/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

რომელი ვიტამინების და მინერალების დეფიციტი იწვევს ტუჩების სიმშრალეს?

რომელი ვიტამინების და მინერალების დეფიციტი იწვევს ტუჩების სიმშრალეს?
ტუჩების სიმშრალისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩის ბალზამი ტუჩების დასამშვიდებლად და დასარბილებლად. მაგრამ

თუ დახეთქილი ტუჩების ჩვეულებრივი საშუალებები არ მოგიხსნით პრობლემას, მიზეზი შეიძლება იყოს საკვები ნივთიერებების ნაკლებობა.

მთელი სხეული შედგება საკვებისგან, რომელსაც ჩვენ ვჭამთ - მხოლოდ ამ გზით ვიღებთ საკვებ ნივთიერებებს, რათა ხელი შევუწყოთ უჯრედებს ფუნქციონირებაში.

  • სპეციფიკური ვიტამინები და მინერალები, მათ შორის B ვიტამინები, თუთია და რკინა, აუცილებელია კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. როდესაც ამ საკვებ ნივთიერებებს საკმარისად არ იღებთ, ხშირად შეგიძლიათ შეამჩნიოთ ნიშნები თქვენს ტუჩებზე, რადგან კანი გაცილებით თხელია, ვიდრე სხეულისა და სახის სხვა ნაწილები.

როგორ უნდა გაიგოთ, მიუთითებს თუ არა თქვენი მშრალი ტუჩები საკვები ნივთიერებების დეფიციტზე და როგორ შეამსუბუქოთ სიმპტომები:

ტუჩების სიმშრალე ხშირად გამოწვეულია გარემო ფაქტორებით, როგორიცაა ცივი ამინდი ან არასაკმარისი დატენიანება. და მაინც, საკვები ნივთიერებების დეფიციტი არის შესაძლო მიზეზი.

სამი საკვები ნივთიერების დეფიციტი, რამაც შეიძლება თქვენი ტუჩების გაშრობა გამოიწვიოს, არის:

B ჯგუფის ვიტამინები

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, დაახლოებით 1 თვეა რაც დავიწყე აკნეტრენტის მიღება ყოველ დღე 10მგ - იანი. მზის დამცავის წასმის შემდეგ სახის კანზე წვის შეგრძნება მაქვს რამდენიმე წამის განმავმობაში. რამდენად ნორმალური რეაქციაა ეს ხომ ვერ მეტყვით? მადლობა.</p>

B კომპლექსი მოიცავს რვა წყალში ხსნად ვიტამინს: B1, B2, B3, B5, B6 ​​,B7, B9, B12.

B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, განსაკუთრებით B12, B9 და B2, კანის ანთებით მდგომარეობასთან, რაც იწვევს ბზარებს ტუჩის კუთხეებში.

რკინა

რკინის დეფიციტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ტუჩების გამოშრობა. რკინის დეფიციტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს უჯრედების განახლებაზე, განსაკუთრებით ტუჩის კუთხეებში, რაც იწვევს ქსოვილის გათხელებას. თხელი ქსოვილი მგრძნობიარეა ბაქტერიების და სოკოების ჭარბი ზრდის მიმართ, რაც იწვევს სიმშრალეს.

თუთია

ეს მინერალი შეიძლება ცნობილი იყოს იმუნიტეტში თავისი როლით, მაგრამ ის ასევე მოქმედებს კანზე. თუთია მნიშვნელოვანია კანის აღდგენისა და რეგენერაციისთვის.

თუთიის შემთხვევაში, ტუჩის სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს იმუნური სისტემის ცუდი ფუნქცია, რადგან მინერალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჭრილობების შეხორცებისთვის.

საკვები ნივთიერებების ნაკლებობის გარდა, ტუჩები დაუცველია ცხოვრების სხვა ჩვევებისა და გარემო ფაქტორების მიმართ.

ტუჩების სიმშრალის სხვა გავრცელებული მიზეზებია:

დეჰიდრატაცია

სათანადო დატენიანება მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისთვის ტუჩების ჩათვლით

მშრალი ჰაერი

როდესაც ჰაერი მშრალია, ტუჩები მეტად შრება.

ალერგია

პროდუქტები, რომლებსაც იყენებთ ტუჩებზე ან ტუჩის ქსოვილთან სიახლოვეს, მაგალითად ტუჩის ბალზამი ან კბილის პასტა, შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციას. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს აქერცვლას, ქავილს და წვას ტუჩებზე და პირის გარშემო.

ტუჩების სიმშრალე შეიძლება გამოწვეული იყოს გარემო ფაქტორების მიერ, თუმცა ტუჩების სიმშრალე შეიძლება მიუთითებდეს საკვები ნივთიერებების ან ვიტამინის დეფიციტზე, განსაკუთრებით თუ თან ახლავს სხვა სიმპტომები, მათ შორის ენის ან თვალის ანთება, გამონაყარი, თმის ან ფრჩხილების ნელა ზრდა, კანის სიწითლე, გაღიზიანება ან სიმშრალე პირის გარშემო კანზე. ამ დროს მიმართეთ ექიმს.

თუ გაწუხებთ დახეთქილი ტუჩები ერთ ან ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში და სახლის მკურნალობა არ იძლევა შვებას, მიმართეთ დერმატოლოგს. მას შეუძლია დაგეხმაროთ ტუჩების სიმშრალის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირებაში და გირჩიოთ მკურნალობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სტატიის სპონსორია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტატიის სპონსორია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები

დიაბეტი და მენტალური ჯანმრთელობა

ავტორი: ფსიქოთერაპევტი, დიპლომირებული მედიკოსი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის დოქტორანტი ზურაბ კიკვიძე

დიაბეტის დიაგნოზი არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის წარმოადგენს საფრთხეს, არამედ ცვლის ადამიანის ცხოვრების წესს, რადგან დიაბეტის მართვა ნიშნავს ცვლილებების შეტანას ყოველდღიურ რუტინაში. ისეთი ცვლილებები, როგორიცაა დიეტა, გარკვეული შეზღუდვები, სისხლის გლუკოზის კონტროლი, ინსულინის სწორი დოზირება, მოქმედებს როგორც ყოველდღიურ ხარჯებზე, ასევე არის სტრესული სახლის, სამსახურის თუ სხვა, ნებისმიერ პირობებში. ზემოხსენებულს ხშირად თან ახლავს ემოციური და ფიზიკური გადაღლა.

დიაბეტის მქონე პირთა მენტალური ჯანმრთელობის ტვირთი გაცილებით მძიმეა დიაბეტის არმქონე პაციენტებთან შედარებით. ტ2დ-ის მქონე პაციენტებს შორის დეპრესიული სიმპტომების მქონე პირები უფრო ადვილად განიცდიან სტრესს, რაც ართულებს პაციენტის ფსიქო-სოციალურ ურთიერთობებს. შაქრიანი დიაბეტის თანმხლები მენტალური აშლილობები მოქმედებს მკურნალობის პროცესზე და, შესაბამისად, ზრდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გართულებების რისკს.

glukometri-1698830122.jpg

რომელი მენტალური აშლილობები ვლინდება დიაბეტის დროს?

დიაბეტის მქონე პირებში შესაძლოა გამოხატული იყოს ისეთი აშლილობები, როგორიცაა შფოთვითი აშლილობები, დეპრესია, დიაბეტის დისტრესი, კვებითი აშლილობები, სუიციდური აზრები, დემენცია და შიზოფრენია.

გთხოვთ, გვესაუბროთ რამდენიმე მათგანზე

დავიწყოთ შფოთვითი აშლილობებით, რომლის ალბათობა დიაბეტის შემთხვევაში 18%-ია და ვლინდება შემდეგნაირად: გენერალიზებული შფოთვითი აშლილობით, პანიკური აშლილობით და პოსტტრავმული სტრესული აშლილობით.

შფოთვითი აშლილობები მეტწილად ემთხვევა ჰიპოგლიკემიურ სიმპტომებს. ეს ართულებს პაციენტისთვის შფოთვის და ჰიპოგლიკემიური სიმპტომების ერთმანეთისგან დიფერენცირებას. ინექციის ან გამოსაკვლევი სისხლის ნიმუშის აღების დროს არსებულმა შიშმა (იზოლირებული ფობია) შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვის მატება/პანიკური აშლილობა. ჰიპოგლიკემიის შიში, რომელიც დიაბეტით დაავადებულთათვის ძლიერი შფოთვის წყაროა, შესაძლოა მაპროვოცირებელი იყოს კვებითი ქცევის დარღვევისა (სისხლის გლუკოზის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება მუდმივი კვებით). ტ1დ-ის მქონე ბავშვების მშობლები ასევე მაღალი რისკის ქვეშ არიან (ჰიპოგლიკემიის უკიდურესი შიშით).

კვლევების თანახმად, დიაბეტის დროს კვებითი აშლილობების (რომლის წილი დიაბეტის მქონე პირებში 51.8%-ია) დიდი ნაწილი გვხვდება ტ1დ-ის მქონე ქალებში, რომელთა ასაკი 15-დან 30 წლამდეა. ამ დროს დარღვეულია კვებითი ქცევა, რომელიც, ერთ მხრივ, გამოვლენილია ბულიმიით (ე.წ. მგლის მადა) და/ან Binge-ის (უნორმო კვება) სიმპტომით, მეორე მხრივ, ანორექსიით (უმადობა). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბულიმიისა და ბინჯის აშლილობების შემთხვევაში პაციენტები ცდილობენ ინსულინით მოახდინონ მოსალოდნელი სისხლის მაღალი შაქრის კორექცია, რაც დამატებით რისკებს აჩენს.

კიდევ რომელ აშლილობებს გამოყოფდით?

მნიშვნელოვანია, არ გამოგვჩეს დეპრესია, რომლის წილი დიაბეტის მქონე პირებში 27%-ია. ბოლო 2 ათწლეულის მიღწევებმა გააუმჯობესა ჩვენი ცოდნა ისეთი დაავადებების შესახებ, როგორიცაა დიაბეტი და დეპრესია.

დეპრესიის სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი ასევე მძიმე. მოიცავს სევდის ან სიცარიელის შეგრძნებას. დეპრესიის მქონე პაციენტები აღწერენ შემდეგ მდგომარეობებს: ძალიან მიჭირს დილით წამოდგომა, საბნის ქვეშ ვიმალები ხოლმე და არავისთან ვსაუბრობ, აღარაფერი მსიამოვნებს, არ მსურს ადამიანებთან ურთიერთობა, მინდა ვიყო მარტო საკუთარ თავთან. მიჭირს ჩაძინება და არასაკმარისად მძინავს, ვგრძნობ, რომ უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება. რაც უფრო ადრეულ ფაზაში დაიწყება დეპრესიის მკურნალობა, მით უფრო სწრაფად მოხდება ცხოვრების ხარისხის გაუმჯებესება და დიაბეტის უკეთესად მართვა.

დიაბეტის დისტრესი არის ემოციური მდგომარეობა, რომელიც იწვევს მნიშვნელოვან ემოციურ სტრესს, მაგრამ არ აკმაყოფილებს დეპრესიის სრულ კრიტერიუმებს. დისტრესის იდენტიფიკაცია დიაბეტით დაავადებულთა შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოწვევას წარმოადგენს. დეპრესიისგან განსხვავებით, დიაბეტის დისტრესი შეიძლება ასოცირდებოდეს დიაბეტთან დაკავშირებულ მიზეზ-ფაქტორებთან. მაგალითად,ჰიპოგლიკემიის შიშმა ან სისხლში შაქრის ძალიან დაბალმა დონემ შესაძლოა გამოიწვიოს მაღალი ინტენსივობის შფოთვა, რაც სწორედ რომ დიაბეტური დისტრესია.

დიაბეტის დისტრესი ტ1დ და ტ2დ ტიპის დიაბეტის მქონე პირებში დაკავშირებულია მკურნალობის რუტინის ცუდად დაცვასთან, გლიკემიის ცუდ კონტროლთან, დიაბეტის გართულებების მაღალ მაჩვენებლებთან და ცხოვრების ხარისხის დაქვეითებასთან. ამ პერიოდში პაციენტს აქვს შეგრძნება, რომ დიაბეტის მართვა აღემატება მის შესაძლებლობებს, და იგი წყვეტს სისხლის გლუკოზის მონიტორინგს, ექიმთან ვიზიტებს.

ასეთ შემთხვევებში რამდენად არის რეკომენდებული ფსიქოთერაპია?

არ შეიძლება არ აღინიშნოს ფსიქოთერაპიის როლი დიაბეტისა და მენტალური აშლილობების მკურნალობის პროცესში. პაციენტებს ხშირად უჭირთ დიაბეტის მიღება და იწყებენ მასთან ბრძოლას. მნიშვნელოვანია დიაბეტის იყოს აღქმული, გაცნობიერებული და მიღებული, როგორც ჩვენი ნაწილი, როგორც პროცესი, რომელიც ჩვენშია. ამ მხრივ, საკმაოდ ეფექტურია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა გეშტალტ თერაპია; იგი ხელს უწყობს პაციენტში დიაბეტის მდგომარეობის აღქმის და გაცნობიერების პროცესს, ამ მდგომარეობის მიღებას და მასთან თანაცხოვრებას როგორც ეგზისტენციალურ, ასევე ყოფით დონეზე.

CBT (კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია) შემეცნებითი (კოგნიტური) ნაწილი მუშაობს პაციენტის ცხოვრების შესახებ სასარგებლო რწმენის გასავითარებლად. ბიჰევიორისტული (ქცევითი) მხარე ეხმარება მას უფრო ჯანსაღი ქმედებების გამომუშვებაში.

დიალექტიკურ-ქცევითი თერაპია (DBT) ფოკუსირებულია უნარების სწავლებაზე ოთხ ძირითად სფეროში: გონებამახვილობა, დისტრეს ტოლერანტობა, ემოციების მართვა და ინტერპერსონალური ეფექტურობა.

ოჯახური თერაპია - ეხმარება ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, კონფლიქტების და პრობლემების უკეთ მოგვარებაში. ოჯახური თერაპიის ფორმატი ყველაზე ხშირად გამოიყენება კვების დარღვევებისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.

რა რეკომენდაციების გათვალისწინებაა საჭირო მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

დიაბეტის, ასევე მისი კომორბიდული (თანდართული) მენტალური აშლილობების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფარმაკოლოგიური მკურნალობა. აუცილებელია, მივმართოთ ექიმს, რათა სწორად იქნეს შერჩეული შესაბამისი სამკურნალო საშუალება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ შეიძლება წამლების თვითნებურად მიღება, რადგან აქ არის კომპლექსური მკურნალობის საჭიროება.

ბევრ ქვეყანაში პოპულარულია იოგას გამოყენება. იგი ხელს უწყობს აზროვნების გაუმჯობესებას, საკუთარი სხეულის შეცნობას და ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, აუმჯობესებს სხეულის მოქნილობას, ხელს უწყობს რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმართ ორგანიზმის მდგრადობას, მკვეთრად ამცირებს სტრესს, შფოთვას, დეპრესიასა და ქრონიკულ ტკივილებს, აუმჯობესებს ძილსა და ცხოვრების ხარისხს.

და ბოლოს, ყველაზე მმნიშვნელოვანია თვითკონტროლის შენარჩუნება. დიაბეტი ქრონიკური დაავადებაა და გაცილებით მარტივია მისი მართვა ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნების მეშვეობით. დიეტა, წონის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერი, ნაკლებად სტრესული გარემო - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც დაეხმარება დიაბეტის მქონე პირებს თვითკონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებაში.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია სისხლის გლუკოზის ყოველდღიური მონიტორინგი გლუკომეტრის ან CGMS აპარატით. სწორედ გლუკოზის დონის კონტროლის მიხედვით უნდა მოხდეს ცხოვრების ჯანსაღი რუტინის შემუშავება და დანერგვა ყოველდღიურობაში.