ტვინის ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზა სხვების დახმარებაზე გადის

შემეცნებითი შესაძლებლობები. კვლევა გამოქვეყნებულია Journal of Multidisciplinary Healthcare-ში.
მათ სისტემატურ მიმოხილვაში მეცნიერებმა გააანალიზეს 2017-2021 წლებში აშშ-ში, კორეაში, ტაივანში, ბრაზილიაში, ინგლისში, ინგლისსა და შოტლანდიაში, ახალ ზელანდიაში, ჩინეთსა და იაპონიაში გამოქვეყნებული 14 კვლევა.
კვლევის მონაწილეთა საშუალო ასაკი მერყეობდა 61-დან 74 წლამდე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ცხრა კვლევამ აღნიშნა, რომ მოხალისეებში აზროვნება, აღქმა, ყურადღება და მეტყველება გაუმჯობესდა. უფრო გახშირებულმა მოხალისეობამ შეიძლება უფრო დადებითი გავლენა მოახდინოს ინტელექტზე.
შედეგები ნიშნავს, რომ მოხალისეობამ შეიძლება შეამციროს დემენციის რისკი, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა რისკ-ფაქტორებთან. მათ შორის: დაბალი განათლება, მაღალი წნევა, სიმსუქნე, მოწევა და დიაბეტი.
მოხალისეობა განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისა და განათლების დაბალი დონის მქონე ადამიანებისთვის, რადგან ისინი უფრო მეტად განიცდიან დემენციას.
„მოხალისეობა არის ძალიან პერსპექტიული მიდგომა დემენციის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორის შესამცირებლად: სოციალური იზოლაცია, ფიზიკური უმოქმედობა და დეპრესია. მოხალისეობა არა მხოლოდ ეხმარება ადამიანებს კომუნიკაციაში, არამედ ხშირად უნარჩუნებს მათ აქტიურობას და შეუძლია დადებითად იმოქმედოს მათ განწყობაზე“, - განმარტავენ მეცნიერებმა.