მეცნიერებმა სიმსუქნის მკურნალობის უჩვეულო გზა იპოვეს
- ამერიკელმა მეცნიერებმა ტეხასის უნივერსიტეტიდან და ბეილორის მედიცინის კოლეჯიდან აღმოაჩინეს ადრე უცნობი ტვინის კონტური, რომელიც პასუხისმგებელია ზღვის დაავადების სიმპტომებზე და სხეულის ენერგეტიკულ ბალანსზე. აღმოჩენამ შეიძლება სიმსუქნის მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებას გაუხსნას გზა. კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Nature Metabolism (NatMetab).
ჯგუფმა გამოავლინა გლუტამატერგიული ნეირონების სპეციფიკური ჯგუფი თავის ტვინის ვესტიბულურ ბირთვში (MVePC Glu), რომლებიც აქტიურდებიან ზღვის დაავადების დროს.
იგივე ნეირონები აკონტროლებენ სხეულის ტემპერატურის დაქვეითებას (ჰიპოთერმია). ეს, როგორც ადამიანებში, ასევე თაგვებში,ზღვის ავადმყოფობისთვის ანუ კინეტოზისთვის დამახასიათებელი რეაქციაა.
თაგვებში ამ ნეირონების აქტივობის დათრგუნვამ გამოიწვია სხეულის ტემპერატურის მომატება, ფიზიკური აქტივობის გაზრდა დაენერგიის დახარჯვის დაჩქარება.
მიუხედავად იმისა, რომ თაგვები მეტს ჭამდნენ, მათ ნაკლებად მოიმატეს წონაში და ინსულინის მიმართ მგრძნობელობა გაუუმჯობესდათ. ესენია ძირითადი ფაქტორები სიმსუქნისა და დიაბეტის თავიდან ასაცილებლად.
- აღმოჩენა გვთავაზობს ახალ მიდგომას სიმსუქნის მკურნალობას თავის ტვინის ვესტიბულური სისტემის მოდულაციის გზით. მას ასევე შეუძლია დაეხმაროს კინეტოზის საწინააღმდეგო ეფექტური პრეპარატების შემუშავებას.
ვესტიბულური სისტემა არის სტრუქტურების ერთობლიობა შიდა ყურში, რომელიც უზრუნველყოფს წონასწორობის გრძნობას და სივრცეშიორიენტაციას.
მეცნიერებმა ინსულტის გადატანის შემდეგ მოძრაობის აღდგენის გზა იპოვეს
პრეპარატი უკვე წარმატებით იქნა გამოცდილი თაგვებზე.
ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს რევოლუციური აღმოჩენა: ნივთიერებას DDL-920 შეუძლიასრულად აღადგინოს მოძრაობითი ფუნქციები ინსულტის შემდეგ. პრეპარატი უკვე წარმატებით გამოსცადეს თაგვებზე და შედეგიცგასაოცარი იყო.
ინსულტი მოზრდილებში ინვალიდობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ბევრი პაციენტი სრულად ვერ გამოჯანმრთელდება დარეაბილიტაცია დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. ამჟამად არ არსებობს წამალი, რომელსაც შეუძლია დააჩქაროს ან ჩაანაცვლოსეს პროცესი.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ინსულტი არღვევს ნეირონების ფუნქციონირებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოძრაობის კოორდინაციაზე. ეს ნეირონები ქმნიან გამა ოსცილაციას - ტვინის სპეციალურ რიტმს, რომელიც აკონტროლებს მოძრაობებს.
ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს უწყობს ამ რიტმებისა და ნეირონების კავშირების აღდგენას. მეცნიერები დაინტერესდნენ: შესაძლებელია თუ არა იგივე ეფექტის მიღწევა მედიკამენტის დახმარებით?
ჯგუფმა გამოსცადა რამდენიმე ნივთიერება და დაადგინა, რომ DDL-920 ასტიმულირებს ნეირონებს და ეხმარება ტვინს დაკარგულიფუნქციების უფრო სწრაფად და ეფექტურად აღდგენაში.
შედეგი: თაგვებმა, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს თავიანთი მოტორული კოორდინაცია დიდიდატვირთვის გარეშე.
წამახალისებელი შედეგების მიუხედავად, მეცნიერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ ადამიანებში DDL-920-ის უსაფრთხოებისა დაეფექტურობის კვლევა. კვლევა გრძელდება, მაგრამ ეს ნაბიჯი უკვე ხსნის ახალ ეპოქას ინსულტის მკურნალობაში. თუ ცდებმა დაადასტურაწამლის ეფექტურობა, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ექნება სრული გამოჯანმრთელების შანსი.