/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ოცდამეერთე საუკუნის დაავადებები

ოცდამეერთე საუკუნის დაავადებები
ხშირად გვავიწყდება, რომ ცხოვრება არ შეიძლება მხოლოდ დადებითი ცვლილებებისა და ბედნიერი დღეების ერთობლიობა იყოს. სამყაროში თითქმის ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფოთი მხარე.

ამ თვალსაზრისით არც კაცობრიობის წინსვლა, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი და მატერიალური კეთილდღეობაა გამონაკლისი. კარგა ხანია მსოფლიო აღიარებს, რომ ოცდამეერთე საუკუნემ, განუხრელ პროგრესთან ერთად, მოიტანა ეკოლოგიური კატასტროფები, გლობალური დათბობა და ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული უამრავი სხვა პრობლემა. ბუნებრივია, გარემოს არასასურველი ზემოქმედების მიღმა არც ადამიანი დარჩა. ოცდამეერთე საუკუნის თითქმის მეოთხედი მიილია და მედიკოსთათვის თვალნათელი გახდა ყოველდღიური ცხოვრების ტემპის, შრომის დაძაბული რეჟიმისა თუ არასასურველი გარემოს დამაზიანებელი ზემოქმედება თანამედროვე ადამიანის ჯანმრთელობაზე. პრობლემა იმდემად ფართო და ყოვლისმომცველია, რომ ძალზე ვრცელი საუბრის საფუძველს იძლევა. ჩვენი მიზანი ვერ იქნება ოცდამეერთე საუკუნის ადამიანის ჯანმრთელობის დეტალური განხილვა, შევეცდებით მხოლოდ რამდენიმე ფართოდ გავრცელებულ და მნიშვნელოვან დაავადებას შევეხოთ.

რასაკვირველია, აღნიშნული პრობლემა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მიწურულს გახდა აქტუალური. ჰიპოდინამია, ანუ ფიზიკური აქტივობის დაქვეითება, კვების რაციონში ცხიმებისა და ტკბილეულის სიჭარბე ორგანიზმში ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის მიზეზი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით უარყოფითი როლი მყარ ცხიმებს აქვს, ტკბილეულიდან კი – მარტივ შაქრებს, ტკბილი, გაზიანი სასმელების, ნამცხვრების, თეთრი ფქვილისაგან დამზადებული ცომეულის სახით. ასეთი საკვების უკონტროლო მიღება იწვევს შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბებას, ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას და მის განაწილებას წელის არესა თუ შინაგან ორგანოებში.

მაინც რა არის მეტაბოლური სინდრომი?

ბოლო წლების განმავლობაში პოპულარული სახელწოდებით მოიხსენიებენ შემდეგ სიმპტომთა ერთობლიობას – მაღალი არტერიული წნევა, სისხლში გლუკოზის შემცველობისა და ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების (ცხიმოვანი ნივთიერებები) მომატებული დონე, წელის არეში ცხიმის ჭარბად დაგროვება. ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთი სიმპტომი არ განიხილება მეტაბოლურ სინდრომად, თუმცა, ცხადია, რომ სერიოზული დაავადებების რისკი მომატებულია და ჩამოთვლილ სიმპტომთაგან რაც მეტი სიმპტომი ვლინდება, მით უფრო დიდია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ისა და კორონარული არტერიების დაავადების (გულის იშემიური დაავადება, როგორც ადრე უწოდებდნენ) აღმოცენების რისკი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მეტაბოლური სინდრომის სიხშირე სულ უფრო მატულობს და ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნული მდგომარეობა მოზრდილთა მესამედს აქვს. მეტაბოლური სინდრომის ან მისი რომელიმე კომპონენტის არსებობისას, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების ასარიდებლად, აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა.

მეტაბოლურ სინდრომთან გამკლავების გზები

მეტაბილურ სინდრომთან გამკ­ლავება გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ამ დროს აუცილებელია:

  • ყოველდღიურად, სულ მცი­რე, 30-წუთიანი ფიზიკური აქტივობა;
  • კვების სტილის შეცვლა – ბოსტნეულის, ხილის, ბოჭკოს, უცხიმო ხორცის, თევზეულის მიღება, საკვებ რაციონში ნაჯერი ცხიმებისა და მარილის შეზღუდვა;
  • თამბაქოს მოწევის შეწყვეტა.

მხედველობის დარღვევები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ოფთალმოლოგების აზრით, თანამედროვე ადამიანმა კარგად შეისწავლა ციფრული ტექნიკა, მაგრამ ვერ გააცნობიერა მისი გამოყენებისას ელემენტარული წესების დაცვის, საკუთარ უსაფრთხობაზე ზრუნვის მნიშვნელობა. სწორედ ესაა თანამედროვე ეტაპზე ახლომხედველობის სიხშირის განუხრელი ზრდის მიზეზი.

