რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    40 წელს გადაცილებული ქალები გარკვეული დაავადებების განვითარების მზარდი რისკის ქვეშ იმყოფებიან - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    40 წელს გადაცილებული ქალები გარკვეული დაავადებების განვითარების მზარდი რისკის ქვეშ იმყოფებიან

    ქალის სხეული 40 წლის შემდეგ განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია ჰორმონალურ ცვლილებებთან, მეტაბოლიზმის შენელებასთან და ქრონიკული დაავადებების გაზრდილ რისკთან.

    40 წლის შემდეგ ბევრ ქალს ეწყება პერიმენოპაუზას - მენოპაუზის წინა პერიოდი, როდესაც ესტროგენისა და პროგესტერონის წარმოება მცირდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოფლიანობა, განწყობის ცვალებადობა, ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ძილის დარღვევა და წონის მომატება. ამ დროს ქალებმა უნდა ჩაიტარონ ჰორმონების კვლევა (FSH, LH, ესტრადიოლი, პროგესტერონი, TSH) - ეს ხელს შეუწყობს მენოპაუზის მოახლოების ხარისხის და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების შეფასებას. ამ ასაკის ქალებისთვის ასევე რეკომენდებულია მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა საკვერცხეების და ენდომეტრიუმის მდგომარეობის გასაკონტროლებლად და დენსიტომეტრია ძვლის სიმკვრივის შესაფასებლად.

    აუცილებელია მამოგრაფია 40 წლის შემდეგ ყოველ 1-2 წელიწადში, რათა გამოირიცხოს კიბოს რისკი. ასევე მნიშვნელოვანია ნაცხის აღება ციტოლოგიაზე (PAP ტესტი) და HPV-სთვის დისპლაზიისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული გამოვლენისთვის, ასევე მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, რათა გამოირიცხოს მიომა, სიმსივნე, ჰიპერპლაზია და ცისტა.

    გარდა ამისა, რეგულარულად უნდა ჩაიტარონ სისხლის ანალიზი და ფარისებრი ჯირკვლის შესამოწმებლად და ამ ორგანოს ექოსკოპია.

    ფარისებრი ჯირკვალი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას - თუ ის გაუმართავად მუშაობს, შეიძლება გამოიწვიოს წონის უეცარი მატება ან დაკლება, ენერგიის დონის დაქვეითება და განწყობის ცვალებადობა. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ასევე ქრონიკულ დაღლილობას, დეპრესიას ან შფოთვას.

    და ბოლოს, 40 წლის შემდეგ ქალებმა რეგულარულად უნდა ჩაიტარონ კომპლექსური გამოკვლევები (check-up) ადრეულ ეტაპზე ფარული დარღვევების გამოსავლენად, ბუნებრივი პროცესების გასაძლიერებლად, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების შესანელებლად და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

    რატომ გვჭირდება check-up:

    ეს არის კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა, რომელიც ტარდება ერთი შეხედვით ჯანმრთელ ადამიანში შესაძლო დაავადებების გამოსავლენად.

    ბევრი დაავადება შეიძლება დიდხანს არ გამოვლინდეს, მაგრამ ადრეული დიაგნოზი მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის გადარჩენის შანსებს ცხოვრების ხარისხის დაკარგვის გარეშე.

    რა თქმა უნდა, სხეულში დამალული დაავადების დროულად გამოვლენა მნიშვნელოვანი და სწორედ ამისკენ არის მიმართული ნებისმიერი პრევენციული გამოკვლევა, მათ შორის check-up.

    სისხლის ტესტი გვიჩვენებს, გვაქვას თუ არა ანემია ან ანთება სადმე სხეულში; შარდის ანალიზიდან შეიძლება ბევრ დაავადებაზე ეჭვის მიტანა (ალერგიიდან ჰეპატიტამდე); საჭიროა ულტრაბგერითი გამოკვლევები იმის გასაგებად, არის თუ არა ყველაფერი რიგზე შინაგან ორგანოებში და ა.შ. ამ ყველაფერს ემატება სპეციალური პროგრამები - მაგალითად, ორსულებს სთავაზობენ, შეამოწმონ რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობა და აქვთ თუ არა ნაყოფისთვის საშიში ვირუსები.