რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    წითელი თუ თეთრი? ცნობილი გახდა, რომელი ღვინო ზრდის კიბოს რისკს - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    წითელი თუ თეთრი? ცნობილი გახდა, რომელი ღვინო ზრდის კიბოს რისკს

    • ბევრი ადამიანი წითელ ღვინოს უფრო ჯანსაღად მიიჩნევს. ორგანიზმისთვის წითელი ღვინის სასარგებლო თვისებებს რესვერატროლი განაპირობებს. ეს უკანასკნელი არის ანტიოქსიდანტი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ითვლება, რომ ეს კომპონენტი ხელს უწყობს კიბოსგან დაცვას. ბრაუნის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევარებმა გამოიკვლიესეს მოსაზრება რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს.

    მათ შეადარეს კიბოს განვითარების რისკები, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს წითელი ან თეთრი ღვინის მოხმარებასთან. მათშეისწავლეს 42 დაკვირვებითი კვლევა, რომელშიც დაახლოებით 96000 ადამიანი მონაწილეობდა. არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, იმას, რომ წითელი ღვინო ამცირებს კიბოს რისკს. ასევე არ დადასტურდა, რომ ზოგადად ღვინის მოხმარება, განურჩევლად ტიპისა, ზრდის კიბოს რისკს.

    თუმცა, ჩვენ დავინახეთ განსხვავება კანის კიბოს რისკთან დაკავშირებით. კერძოდ, თეთრი ღვინის, მაგრამ არა წითელი ღვინის მოხმარება ასოცირდებოდა კანის კიბოს გაზრდილ რისკთან“, - განმარტეს მეცნიერებმა.

    ფაქტობრივად, მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ თეთრ ღვინის მოხმარებასთან დაკავშირებული კანის კიბოს რისკი 22%-ით მეტია, ვიდრე წითელ ღვინოსთან ასოცირებული. ამის მიზეზები ჯერჯერობით გარკვეული არ არის. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ღვინისგადაჭარბებული მოხმარება შეიძლება კოლერაციაში იყოს მაღალი რისკის შემცველ ქცევებთან, როგორიცაა სოლარიუმში გარუჯვა დამზისგან დამცავი საშუალებების უგულებელყოფა ან არასაკმარისად გამოყენება. თუმცა, გაუგებარია, რატომ არის სწორედ თეთრი ღვინოს მოხმარება ამ რისკის ფაქტორი.

    ასევე დადგინდა, რომ უფრო მნიშვნელოვანი კავშირი იყო თეთრი ღვინის მოხმარებასა და ზოგადად ქალებში კიბოს რისკს შორის.

    ეს არის ერთ-ერთი პირველი მეტა ანალიზი, რომელიც მიუთითებს ამ კავშირის შემდგომი შესწავლის აუცილებლობაზე. ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ ალკოჰოლი, მათ შორის ეთანოლი, მეტაბოლიზდება ნაერთებად, რომლებიც აზიანებენ დნმ- და ცილებს, რაც ზრდის კიბოს რისკს.

    • წითელი ღვინო ჯანმრთელობის კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე განსახილველი სასმელია. ბევრი კვლევა ხაზს უსვამს მის სასარგებლო გავლენას ჯანმრთელობაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს მოხმარების ზომიერება და კონტროლი.
    • წითელი მშრალი ღვინო, ზედმეტი შაქრის არარსებობის გამო, ითვლება ღვინის ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ სახეობად. ის შეიცავს უფრო მეტ პოლიფენოლს და ანტიოქსიდანტს, ვიდრე ტკბილი ან ნახევრადტკბილი ღვინო. ამავდროულად, მშრალი ღვინო არ იწვევს წონის მატებას და შეიძლება ჩაირთოს იმ ადამიანების კვების რაციონში, ვინც ზრუნავს ჯანმრთელობაზე.

    თუმცა, მთავარია ყოველთვის გვახსოვდეს ზომიერება. წითელი ღვინის რეკომენდებული რაოდენობაა დღეში არა უმეტეს ერთ ჭიქისას ქალებისთვის და ორი ჭიქისა მამაკაცებისთვის.