რა ხდება ორგანიზმში, როდესაც გრიპის დროს ანტიბიოტიკს ვიღებთ? - პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება ორგანიზმში, როდესაც გრიპის დროს ანტიბიოტიკს ვიღებთ? - პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევები

გრიპი ზოგადად მწვავე, თვითლიმიტირებადი ინფექციაა, თუმცა ის შეიძლება მიმდინარეობდეს მძიმედაც და გართულდეს სხვადასხვა დაავადებებით და დასრულდეს ფატალური შედეგითაც,

სიმპტომებით გრიპი ჰგავს გაციებას, რომელიც რეალურად ასევე მწვავე რესპირატორული ინფექციაა და შესაბამისად არის გადამდებიც. ამიტომ მიდგომა - „მხოლოდ გაციებული ვარ“ და გადამდები არ ვარ, სრულიად არასწორია.

გრიპს ახასიათებს სეზონურობა და გავრცელების თვალსაზრისით ზამთარი, მეტად დეკემბრიდან მარტის ბოლომდე ყველაზე აქტიური პერიოდია. გრიპის მართვის შესახებ დეტალურად „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრი, ნინო ჭითანავა, გვესაუბრება.

რა სიმპტომები ახასიათებს გრიპს?

გრიპის ვირუსის გაურთულებელი ინფექციის კლასიკური სიმპტომებია: ცხელება (არა მუდმივად!), თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი და სისუსტე, რომელსაც თან ახლავს სასუნთქი გზების დაავადებების გამოვლინებები, როგორიცაა ხველა, ყელის ტკივილი და რინიტი, ცხვირიდან გამონადენი,

სიმპტომები შეიძლება ნაკლებად მძიმე იყოს გრიპის ვირუსზე წინასწარ ვაქცინირებულ ბავშვებში;

გასათვალისწინებელია, რომ მცირეწლოვან ბავშვებში ზოგჯერ ნაკლებადაა გამოხატული რესპირატორული გამოვლინებები და მეტად გვხვდება ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ: (მაგ., გულისრევა, ღებინება, დიარეა, ცუდი მადა).

როგორ ხდება გრიპის გავრცელება?

გრიპის ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს ნიშნავს, რომ საუბრის ან ხველების დროს შეიძლება მოხდეს ახლოს მყოფი ჯანმრთელი ადამიანის დაინფიცირება. ასევე ვირუსი შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა საგნის ზედაპირზე, რომელზეც ჯანმრთელი ადამიანი ხელით კონტაქტის შედეგადაც შეიძლება დაინფიცირდეს. სწორედ ამიტომ დაავადების მართვისას დიდი მნიშვნელობა აქვს ადეკვატურ ჰიგიენას, ხელების ხშირ დაბანასა და გრიპით დაავადებული ადამიანისგან დისტანცირებას.

როდის არის გრიპით ინფიცირებული ადამიანი გადამდები?

გრიპით ინფიცირებული პაციენტები გადამდებები არიან ძირითადად დაავადების დაწყებიდან პირველი 3-4 დღის განმავლობაში; ზოგი გადამდებია ასევე სიმპტომების დაწყებამდე 1 დღით ადრეც და ასევე სიმპტომების დაწყებიდან მე-5-7 დღესაც; ბავშვები და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტები გადამდებები არიან უფრო მეტხანსაც ზოგჯერ;

როდის უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას?

თუ ბავშვი არ იღებს სითხეებს საჭირო რაოდენობით, შესაბამისად შეამცირებს შარდვას (რაც უკვე დეჰიდრატაციის ნიშნად ითვლება), არის მივარდნილი, ცხელება დამწევს არ ემორჩილება, უჭირს სუნთქვა, ხველა არის შეტევითი, მაშინ რეკომენდებულია ბავშვის გადაყვანა კლინიკაში.

თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ბავშვებში პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე მნიშვნელოვანია პირად პედიატრთან ამბულატორიულ პირობებში კონტაქტი და სიმპტომების მისი მეთვალყურეობის ქვეშ მართვა.

როგორ ხდება გრიპის მკურნალობა? რა უნდა გავითვალისწინოთ დაავადების სახლში მართვის დროს?

გრიპის მკურნალობის დროს, მთავარია გვახსოვდეს, რომ ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს, ანტიბიოტიკი გამოიყენება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. გრიპი კი ვირუსული ინფექციაა და არა - ბაქტერიული.

გრიპის დროს სახლის პირობებში სამკურნალოდ რეკომენდებულია სიმპტომური საშუალებები: სითხეებით დატვირთვა ანუ მიღება ხშირად და მცირე ულუფებად მთელი დღის მანძილზე - იქნება ეს ელექტროლიტების ხსნარები თუ სხვა სითხეები, ცხელების მართვა მედიკამენტოზური (მაგ:პარაცეტამოლი, იბუპროფენი) და ფიზიკალური მეთოდებით. ანტივირუსული პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს სპეციფიკურ შემთხვევებში და ის აუცილებლად პედიატრის მიერ უნდა იყოს დანიშნული. ნუ შეგეშინდებათ, თუ ბავშვი ავადობის დროს არ იღებს საკვებს კუთვნილი ულუფებით, ეს ბუნებრივიცაა ამ მდგომარეობაში. მთავარია მეტად სითხეების მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ორგანიზმის გაუწყლოვნება. რაც შეეხება ინფუზიურ თერაპიას, ე.წ. გადასხმებს, ის არანაირად არაა საჭირო და არ ცვლის მდგომარეობას უკეთესობისკენ თუ ბავშვი ავადობის დროს ადეკვატურად იღებს სითხეებს.

რას ნიშნავს ფიზიკალური გაგრილების მეთოდი ცხელების დროს? როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?

ფიზიკალური გაგრილება სხეულის მექანიკურად გაგრილებას გულისხმობს. ამ დროს ოთახის ტემპერატურის წყალში დასველებული საფენები უნდა დავადოთ ბავშვს, განსაკუთრებით სხეულის ჩახურების ადგილებში. ესენია: იღლიის, საზარდულის, კისრის მიდამოები. საფენი რამდენიმე წუთში გაშრება, რადგან სხეული ცხელია. შეგვიძლია იგივე მეორედაც გავიმეოროთ. ამ დროს ტემპერატურა აუცილებლად დაიწევს. ფიზიკალური გაგრილება სრულიად უსაფრთხო მეთოდია. ხშირად მშობლებს ეშინიათ, რომ ამ დროს ბავშვი არ „გაცივდეს“, არადა ბავშვი უკვე არის ვირუსით ინფიცირებული და აქვს ცხელებებიც.

რა შემთხვევაში ენიშნება პაციენტს ანტიბიოტიკი?

გრიპის გართულება შეიძლება მოხდეს როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექციით. ანტიბიოტიკით მკურნალობა ინიშნება მხოლოდ ბაქტერიული გართულების დროს. ლაბორატორიული კვლევების და პაციენტის გასინჯვის საფუძველზე ვადგენთ არის თუ არა გართულება და არის თუ არა ის ბაქტერიული გენეზის, ამის შემდეგ წყდება მკურნალობაში დამატებით ანტიბიოტიკოთერაპიის ჩართვის საკითხი.

რა ხდება მაშინ, როდესაც პაციენტი არასაჭიროებისამებრ იღებს ანტიბიოტიკს?

ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ ანტიბიოტიკი გრიპის და ასევე სხვა დაავადებების გართულებების პრევენციაა და მას ექიმის დანიშნულების გარეშე აძლევენ თვითნებურად, რაც ყოვლად დაუშვებელია. აუცილებელია, კარგად დავიმახსოვროთ, რომ ანტიბიოტიკი ბანალურ შემთხვევებში გართულებისგან ვერ დაგვიცავს და თუ გართულება გამოვლინდა ანტიბიოტიკის მიღების ფონზე, მაშინ უკვე შეიძლება დადგეს საკითხი მეორე რიგის ანტიბიოტიკების აუცილებლობის შესახებ, რის გამოც იზრდება ანტიბიოტიკის მოხმარების ხანგრძლივობა, შესაბამისად იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკიც და რაც ყველაზე მთავარია, არარაციონალურად გამოყენებულ ანტიბიოტიკებს უკვე ნელ-ნელა მივყავართ რეზისტენტობის ჩამოყალიბებამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება დადგეს დღე, როცა ჩვენს ხელთარსებული ანტიბიოტიკებს არ ჰქონდეთ ძალა იმოქმედონ ამა თუ იმ ბაქტერიების წინააღმდეგ.

