/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
კენტუკის უნივერსიტეტში სისხლის ანალიზის გზით ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დიაგნოსტირების მეთოდი შეიმუშავეს.
  • ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა

ეს მეთოდი დაავადების გაცილებით ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა, ვიდრე რენტგენოგრაფიული და კომპიუტერულ ტომოგრაფიული გამოკვლევები.

ტესტი ეფუძნება ორგანიზმში ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს ზრდის დროს გამომუშავებული რამდენიმე ანტიგენის აღმოჩენას. "ჩვენი მეთოდიკა გამოირჩევა 90%-იანი სიზუსტით და რენტგენოგრამაზე ავთვისებიანი სიმსივნის გამოჩენამდე 3-5 წლით ადრე აღმოაჩენს მას", - აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი ლი ჩჟუნი.

ტესტის მგრძნობელობა და სპეციფიკურობა მაღალია, ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი შედეგის ალბათობა 10-15%-ს არ აღემატება, ეს კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რენტგენოგრაფიული კვლევის შედეგად დასმული მცდარი დიაგნოზების რიცხვი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა. მსოფლიოში ყოველდღიურად ფილტვის კიბოს 10 მილიონამდე ახალი შემთხვევა აღირიცხება. ამ პაციენტთა ნახევარი დიაგნოზის დასმის პირველსავე წელს იღუპება. მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკაა.

სტატისტიკური მონაცემებით, ადრეულ ეტაპზე ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დიაგნოსტირება შემთხვევათა მხოლოდ მეოთხედში ხდება. თუ ფართომასშტაბიანმა გამოკვლევამ ახალი მეთოდის საიმედოობა დაადასტურა, ეს ტესტი ჩაუტარდება ფილტვის კიბოს მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ ყველა პირს.

  • როდიდან შეიძლება ნაყოფის სქესის დადგენა

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

თუ წინათ ექოსკოპიის მეშვეობით ორსულობის მე-11-12 კვირიდან 80%-იანი სიზუსტით ადგენდნენ ნაყოფის სქესს, ამიერიდან ებრაელ მეცნიერთა აღმოჩენის წყალობით ეს ჩასახვიდან მე-16 დღეს იქნება შესაძლებელი.

თელ-ავივის სამედიცინო ცენტრის პრენატალურ-გენეტიკური დიაგნოსტიკის განყოფილებაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის ამ სტადიაზე გოგონების დედებს სისხლში ქორიონული გონადოტროპინის შემცველობა საშუალოდ 1/5-ით მეტი აქვთ, ვიდრე ბიჭუნების დედებს.

ორიონული გონადოტროპინის განმსაზღვრელი ტესტსისტემები კარგა ხანია გამოიყენება სახლის პირობებში ორსულობის დასადგენად. ამ ჰორმონის ანალიზს მიმართავენ საშვილოსნოსგარე ორსულობისა და სხვა საშიში მდგომარეობების, მაგალითად, დაუნის სინდრომის, აღმოსაჩენადაც. გამოკვლევის ხელძღვანელმა, დოქტორ იუვალ იარონმა, განაცხადა, რომ თუმცაღა გამოკვლევის შედეგები ეჭვის საბაბს არ იძლევა, ჩასახვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ბავშვის სქესის დადგენა 100%-იანი სიზუსტით მაინც შეუძლებელია. მეცნიერის აზრით, ამისთვის საჭიროა სხვა დამატებითი ფაქტორების აღმოჩენაც.

  • როგორ ადგენენ დიაბეტს

New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა გამოკვლევის ანგარიში, რომლის ავტორები სისხლში პროტეინ RBP 4-ის კონცენტრაციის მატებას II ტიპის დიაბეტის საწყის სიმპტომად მიიჩნევენ.

