რომელი პოზიციაა ძილის დროს ყველაზე ცუდი და რამდენი უნდა გვეძინოს, რომ წონა არ მოვიმატოთ
ძილის ქოუჩმა ჯეიმს უილსონმა დაასახელა მუცელზე წოლა ძილის ყველაზე მავნე პოზიციად.
ამის შესახებ გამოცემა HuffPost იტყობინება.
- სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მუცელზე ძილი უარყოფითად მოქმედებს ხერხემალზე, კისერზე, თეძოებზე, მუხლებსა და შინაგან ორგანოებზე. მისი თქმით, ძილის ამ პოზამ შეიძლება გამოიწვიოს ტრავმები, მალების შეცილება, კისრის დაჭიმულობა, ასევე დააქვეითოს ძილის ხარისხი და შეამციროს მისი ხანგრძლივობა. როგორც უფრო უსაფრთხო ალტერნატივა, უილსონი გვირჩევს დავიძინოთ გვერდზე ფეხებს შორის ბალიშით.
ქირურგმა და კუჭ-ნაწლავის ექსპერტმა კარან რაჯანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ, უმჯობესია იძინოთ მარცხენა მხარეს. ექსპერტის აზრით, ეს პოზიცია ხელს უშლის კუჭის შიგთავსის საყლაპავ მილში მოხვედრას, რაც ამცირებს მჟავას რეფლუქსის რისკს.
რამდენი უნდა გვეძინოს, რომ არ მოვიმატოთ წონაში
ძილის ნაკლებობის შემთხვევაში, იზრდება წონის მომატების რისკი. ეს დადასტურებულია კვლევით. რა ხანგრძლივობის უნდა იყოს ძილი, რომ წონაში არ მოვიმატოთ?
- კვების რაციონის კონტროლის მიუხედავად, თუ ადამიანი მაინც იმატებს წონაში, ეს შეიძლება იყოს ძილის ნაკლებობის შედეგი. Dasman-ის დიაბეტის ინსტიტუტის მეცნიერებმა (კუვეიტი) დაადგინეს, რომ უძილობა ცვლის იმუნური უჯრედების ფუნქციონირებას. ეს კი ისეთ პროცესების განვითარების საფუძველია, რაც იწვევს წონის მატებას გამხდარ ადამიანებშიც კი.
რატომ სუქდებიან ადამიანები უძილობის შედეგად?
კვლევამ გამოავლინა კიდევ ერთი მექანიზმი, რამაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება ძილის დარღვევების მქონე ადამიანებში. ცნობილია, რომ ზრდის ჰორმონი გამომუშავდება ღამით ძილის ღრმა სტადიებზე. ბავშვებში ის პასუხისმგებელია ზრდაზე, მოზრდილებში კი დეპოებიდან ცხიმის მობილიზებასა და მის ენერგიად და კუნთოვან მასად გადაქცევაზე. თუ ძილის ღრმა სტადიები არ იქნება, ზრდის ჰორმონის გამომუშავება დაირღვევა, ბავშვის ზრდა შეფერხდება, მოზრდილი კი წონაში მოიმატებას. გარდა ამისა, ძილის ნაკლებობა იწვევს გრელინის (შიმშილის ჰორმონის) გამომუშავების დარღვევას და იწვევს ლეპტინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებას. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას. შესაბამისად, ადამიანი, რომელსაც საკმარისად არ ეძინა, უფრო მეტს ჭამს და წონაში იმატებს.
- ასევე გაირკვა, რომ ჭარბწონიან ადამიანებში ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს წონის კიდევ უფრო ინტენსიური მატება. ფაქტია, რომ ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილი იწვევს ანთებას. მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ძილის ნაკლებობა იწვევს მონოციტების სუბპოპულაციების, იმუნური სისტემის გარკვეული უჯრედების გააქტიურებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სისტემურ ანთებაზე. ეს იწვევს სინერგიულ ეფექტს - სხეულის ჭარბ წონას და ძილის დარღვევას, რაც შემდგომ იწვევს ანთებას და ხელს უწყობს სიმსუქნეს განვითარებას.
რამდენი უნდა გვეძინოს, რომ არ მოვიმატოთ წონაში?
მკვლევარები ამბობენ, რომ ექსპერიმენტის დროს წონის პრობლემები შეექმნა მათ, ვისაც ექვს საათზე ნაკლები ეძინა.