გრიპის დროს ხშირად სახლში იკეთებენ გადასხმას. ეს რამდენად რეკომენდებულია?

სრულიად არასწორია სახლში ასეთი მანიპულაციის ჩატარება. თუ პაციენტს ჩარევა სჭირდება, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოს სტაციონარს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ინფუზიური თერაპიის ანუ ე.წ. „გადასხმის“ ერთადერთი მიზანი ორგანიზმის სითხით შევსებაა. თუ პაციენტი იღებს საჭირო რაოდენობის სითხეს, არ აქვს ხშირი ღებინება, დიარეა (ანუ სითხის კარგვა), შარდვა არ არის შემცირებული, მაშინ გადასხმა საერთოდ არ არის საჭირო. ის არ შეამცირებს ვირუსის მიმდინარეობის დროს და ვერც „გაწმენდს“ ორგანიზმს ამ ვირუსისგან.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ, ასეთი მანიპულაციებით, მითუმეტეს მტკივნეულით, ბავშვს უყალიბდება ნეგატიური დამოკიდებულება სამედიცინო სერვისების მიმართ, ეშინია ექიმის, აქვს დიდი სტრესი ამ პროცედურის დროს და ყოველი შემდეგი ვიზიტი თეთრხალათიანებთან მისთვის უარყოფითთან ასოცირდება. ამიტომ ჩემი ძალიან დიდი თხოვნა და სურვილია, მაქსიმალურად ავარიდოთ პატარებს ჩვენი რეკომენდაციების გარეშე ზედმეტი მანიპულაციები, თუნდაც ლაბორატორიული კვლევები და დავიცვათ ისინი უარყოფითი განცდებისგან.

საზოგადოებაში ხშირად მიაჩნიათ, რომ გრიპისგან განსხვავებით გაციება გადამდები არაა. რეალურად რა განსხვავებააგაციებასადა გრიპს შორის?

„გაციებას“ საქართველოში სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. თვლიან, რომ ეს არ არის ვირუსული ინფექცია და არ არის ასევე გადამდები. რეალურად კი გაციება ვირუსული ინფექციაა, რომელიც გრიპისგან განსხვავებით არა გრიპის ვირუსით, არამედ სხვა რესპირაციული ვირუსებითაა გამოწვეული. გაციების დროს, თუნდაც მინიმალური სიმპტომები გვქონდეს სახეზე, პაციენტი მაინც გადამდებია და საჭიროა მოხდეს მისი სახლში იზოლირება.

რაც შეეხება განსხვავებას, კლინიკური თვალსაზრისით გრიპი უფრო მძიმედ მიმდინარე დაავადებაა. ის იწყება უცბად, შემცივნებით, კუნთების, სახსრების ტკივილით. გაციების დროს სიმპტომები უფრო სუსტია და კლინიკური სურათი ნელ-ნელა იშლება.

როგორია თქვენი რეკომენდაციები გრიპის პრევენციის მიმართულებით?

ვირუსების გააქტიურების დროს, მნიშვნელოვანია თვის არიდება მასობრივი თავშეყრის ადგილებში ვიზიტებისგან. პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე უნდა მოხდეს, პაციენტის იზოლირება. მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენა, ხველების და ცემინების დროს ხელის აფარება, ხელების ხშირი დაბანა, დეზინფექცია.

ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. საქართველოში არსებობს ვაქცინები და სასურველია ყველამ გაიკეთოს ის. უკეთესია, ვაქცინაცია შემოდგომის ბოლოს გაკეთდეს, თუმცა ახლაც აქვს აზრი. მისი იმუნიტეტი 2 კვირაში ყალიბდება. გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ნებადართულია 6 თვის ასაკიდან.

რაც შეეხება იმუნიტეტის ასამაღლებელ მედიკამენტებს, მათი მიღება სხვა მხრივ ჯანმრთელ ბავშვებს აბსოლუტურად არ სჭირდებათ და არც არსებობს მათი ეფექტურობის დამადასტურებელი მაღალი დონის სარწმუნო ცნობები.

ასევე ქართული მითია კონკრეტული კურორტების სარგებლიანობა. რა თქმა უნდა ძალიან კარგია და სასურველი ყოფნა იქ, სადაც არაა დატვირთული საავტომობილო მოძრაობა და დაბინძურებული ჰაერი, ანუ ურბანიზირებული ქალაქებისგან მოშორებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

R