/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რატომ არის მნიშვნელოვანი შარდმჟავას ანალიზის შემოწმება არტერიული ჰიპერტენზიის დროს?

რატომ არის მნიშვნელოვანი შარდმჟავას ანალიზის შემოწმება არტერიული ჰიპერტენზიის დროს?

მაღალი არტერიული წნევა წარმოადგენს ნაადრევი სიკვდილობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს მთელს მსოფლიოში. სიკვდილობის და ინვალიდობის ტვირთის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 70% სისტოლური წნევის 140 მმHg-ზე მეტად მატებაზე მოდის. მაღალ წნევასთან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზებს შორის კი წამყვანი ადგილი უჭირავს გულის იშემიურ დაავადებას, მათ შორის, მიოკარდიუმის ინფარქტს, ჰემორაგიულ და იშემიურ ინსულტს.

არტერიული ჰიპერტენზია იშვიათად გვხვდება იზოლირებული სახით და ხშირად ის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ისეთ რისკ-ფაქტორებთან ერთად არის წარმოდგენილი, როგორიცაა დისლიპიდემია და გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა.

თავის მხრივ, ცნობილია მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებიც მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა რისკზე პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით. მათზე ზეგავლენის მოხდენით კი შესაძლებელია თავიდან იქნას არიდებული არასასურველი გამოსავლის განვითარება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამ ფაქტორების მცირე ნაწილი დემოგრაფიული ხასიათისაა და მათი შეცვლა შეუძლებელია, თუმცა გასათვალისწინებელია. ესენია: ასაკი, სქესი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და სიკვდილობის ოჯახური ისტორია, ადრეული მენოპაუზა.

დარჩენილი ფაქტორების დიდი ნაწილი ექიმის და პაციენტის მიერ მართვადია და სწორი მიდგომით წნევის ციფრების შემცირება და გართულებების თავიდან არიდება არის შესაძლებელი. ეს ფაქტორებია: შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი ქოლესტეროლი, სიმსუქნე და ჭარბი წონა, მწეველობა და ა.შ. ბოლო წლებში ამ ჩამონათვალს დაემატა და განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა შარდმჟავას მომატებულ დონეს - ჰიპერურიკემიას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

შარდმჟავა მარილები კრისტალური ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში წარმოიქმნება საკვებში არსებული პურინების გადამუშავების შედეგად და სისხლში მათი რაოდენობა რეგულირებულია. თუმცა, ხშირად ირღვევა ბალანსი შარდმჟავა მარილების წარმოქმნას და გამოყოფას შორის და ისინი გროვდებიან ჭარბად. ამ მდგომარეობას ჰიპერურიკემია ეწოდება.

შარდმჟავას აღმოჩენა სისხლში მარტივი ლაბორატორიული ანალიზით არის შესაძლებელი. მამაკაცებში შარდმჟავას ნორმალურ მაჩვენებელად მიიჩნევა <7 მგ/დლ (420 მკმოლ/ლ), ხოლო ქალებში <6მგ/დლ (360 მკმოლ/ლ). ამ ციფრების მატება საყურადღებოა და განიხილება, როგორც ჰიპერურიკემია.

როდესაც სისხლში შარდმჟავას დონე გადააჭარბებს ნორმალურ მაჩვენებელს, მისი მარილები იღებენ კრისტალური, უხსნადი სტრუქტურების სახეს, გროვდებიან თირკმელებში, სახსრებში და აზიანებენ სისხლძარღვებს. ეს დაზიანება მრავალმხრივ მექანიზმებს მოიცავს და საბოლოოდ იწვევს გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების ამა თუ იმ ფორმით გამწვავებას და ზოგჯერ, შეუქცევად დაზიანებას.

ჰიპერურიკემია საკმაოდ გავრცელებულია და გვხვდება მსოფლიო მოსახლეობის საშუალოდ 20%-ში. საქართველოში კი 2020 წელს ჩატარებული კვლევით, შარდმჟავას მაღალი დონე მოსახლეობის 27%-ში გამოვლინდა.

ჰირერურიკემიის მნიშვნელობა ჰიპერტენზიის მქონე პირებში დადასტურდა ბევრი მტკიცებულებით და რისკებს შორის მნიშვნელობის პროცენტულ ჩამონათვალში მან გადააჭარბა შაქრიან დიაბეტს.

მათ შორის, დადასტურდა, რომ სისხლში შარდმჟავას მატება ზრდის ჰიპერტენზიის ახლად გამოვლენილ შემთხვევებს, ფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს, გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემთხვევებს. ამ ფაქტორის უგულებელყოფის შედეგად იზრდება უმართავი ჰიპერტენზიის შემთხვევები და ძნელდება წნევის ციფრების რეგულირება.

სწორედ ამიტომ, ევროპის კარდიოლოგთა და ჰიპერტენზიის სართაშორისო საზოგადოებების რეკომენდაციებით შარდმჟავას ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება აუცილებელია ყველასთვის, ვისაც აწუხებს მაღალი არტერიული წნევა, როგორც საწყის ეტაპზე შეფასების მიზნით, ასევე პერიოდული რუტინული გამოკვლევისას.

შარდმჟავას მაღალი ციფრების აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმიც და პაციენტიც უნდა ისწრაფოდნენ, შეინარჩუნონ შარდმჟავას დონე <6 მგ/დლ (360 მკმოლ/ლ), ხოლო თუ პაციენტს უკვე აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკი, რეკომენდებულია მიღწეულ იქნას შარდმჟავას სამიზნე დონე <5 მგ/დლ (300 მკმოლ/ლ). შარდმჟავას შესამცირებლად რეკომენდაციები შემუშავებულია ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ და მოიცავს რჩევებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, სპეციფიური საკვების და მედიკანეტების შეზღუდვას, ასევე ე.წ. შარდმჟავა დამაქვეითებელი პრეპარატების გამოყენებას.

ამრიგად, სისხლში შარდმჟავას დონის შემოწმება აუცილებლი კვლევაა პაცინეტებში მაღალი არტერიული წნევით. ჰიპერურიკემიის აღმოჩენით და შემდგომში მართვით კი შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შემცირება, პოდაგრის და შარდკენჭოვანი დაავადებების თავიდან არიდება და სიცოცხლის გახანგრძლივება.

R

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ არის მნიშვნელოვანი შარდმჟავას ანალიზის შემოწმება არტერიული ჰიპერტენზიის დროს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები