შეიქმნა იმუნური უჯრედები, რომლებსაც “მუხლჩაუხრელად” შეუძლიათ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა
- სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ძლიერი ულტრაბგერით გააქტიურებული იმუნური უჯრედები, რომლებსაც შეუძლიათ უწყვეტად, დღეების განმავლობაში შეუტიონ სიმსივნურ უჯრედებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Cell.
- მკურნალობის ახალი მეთოდი ეფუძნება CAR-T თერაპიას, მკურნალობის მეთოდს, რომელიც დაფუძნებულია პაციენტის საკუთარი უჯრედების გამოყენებაზე. T- ლიმფოციტებს იღებენ პაციენტის სხეულიდან, მოდიფიცირებენ და ხელახლა შეჰყავთ, სიმსივნური უჯრედების ამოცნობისა და შეტევის გაძლიერებული უნარით.
- მეცნიერთა აზრით, მოდიფიცირებული T-ლიმფოციტები, როგორც წესი, ესხმიან კიბოს უჯრედებს მხოლოდ 24 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ისინი იღუპებიან.
იმუნური უჯრედების „სიცოცხლის გახანგრძლივების“ მიზნით, მეცნიერებმა შეცვალეს ისინი გარკვეული გზით და შეიმუშავეს ორგანიზმში T-ლიმფოციტების გააქტიურების ახალი მეთოდი. სხეულში ადგილობრივად შეყვანისას, ულტრაბგერითი, ხანმოკლე 10 წუთიანი იმპულსებიასტიმულირებს იმუნურ უჯრედებს უფრო ეფექტურად იმუშაონ, რაც მათ საშუალებას აძლევს შეუტიოს კიბოს უჯრედებს მინიმუმ ხუთი დღის განმავლობაში.
მკვლევარებმა ახალ უჯრედებს "EchoBack-CAR" დაარქვეს. მათი დამატებითი უპირატესობა არის უსაფრთხოება.
- "ყოველთვის, როდესაც სიმსივნური უჯრედი სიახლოვეს აღმოჩნდება, ის აგზავნის სიგნალს ჩვენს CAR-T უჯრედზე, რომელიც შემდეგ აწარმოებს უფრო მეტ მოლეკულას პირველის გასანადგურებლად. თუმცა, როდესაც ეს CAR -T უჯრედები ტოვებენ სიმსივნეს, CARმოლეკულები თანდათან ნადგურდება ნორმალური ქსოვილის ზიანის მიყენების გარეშე", - თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა ლონვეი ლიუმ, USC ვიტერბის ინჟინერიის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა.
ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადება გარკვეულ პირობებში შეიძლება აგრესიულად განვითარდეს. მაგალითად, პროსტატის ან ძუძუსკიბოს ადრეულ სტადიაზე წარმატებით მკურნალობენ შემთხვევების თითქმის 90%-ში. გვიან ეტაპზე, ეს ონკოლოგიური დაავადებები ხდება აგრესიული და პრაქტიკულად არ რეაგირებს მკურნალობაზე.
თუმცა, ზოგიერთი სიმსივნის კონტროლი ადრეულ სტადიაზე, ფიზიოლოგიური მახასიათებლების გამო, ძნელია.
მათ შორისაა პანკრეასის ადენოკარცინომა, ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო, მელანომა და თავის ტვინის გლიობლასტომა.
პანკრეასის კიბო, პაციენტებში შედარებით იშვიათი შემთხვევების მიუხედავად, სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ლიდერია. არასახარბიელო პროგნოზის მთავარი მიზეზი ადენოკარცინომის (პანკრეასის სიმსივნე) დიაგნოსტიკის სირთულეა. სიმსივნე უსიმპტომოდ ვითარდება დიდი ხნის განმავლობაში და პირველი სიმპტომები (გულისრევა, სიმძიმე მუცლის არეში, ტკივილი მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში) მხოლოდ გვიან ეტაპებზე ვლინდება.
კიდევ ერთი აგრესიული ონკოლოგიური დაავადება არის ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო.
ფილტვის კიბოს დროს გადარჩენის მაჩვენებელი რჩება დაბალი და პირდაპირ არის დამოკიდებული ადრეულ დიაგნოზზე. სტატისტიკის მიხედვით, თუ დაავადება გამოვლინდა I სტადიაზე, მაშინ პაციენტთა 80% უნარჩუნდება სიცოცხლე რამდენიმე წლის განმავლობაში, ხოლოIV სტადიაზე დიაგნოზის დროს ეს მაჩვენებელი 19% -მდე ეცემა.
მელანომა ასევე ლიდერთა შორისაა ყველაზე მაღალი "აგრესიულობის" და ცუდი პროგნოზის თვალსაზრისით. ეს არის ძალიან საშიში კანისკიბო, რომელიც შეიძლება განვითარდეს მელანოციტების ავთვისებიანი გადაგვარების შედეგად. ჯანმო-ს მონაცემებით, ყოველწლიურადმსოფლიოში დაახლოებით 130 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
მელანომის საშიშროება მდგომარეობს მის სწრაფ განვითარებასა და რეციდივის მაღალ რისკში. პაციენტების 50%-ში დაავადება კვლავ ბრუნდება მკურნალობის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში. თუმცა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მკურნალობის პროგრესული მეთოდების წყალობით, მელანომით დაავადებული მრავალი პაციენტი წარმატებით განიკურნა.
საშიში ონკოლოგიური დაავადებების სიას ხურავს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე გლიობლასტომა. ის შეადგენს ტვინის ყველა სიმსივნის 40%-ს. ამ კიბოს აქვს უკიდურესად ცუდი პროგნოზი, თანამედროვე მკურნალობა, მათ შორის სხივური და ქიმიოთერაპია, უზcრუნველყოფს გადარჩენის მაჩვენებელს ერთიდან ორ წლამდე. ხოლო ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არაუმეტეს ექვსი თვისაა.