ისრაელის სამედიცინო ცენტრის მეცნიერთა აზრით, სისხლში პროტეინ RBP 4-ის შემცველობის განსაზღვრა შესაძლოა დიაბეტის ადრეული დიაგნოსტიკის სარწმუნო და ხელმისაწვდომ მეთოდად იქცეს. მეცნიერებმა ინსულინრეზისტენტულ პირებს პროტეინ RBP 4-ის მომატებული დონე აღმოუჩინეს. მეტიც - პროტეინ RBP 4-ის ინექციით მათ თავადვე შეძლეს თაგვებში ინსულინრეზისტენტულობის გამოწვევა.

ინსულინრეზისტენტობა ის მდგომარეობაა, როდესაც ქსოვილები და უჯრედები კარგავენ ამ ჰორმონისადმი მგრძნობელობას და ამის შედეგად სისხლში გლუკოზის დონე იმატებს. ამ პროცესს შეუძლია გამოიწვიოს როგორც II ტიპის დიაბეტი, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები.

პროტეინ RBP 4-ს ნორმალურ პირობებში ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედები გამოიმუშავებს. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სისხლში მისი შემცველობის მომატება დიაბეტის სადიაგნოზო სანდო კრიტერიუმია. ამავე გზით შეიძლება დადგინდეს ამ დაავადების განვითარების რისკი. ახალი მეთოდის დახმარებით მეცნიერებმა წარმატებით გამოუვლინეს დიაბეტი ამ დაავადებისადმი გენეტიკურად განწყობილ როგორც ჭარბწონიან, ისე ნორმალური წონის ადამიანებს. გარდა ამისა, დაადგინეს, რომ იმ ავადმყოფებს, რომელთა მდგომარეობასაც ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებდა, სისხლში პროტეინ RBP 4-ის დონე უმცირდებოდათ, ხოლო მათ, ვინც ვარჯიშის შემდეგ თავს ძველებურად გრძნობდა - არა.

"ჩვენ მიერ მიღებული შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ პროტეინ RBP 4 ავადმყოფის მდგომარეობის მოხერხებული მარკერია და რომ ის, ამასთანავე, შეიძლება ინსულინრეზისტენტობის ერთ-ერთი მიზეზი იყოს, - ამბობს პროფესორი ბარბარა კანი, - პირველი სიმპტომების გამოვლენამდე დიაბეტის რისკის განსაზღვრა ავადმყოფს პრევენციული ზომების დროულად გატარების საშუალებას მისცემს".

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

103 წლის ბრიტანელმა ქალმა დაბადების დღე ზღვის სანაპიროზე აღნიშნა და დღეგრძელობის საიდუმლო გამხილა

ბრიტანელი დოროთი კეტლი დაიბადა 1922 წელს, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა კვების ინდუსტრიაში და ბედნიერი იყო ქორწინებაში.
სრულად
შექმნილია სასმელი, რომელიც დემენციისგან დაცვაში დაგვეხმარება

სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს პრობიოტიკური კოქტეილი, რომელიც ხელს უშლის დემენციის განვითარებას.
სრულად
ექიმი თავისა და კისრის კიბოსგან დაცვის სამ გზას ასახელებს

SciTechDaily: სამი ფაქტორი ამცირებს თავისა და კისრის კიბოს განვითარების რისკს.
სრულად
შეიძლებოდა თუ არა შოვში განვითარებული ტრაგედიის თავიდან აცილება შვეიცარიის ალპებში გუშინ განვითარებული მოვლენების მსგავსად?

გუშინ შვეიცარიის ალპურ სოფელში მეწყერი ჩამოწვა და სოფელი ბლატენი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ამან კიდევ ერთხელ გაგვახსენა შოვის ტრაგედია და გააჩინა მრავალი კითხვა.
სრულად
ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სენსაციები მედიცინაში

გასული ათწლეული (2015-2025) მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და რევოლუციურ პერიოდად შევა.
სრულად
რევოლუცია სტომატოლოგიაში: ლაბორატორიაში გაზრდილი კბილები შესაძლოა მომავალში ადამიანის კბილის აღდგენის ბუნებრივ ალტერნატივად იქცეს

მეცნიერებმა ლონდონის კინგსის კოლეჯიდან (King's College London), იმპერიალის კოლეჯთან (Imperial College London) თანამშრომლობით,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები