რა საშიშ შეცდომებს ვუშვებთ კვებაში
საშიში მდგომარეობა, რომლის დროსაც შედედებული სისხლი ბლოკავს სისხლძარღვებს და იღუპება სხეულის ქსოვილები.
საკვები, რომელსაც ადამიანი ჭამს, განსაზღვრავს მისი სისხლის სიბლანტეს და სისქეს, ამიტომ მუდმივად ცუდი კვებით, პათოლოგიური პროცესები შეიძლება დაიწყოს ვენებსა და სისხლძარღვებში.
თუ კვების რაციონში ვუშვებთ შეცდომებს, როგორიცაა წყლის მცირე რაოდენობა ან წყლის ჩანაცვლება სუბლიმირებული პროდუქტებით, როგორიცაა ყავა, ეს იწვევს ვენურ სტაზს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხდება ფუნქციური აქტივობის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თრომბების წარმოქმნა.
უმოძრაო ცხოვრების წესი და ტკბილი გაზიანი სასმელების სიყვარული ასევე ზრდის სისხლის შედედების რისკს. კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს გადარბენისას მზა საკვების ჭამის ჩვევა.