როგორია K ვიტამინის როლი ჯანსაღ დაბერებაში
კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Nutrients.
მეცნიერებმა მიმოიხილეს კვლევები, რომლებმაც შეისწავლეს K ვიტამინის გავლენა დაბერებაზე. სადამკვირვებლო კვლევები აჩვენებს, რომ ვიტამინი K და ვიტამინ K-დამოკიდებული ცილები (VKDPs) ასოცირდება ასაკთან დაკავშირებული დაავადებების ფართო სპექტრთან.
თუმცა, K ვიტამინის პირდაპირი ზემოქმედების მტკიცებულება უჯრედების დაბერებაზე ჯერ არ არის მოპოვებული. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვიტამინი K1 ან K2 შეიძლება დაეხმაროს ალცჰაიმერის წინააღმდეგ ბრძოლას ხანდაზმულებში.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ვიტამინი K2 შეიძლება გამომუშავდეს ადამიანის ნაწლავის ბაქტერიებით, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჯანმრთელობის მრავალ სხვა ასპექტზე. K2 ვიტამინის კიდევ ერთი წყაროა ყველი.
მიუხედავად იმისა, რომ K ვიტამინის ზუსტი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე გაურკვეველია, კვლევებმა დაადგინა მისი გავლენა დაბერების ნიშნებზე: გენომის არასტაბილურობა, უჯრედების დაბერება, მიტოქონდრიული დისფუნქცია და სისტემური ანთება. ეს ეფექტები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ვიტამინის მოქმედებასთან ნაწლავის მიკრობიომზე.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში K ვიტამინის აშკარა როლის მიუხედავად, K ვიტამინის დანამატების სარგებლობის მტკიცებულებები კვლავ წინააღმდეგობრივია. გარდა ამისა, მისი დეფიციტი ძალზე იშვიათია, ამიტომ გაურკვეველია საჭიროა თუ არა მისი მოხმარების შემდგომი გაზრდა.
კვება არის ადამიანის ჯანმრთელობის მთავარი განმსაზღვრელი. 2019 წლის GBD-ის კვლევამ აჩვენა, რომ ბოსტნეულის, ხილის, მარცვლეულის დაბალი შემცველობის და დამუშავებული საკვებით, შაქრით და ნატრიუმით მდიდარი კვების რაციონი, იყო სიკვდილის მნიშვნელოვანი რისკფაქტორი ქალების13.5% -სა და მამაკაცების 14.6%-ში.