თუ დავაკვირდებით, ადვილად შევამჩნევთ, რომ ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მოზარდების, დიდი ნაწილი მობილურ ტელეფონს ახლო მანძილიდან და საკმაოდ მოუხერხებელ პოზაში მყოფი უყურებს. ოფთალმოლოგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ თვალისათვის აუცილებელია, მანძილი, რომლიდანაც საგნებს უყურებს (ფოკუსი), პერიოდულად იცვლებოდეს. თანამედროვე კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობისას კი ადამიანი ახლო მანძილზე იყურება.

არც კომპიუტერის ეკრანიდან კითხვაა თვალისათვის სასურველი. ასეთ დროს ადამიანი თვალს იშვიათად ახამხამებს, რაც დამატებით ტვირთავს მხედველობის ორგანოს. უარყოფითად მოქმედებს თვალზე მოციმციმე ეკრანიც. ადამიანის თვალისათვის ბუნებრივია მქრქალი ტონები, ამიტომ კომპიუტერთან მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია ეკრანის სწორი დაცვა, კონტრასტის ცვლილება დღე-ღამის პერიოდში. გულახდილი თუ ვიქნებით, ასეთ დეტალებს თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას. განხილულ ფაქტორებს ემატება ისიც, რომ ცხოვრების რიტმის გამო იშვიათად ვართ ბუნებრივი განათების არეში, ანუ გარეთ დღის პერიოდში, რაც თვალისათვის სასარგებლოა.

ყოველივე ზემოთქმულის შედეგია ახლ­ომხედველობისა და სათვალის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევათა განუხრელი ზრდა.

ოცდამეერთე საუკუნე და ფსიქიკური დაავადებები

ცხოვრების პირობებისა და ყოველდღიური დატვირთვის ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა ნერვული სისტემისა და ფსიქიკის მდგრადობა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური ზემოქმედების მიმართ. ადამიანები თანდათან აცნობიერებენ ფსიქოთერაპევტსა თუ ფსიქიატრთან მიმართვის მნიშვნელობას.

აღწერილ პრობლემებთან ერთად, ოცდამეერთე საუკუნემ წინსვლაც მოიტანა ფსიქიკური პრობლემების გამოვლენის, კვლევის, დიაგნოზის დაზუსტებისა თუ მკურნალობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ნერვული სისტემისა და ფსიქიკის დარღვევების გამოვლენის სიხშირეც გაიზარდა. გარკვეული მდგომარეობა კი განსაკუთრებით გახშირდა. შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ ზოგიერთ მათგანზე.

დეპრესია

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დეპრესიის სიხშირე მზარდია და უახლოეს მომავალში მისმა მაჩვენებელმა შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც კი გადააჭარბოს. განსაკუთრებით ხშირია დეპრესია ქალაქის მცხოვრებთა შორის, რაც ინფორმაციულ გადაძაბვას, ძილ-ღვიძილის რიტმის ცვლილებას, გაუარესებულ ეკოლოგიას უკავშირდება.

შფოთვითი აშლილობები

ხანმოკლე შფოთვის განცდა ძლიერი სტრესის, ემოციური დაძაბვისას, რაც უშუალოდ საშიშროების მომენტში ვლინდება და მალევე გაივლის, ჩვეულებრივი, ჯანსაღი რეაქციაა. ასეთი შეგრძნების გამო ადამიანი, რასაკვირველია, ექიმს არ მიმართავს. თუმცა ფსიქიატრები აღნიშნავენ, რომ პაციენტები ხშირად მიმართავენ ექიმს მუდმივი შფოთვის გამო, რაც ზოგჯერ პანიკის დონესაც კი აღწევს და ეს შეგრძნება ყოველგვარი მიზეზის გარეშე აღმოცენდება მაშინ, როცა შიშის, შფოთვისა და ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს.

პანიკური შეტევა

პანიკური შეტევა არის შიშის შეტევა, რომელსაც თან ახლავს, ეგრეთ წოდებული, ვეგეტატიური რეაქციები – გაძლიერებული გულისცემა, ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, კანკალი, ოფლიანობა და სხვა. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა არის მუდმივი განგაში და შფოთვა, რომლის გამომწვევი თვალსაჩინო ფაქტორიც არ არსებობს. რასაკვირველია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ოცდამეერთე საუკუნემ ადამიანს მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემები მოუტანა და ბევრ დაავადებას აქტუალობა შესძინა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეიქმნა მრავალი დაავადების სამკურნალო მედიკამენტი, შესაძლებელი გახდა ქრონიკული დაავადებების მართვა, ამის დასტურად არტერიული ჰიპერტენზიაც კმარა. ეს კი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. მთავარია, გვახსოვდეს – ცხოვრების ჯანსაღი წესი და ზომიერება ჯანმრთელობის საწინდარია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ოცდამეერთე საუკუნის დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები