/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

''შაქრიანი დიაბეტი ბავშვებსა და მოზარდებში''

ამ თემას წარუძღვება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,

თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ენდოკრინოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე გორდელაძე, რომელსაც ბავშვთა ასაკის დიაბეტში მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს.

glukometri-1697708563.jpg

სტატიის სპონსორია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები

რა ხდება ორგანიზმში შაქრიანი დიაბეტის დროს?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის მომატების მთავარი მიზეზი ინსულინის უკმარისობაა. ქიმიური თვალსაზრისით შაქარი და გლუკოზა განსხვავებული ნაერთებია, თუმცა პაციენტები და ექიმებიც კი ამ ტერმინებს იდენტური მიზნით იყენებენ და ხშირად `შაქარს~ უწოდებენ. ამიტომ ამ სტატიაში ორივე ტერმინი შეგხვდებათ.

ინსულინი არის ჰორმონი – ნივთიერება, რომელიც აქვეითებს სისხლში შაქრის შემცველობას. მას გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი, რომელსაც პანკრეასსაც უწოდებენ. იგი მდებარეობს მუცლის ღრუში, კუჭის ქვეშ (იხ. სურათი N1).

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ინსულინი გამომუშავდება ე.წ. β უჯრედებში. კუჭქვეშა ჯირკვალს აქვს სხვა ფუნქციაც – იგი გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ წვენს, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლიდან ხვდება ნაწლავებში და სწორედ საკვების მონელებას ემსახურება. დიაბეტის დროს საჭმლის მომნელებელი ფუნქცია, როგორც წესი, არ ზიანდება. არ არის რაიმე უსიამოვნო შეგრძნება ან ტკივილი კუჭქვეშა ჯირკვლის არეში. მონელების პროცესის დარღვევა აღინიშნება მხოლოდ მაშინ, თუ დიაბეტთან ერთად ვითარდება კუჭქვეშა ჯირკვლის მომნელებელი აპარატის დაავადებები, მაგ, პანკრეატიტი.

ტერმინ `შაქრიანი დიაბეტის~ ქვეშ მოიაზრება რიგი დაავადებებისა, რომელთაც აერთიანებთ ერთი ძირითადი ნიშანი – სისხლში გლუკოზის ქრონიკული მომატება. ეს დაავადებები ამ დარღვევამდე სხვადასხვა გზით მიდიან. ყველაზე გავრცელებული შაქრიანი დიაბეტის ე.წ. პირველი და მეორე ტიპია.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს ორგანიზმი საკუთარი β უჯრედების მიმართ გამოიმუშავებს საწინააღმდეგო სხეულებს (აუტოანტისხეულებს), რომლებიც ანადგურებენ β უჯრედებს. შესაბამისად, ვითარდება ინსულინის უკმარისობა. ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება და მისი დასაწყისის დაფიქსირება ძალიან ძნელია. შაქრიანი დიაბეტის გამოვლენა (სისხლში გლუკოზის მნიშვნელოვანი მომატება) ვითარდება მაშინ, როცა β უჯრედების თითქმის 90% უკვე განადგურებულია. ამ ტიპის დიაბეტის დროს ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელია ინსულინის გარედან მიწოდება. ამიტომ ტიპი 1 შაქრიან დიაბეტს ინსულინდამოკიდებულსაც უწოდებენ.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს, რომელიც როგორც წესი, მოზრდილებში გვხვდება, ინსულინის უკმარისობა მოგვიანებით ვითარდება. პაციენტების დიდი უმრავლესობის მკურნალობა შესაძლებელია ინსულინის გარეშე დიეტითა და ტაბლეტებით, რის გამოც ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს ინსულინდამოუკიდებელსაც უწოდებენ. თუმცა გარკვეულ ეტაპზე შეიძლება ამ პაციენტებსაც დასჭირდეთ ინსულინი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ტიპი 2 დიაბეტის გავრცელება სულ უფრო მატულობს ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნით. ბავშვთა ასაკში აგრეთვე შეიძლება შეგვხვდეს ე.წ. MODY დიაბეტი, რომელსაც ახასიათებს შედარებით რბილი მიმდინარეობა, არ საჭიროებს ინსულინთერაპიას, ოჯახში ხშირია ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევები.

ბავშვებისა და მოზარდების აბსოლუტურ უმრავლესობას ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი უვითარდება. ამიტომ ჩვენც ამ სტატიში მხოლოდ ტიპი 1 შაქრიან დიაბეტს შევეხებით.

1-1697705181.jpg

სურათი N1. კუჭქვეშა ჯირკვალი

რისთვის სჭირდება ადამიანს გლუკოზა?

იმისთვის, რომ ადამიანმა იცხოვროსა, იმოძრაოს, ისწავლოს, ითამაშოს, აუცილებელია ენერგია. ენერგიის მთავარი წყარო კი ადამიანის ორგანიზმისთვის არის გლუკოზა.

სისხლში გლუკოზის მთავარი წყარო საკვებია. საკვები პირის ღრუში გადამუშავების (ღეჭვის, დაქუცმაცების) შემდეგ ხვდება კუჭში, შემდეგ ნაწლავებში, სადაც გარდაიქმნება გლუკოზად და შეიწოვება სისხლში, განაწილდება მთელს ორგანიზმში და გამოიყენება ენერგიის მისაღებად, რომელიც ჩვენ გვჭირდება ნებისმიერი სასიცოცხლო ქმედებისათვის.

როგორ ხვდება გლუკოზა უჯრედებში?

ადამიანის ყველა ორგანო შედგება მილიონობით პატარა უჯრედისაგან. ეს უჯრედები გლუკოზისაგან გამოიმუშავებენ ენერგიას. მაგრამ უჯრედს დამოუკიდებლად ამის გაკეთება არ შეუძლია. ამისთვის აუცილებელია ინსულინი, რადგან გლუკოზა უჯრედებში მხოლოდ ინსულინის დახმარებით აღწევს. თუ ორგანიზმს არ ჰყოფნის ინსულინი, გლუკოზა ვერ შეაღწევს უჯრედებში. მისი დონე სისხლში მოიმატებს, უჯრედები კი `შიმშილობენ~. ამგვარად, ინსულინი ორგანიზმში ასრულებს გლუკოზისათვის ერთგვარი `გასაღების~ როლს (იხ.სურათი N2). შეაღწევს რა გლუკოზა უჯრედებში, მისი რაოდენობა სისხლში დაქვეითდება.

2-1697705265.jpg

სურათი N2. ინსულინი, როგორც გასაღები

გლუკოზის მთელი რაოდენობა არ ხვდება უჯრედებში. ნაწილი გროვდება ღვიძლში, კუნთებში, ცხიმოვან ქსოვილში განსაკუთრებული მარაგის – გლიკოგენის სახით, რომელიც აუცილებელია სისხლში გლუკოზის ნორმალური რაოდენობის შესანარჩუნებლად.

ინსულინის გარდა ორგანიზმში მუდმივად გამომუშავდება სხვა ჰორმონებიც (გლუკაგონი, ადრენალინი და სხვა), რომლებიც პირიქით, შლიან გლიკოგენს და შესაბამისად ხელს უწყობენ სისხლში შაქრის დონის მომატებას. ეს საჭიროა იმისათვის, რომ შაქარი ძალიან არ დაქვეითდეს. მაგალითად, კვებებს შორის ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას, როდესაც დიდი რაოდენობის ენერგია იხარჯება.

ამგვარად, ადამიანის ორგანიზმში გლუკოზა ხან აიწევს (კვების შემდეგ), ხან დაქვეითდება (ინსულინის ზემოქმედებით). ასეთი რეგულაციის წყალობით, ნორმაში სისხლში გლუკოზა მერყეობს საკმაოდ ვიწრო საზღვრებში: 3,3 – 5,5 მმოლ/ლ უზმოზე და 7,8 მმოლ/ლ-მდე კვებიდან 2 სთ-ის შემდეგ.

სისხლში გლუკოზის დონეს სამედიცინო ენაზე გლიკემია ეწოდება. იმისათვის, რომ გლიკემია გამოსახული მმოლ/ლ-ში გადავიყვანოთ მგ/დლ-ში (მგ%), საჭიროა ციფრი მმოლ/ლ-ში გავამრავლოთ 18-ზე. მაგ, 5,5 მმოლ/ლ X 18 = 99მგ/დლ და პირიქით – 140მგ/დლ: 18 = 7,8 მმოლ/ლ. დაიმახსოვრეთ კიდევ რამდენიმე ტერმინი, რომელსაც ხშირად გამოვიყენებთ.

ნორმოგლიკემია – სისხლში გლუკოზის ნორმალური დონე;

ჰიპერგლიკემია – სისხლში გლუკოზის დონის მომატება;

ჰიპოგლიკემია – სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება.

R

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

''შაქრიანი დიაბეტი ბავშვებსა და მოზარდებში'' - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები