/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

მიოპია ბავშვებში - რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს

მიოპია ბავშვებში - რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს
მიოპია ანუ ახლომხედველობა რეფრაქციის სახეა, რა დროსაც ადამიანს უჭირს შორს მდებარე საგნების აღქმა.

მსოფლიო მასშტაბით მიოპიის შემთხვევების ზრდა შეინიშნება. მიოპია, ძირითადად, ვლინდება ბავშვობის ასაკში. იგი პროგრესირებადი მდგომარეობაა, რომელიც დროთა განმავლობაში უარესდება.

მკვლევრების ინფორმაციით, ბავშვებში მიოპიის განვითარების 10% დაკავშირებულია გენეტიკურ ფაქტორთან, ხოლო 90% გარემო ფაქტორებთან, კერძოდ, ბავშვების უმეტესობა დიდ დროს ატარებს დახურულ სივრცეში (მაგალითად საკლასო ოთახში), განსაკუთრებით დიდი დატვირთვით მუშაობს თვალი წერისა და კითხვის დროს, ასევე, კომპიუტერის ეკრანთან მუშაობისას. მდგომარეობა უარესდება თუ ამ კომბინაციას ნორმალური განათების (მათ შორის მზის სინათლის) არარსებობა დაერთო. დროთა განმავლობაში კი თვალი კარგავს გარკვეულ დისტანციაზე მკვეთრად აღქმის უნარს.

აუცილებელია მიოპიის ადრეული დიაგნოსტირება, რადგან რაც უფრო იმატებს მიოპიის ხარისხი, მით უფრო იზრდება სხვადასხვა პათოლოგიების განვითარების რისკი, მაგალითად, შეიძლება განვითარდეს მინისებური სხეულის დესტრუქცია, ბადურას დეგენერაციულ-ატროფიული ცვლილებები, ბადურა გარსის ნახეთქები და ჩამოცლა. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მიოპიის მქონე პირები მიდრეკილნი არიან გლაუკომის განვითარებისკენ.

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა ამ დროს:

  • ბავშვმა რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატაროს ღია სივრცეში;
  • რაც შეიძლება ნაკლებად უნდა დაიტვირთოს თვალი - რაც ეკრანთან გატარებული დროის შემცირებას გულისხმობს. (ეკრანის წინ დღეში რვა საათის გატარება მნიშვნელოვნად აზიანებს თვალს);
  • უნდა გაუმჯობესდეს გარემოს (სასწავლო სივრცის, ოთახის) განათება - აუცილებელია სივრცეში ინტენსიური მზის სხივების მოხვედრა, გარედან შემოსული სინათლე;
  • საჭიროა თვალის დასვენება - განსაკუთრებით, მუშაობისას (წერისას, კითხვისას) აუცილებელია გარკვეული პერიოდულობით, რამდენიმე წამის განმავლობაში მზერის გადატანა სივრცეში. ასევე, თვალის სხვა ვარჯიშების შესრულება;
  • უნდა ჩატარდეს თვალის რუტინული გამოკვლევები

ბავშვებში მიოპიის გამაფრთხილებელი ნიშნები:

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

მერიკის ოფთალმოლოგიური ასოციაციის თანახმად, მიოპიის გამაფრთხილებელი ნიშნები მოიცავს:

  • საგნების სახესთან ახლოს მიტანას;
  • ტელევიზორთან ყოველთვის ახლოს ჯდომას, საკლასო ოთახში წინა მერხზე ჯდომას;
  • ინტერესის გაქრობას ისეთი აქტივობებისადმი, რომლებიც შორ დისტანციაზე მხედველობის უნარს მოითხოვს;
  • დაბალ აკადემიურ მოსწრებას;
  • ნაცნობი ადამიანების ან საგნების დანახვის, ცნობის გაძნელებას;
  • ჩივილს ბუნდოვანი მხედველობის გამო;
  • ცრემლდენას.

კომენტარები (1)
ნელი
რატომ არ წერთ ყაბზობაზე
თარიღი : 18-07-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ნაწლავის მიკროფლორა - პრობლემის თანამედროვე ასპექტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაწლავის მიკროფლორა - პრობლემის თანამედროვე ასპექტები

ნაწლავთა ფლორის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ და ადამიანის ორგანიზმს იცავენ. მათი მთავარი ფუნქცია კი ნაწლავის სტაბილური მიკრობული შემადგენლობის უზრუნველყოფაა. სასარგებლო ბაქტერიები გამოიმუშავებენ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში, ხელს უწყობენ ზოგიერთი აუცილებელი ნივთიერების შეწოვას, B ჯგუფის, C, K ვიტამინების, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავას სინთეზს, ანტიბიოტიკური ნივთიერებების გამომუშავებით თრგუნავენ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას და იმუნიტეტს ასტიმულირებენ. როგორც კი სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობა შემცირდება, პათოლოგიური ბაქტერიები გამრავლებას იწყებენ, ტოქსინებს გამოიმუშავებენ და ორგანიზმზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენენ. მარტივად რომ ვთქვათ, ვითარდება დისბაქტერიოზი ანუ ორგანიზმის მიკრობული წონასწორობის რღვევა.

თსსუ-ს ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი, ჰეპატოლოგი თამარ მეგრელიშვილი განმარტავს, რომ ნაწლავის მიკრობიოტა განიხილება, როგორც მაკროორგანიზმის ცალკე ორგანო ან სისტემა, რომელიც ფუნქციურად დაკავშირებულია სხვა სისტემებთან და ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. მიკრობიოტასა და მის დარღვევებზე, ასევე მკურნალობის ეფექტურ გზებზე თავად თამარ მეგრელიშვილი გვესაუბრება.

როგორ მუშაობს ნაწლავის მიკრობიოტა?

ცნობილია, რომ ნაწლავში არის ლოკალიზებული იმუნოკომპეტენტური უჯრედების 80% და ნაწლავი უნდა განვიხილოთ, როგორც ადამიანის ყველაზე დიდი იმუნური ორგანო.

თანამედროვე კვლევებით დადგენილია სხვადასხვა ორგანოების კავშირი ნაწლავის მიკრობიოტასთან, ღერძების სახით: „ნაწლავი-ტვინი“, „ნაწლავი-ღვიძლი“, „ნაწლავი-ფილტვი“, „ნაწლავი-თირკმელი“.

ნაწლავის მიკრობიოტის ფუნქციაში შედის:

  • საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობა: ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების გადამუშავება, სხვადასხვა ვიტამინების და ჰორმონების სინთეზი;
  • ანტიანთებითი ეფექტის განვითარება ლორწოვანზე, დაცვა პათოგენური მიკროორგანიზმებისგან;
  • იმუნური სისტემის ბალანსის მხარდაჭერა, ალერგიულ რეაქციების შემცირება. ყველა კლასის იმუნოგლობულინების (Ig A, M,G, E) წარმოქმნაში მონაწილეობა.

რა იწვევს ნაწლავთა მიკრობიოტის დარღვევას?

ნაწლავთა მიკრობიოტის დარღვევა ანუ დისბაქტერიოზი, როგორც მას საზოგადოებაში უწოდებენ, ვითარდება როგორც ვირუსული, ბაქტერიული წარმოშობის ინფექციური დაავადებების, ისე არაინფექციური დაავადებების მიმდინარეობის შედეგად.

ასევე მიკრობიოტის მძიმე დარღვევებს იწვევს: სტრესი, ანტიბიოტიკოთერაპია, სხვადასხვა სახის მრავალი მედიკამენტის ერთდროული მიღება, არასწორი თვითმკურნალობა, სეზონურობა და არადაბალანსებული კვება.

valuresti-gare-2-1689577903.jpg

რა სიმპტომებით გამოვლინდება დისბაქტერიოზი?

ამ დაავადების სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც ლოკალური, რეგიონული, იმუნური და სისტემური.

ლოკალური სიმპტომებია: შებერილობა, მუცლის არეში სპაზმი და ტკივილი, ბოყინი, დიარეა ან ყაბზობა, რასაც მოსდევს საკვების მონელების დარღვევები თავის შემდგომი შედეგებით.

რეგიონული სიმპტომები შემდეგნარია: ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე სისტემის, ასევე კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) ეგზოკრინული ფუნქციის მოშლა-დარღვევა.

იმუნურ სიმპრომებს შორისაა: ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსების პროდუქცია და მათი ტრანსლოკაცია საკვების მონელების პროცესში.

სისტემური გამოვლინებებია: ანთებითი პროცესების ხელის შეწყობა ართრიტების, ართროზების, შაკიკის პროვოცირებით. ასევე აუტოიმუნური დაავადებების გამოვლინების ხელისშეწყობით. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ფუნქციური ცვლილებების ხელშეწყობით. ენდოკრინული ჯირკვლებში კი ანთებითი ცვლილებების პროვოცირებით.

როგორ და რა საშუალებებით შეიძლება აღვადგინოთ ნაწლავის მიკრობიოტა?

