალების საშუალო ასაკი იყო 75 წელი. კვლევის დროს სპეციალისტები ეძებდნენ ტვინში ორი ტიპის პათოლოგიის ნიშნებს.
პირველი დაკავშირებული იყო ჰიალინურ არტერიოსკლეროზთან, მცირე არტერიების ქრონიკულ დაავადებასთან, რომლის დროსაც სისხლძარღვების კედლები სქელდება. ეს ხდება ამ უკანასკნელში ცილოვანი ნივთიერების - ჰიალინის დაგროვების გამო. მეცნიერებმა განმარტეს, რომ სისხლძარღვთა დაზიანება ჰიალინური არტერიოსკლეროზის დროს იწვევს მეხსიერების და კოგნიტური ფუნქციების გაუარესებას. მკვლევარებმა ასევე შეაფასეს ტვინის ნიმუშებში ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელი ცილოვანი ჩანართების შემცველობა.
გარდა ამისა, გამოკითხულ იქნა გარდაცვლილთა ახლობლები და მათგან მიიღეს ინფორმაცია მონაწილეთა მიერ ალკოჰოლურისასმელის მიღების ჩვევებთან დაკავშირებით. ამ მონაცემების საფუძველზე, სუბიექტები დაიყვნენ ოთხ ჯგუფად: ერთი ჯგუფი, რომლის წევრებიც არ სვამდნენ, მეორეში - ზომიერად სვამდნენ (კვირაში შვიდი ულუფა), ჭარბი რაოდენობით მსმელები (კვირაში რვა ან მეტიულუფა სასმელი) და ალკოჰოლის ყოფილი მომხმარებლები.
- კვლევაში ალკოჰოლის ერთი ულუფა განისაზღვრა, როგორც 14 გრამი ეთილის სპირტი. ამ რაოდენობას შეიცავს 355 მლ ჩვეულებრივი ლუდი, 150 მლ ღვინო ან 45 მლ მაგარი ალკოჰოლი.
- შედეგებმა აჩვენა, რომ მაგარი ალკოჰოლის და აკოჰოლის ყოფილ მომხმარებლებს ჰქონდათ 133% და 89% ჰიალინურიარტერიოლოსკლეროზის განვითარების უფრო მაღალი რისკი, ვიდრე მათ, ვინც არასდროს სვამდა. მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სასმელის ზომიერად მომხმარებელი ადამიანებიც კი იყვნენ ამ დაავადების რისკის ქვეშ - სუბიექტების ამ ჯგუფში მისი განვითარების ალბათობა გაიზარდა 60% -ით.
ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარების მქონე ადამიანებს ასევე მნიშვნელოვნად აღენიშნებოდათ ტაუ ცილები, რაც მიუთითებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკზე. გარდა ამისა, მათთან, ვინც ბოროტად იყენებდა ალკოჰოლს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 13 წლით ნაკლები იყო, ვიდრე მათთან, ვინც ალკოჰოლის მიღებისგან თავს იკავებდა.
"ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებას აქვს ტვინზე ხანგრძლივი მავნე ზემოქმედება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათაც კი, ვინც შეწყვიტა სასმელის მოხმარება, კვლავ აღენიშნებოდა მუდმივი დაზიანების ნიშნები, თუმცა ალკოჰოლზე უარის თქმამ შესაძლოა მაინც შეამციროს რისკები", - აცხადებენ მეცნიერები.