ნაწლავის მიკრობიოტის დარღვევების აღსადგენად თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება სხვადასხვა „მეგობარი ბაქტერიის“ შემცველი საშუალებები, რომელთაც პირობითად პრობიოტიკები ეწოდება. ისინი შეიცავენ ადამიანის მიკრობიოტაში შემავალ საჭირო ბაქტერიებს სხვადასხვა კომბინაციაში. ესენია: ბიფიდობაქტერიების და ლაქტობაქტერიების სხვადასხვა შტამები, ასევე სხვა სახის „მეგობარი“ ბაქტერიები. ისინი იმუნური ტოლერანტობის მექანიზმებს ქმნიან. ეს კი განაპირობებს ნაწლავის კედლის ანთებითი პროცესების შეჩერებას და მისი განვლადობის ფუნქციის გაძლიერებას.

მრავალრიცხოვანი კვლევებით დადასტურებულია პრობიოტიკების დადებითი გავლენა ორგანიზმზე და პირველ რიგში ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა-მკურნალობის ეფექტურობაში, ალერგიული რეაქციების პროფილაქტიკაში.

დღეისათვის პრაქტიკულ მედიცინაში გამოიყენება მრავალი სხვადასხვა შემადგენლობის პრობიოტიკური საშუალებები. მათ მიეკუთვნება შედარებით ახალი ხაზი - „ვალურესტი“, „ვალურესტი ფორტე“, „ვალურესტი-ბულარდი“.

რა უპირატესობები აქვსვალურესტებისაღნიშნულ ხაზს სხვა პრეპარატებთან შედარებით?

ისინი გამოირჩევიან დაბალანსებული, ოპტიმალური შემადგენლობით.

valuresti-shida-2-1690360325.jpg

ვალურესტების ხაზი ეფექტურია როგორც პროფილაქტიკის, ასევე ხანგრძლივი მკურნალობისათვის შემდეგი პრობლემების დროს:

  • მწვავე, მათ შორის მოგზაურთა დიარეის დროს;
  • არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიისას;
  • ქრონიკული დაავადებების შედეგად განვითარებული ნაწლავის მიკრობიოტის დარღვევების შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. „ვალურესტი“ საშეტის ფორმა დასაშვებია ჩვილებში 0 ასაკიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გარდა ლაქტო და ბიფიდობაქტერიებისა და ნიადაგისა, შეიცავს თუთიას. ეს უკანასკნელი ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და UNICEF-ის რეკომენდაციით, აუცილებელია ჩაირთოს მწვავე დიარეის სამკურნალო პროცესში.

რა ფორმით არის წარმოდგენილი მოზრდილთათვის განკუთვნილი ვალურესტი?

„ვალურესტი ფორტე“, კაფსულირებული ფორმით, განკუთვნილია 12 წლიდან მოზარდებისა და მოზრდილთათვის. იგი შეიცავს 8 სახეობის ლაქტობაქტერიების და 3 სახეობის ბიფიდობაქტერიების შტამებს, 10 მილიარდი აქტიური მიკროორგანიზმის რაოდენობით. მათთან ერთად ასევე წარმოდგენილია ფრუქტოოლიგოსაქარიდები, რომელიც ხელს უწყობს ამ მიკროორგანიზმების ზრდას ნაწლავში. ეს კი ახდენს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზებას და ანთებითი პროცესების განეიტრალებას ნაწლავის სანათურში.

ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში სხვადასხვა მიზეზების გამო, ხშირია კუჭ-ნაწლავის პრობლემები. მნიშვნელოვანია, რომ ვალურესტი ფორტეს მიღება დასაშვებია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვისაც.

რა შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთვალურესტი ბულარდი“?

„ვალურესტი ბულარდი“ შეიცავს საქარომიცეტ ბულარდის შტამს, რომელიც ხელს უწყობს არა მარტო ნაწლავური ნორმალური მიკროფლორის აღდგენას, არამედ ასევე ავლენს ანტიდიარეულ მოქმედებას. მას შუძლია რძემჟავის წარმოქმნა, რის შედეგადაც იქმნება არახელსაყრელი გარემო პათოგენური მიკროფლორის განვითარებისთვის, რასაც მოჰყვება პათოგენური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლების შეჩერება ნაწლავის სანათურში. ეს კი განაპირობებს დიარეის სინდრომის შეწყვეტას. „ვალურესტი ბულარდი“, ნაწლავის მიკრობიოტის აღსადგენად და დასაცავად, უნდა მივიღოთ 3-5 დღის განმავლობაში.

R