რჩვები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩვები დიასახლისებს

როგორ შევინახოთ ბოსტნეული

იმ ყუთის ძირზე, რომელშიც ბოსტნეულს ინახავთ, დააფინეთ პერგამენტი ან გასანთლული ქაღალდი - კარტოფილი, სტაფილო და კომბოსტო კარგად და საღად შეინახება.

როგორ შევინარჩუნოთ ყავის არომატი

დაფქული ყავა არომატს არ დაკარგავს, თუ მას საყინულეში შეინახავთ.

როგორ დავუბრუნოთ ქვაბს ბზინვარება

მიმწვარ ქვაბს ადვილად გაასუფთავებთ, თუ მასში წამოადუღებთ სოდიან წყალს (2 სუფრის კოვზი სოდა 1 ლიტრ წყალზე).

როგორ გავფცქვნათ მოხარშული კარტოფილი

წრიულად დავსეროთ კარტოფილის კანი და მოვხარშოთ. მოხარშული უმალვე გადავიღოთ ყინულიან წყალში. კანი დაიჭმუჭნება და თვითონ მოსცილდება.

როგორ დავიცვათ ავეჯი მტვრისგან

იმისათვის, რომ მტვერი ავეჯს დიდხანს არ დაედოს, გაწმინდეთ 1 სუფრის კოვზი ანტისტატიკისა და 8 სუფრის კოვზი წყლის ნარევში დასველებული ჩვრით.

როგორ გავწმინდოთ ლამინატი

ლამინატი გაწმინდეთ კარგად გაწურული ჩვრით. ყურადღება მიაქციეთ, რომ გადაბმის ადგილებს წყალი არ მოხვდეს, თორემ ისინი შეიძლება გაიჟღინთოს და გაიბეროს,

როგორ შევინახოთ ბურღული

ბურღული მავნებლებისაგან რომ დაიცვათ, შეინახეთ ქსოვილის ტომრებში. ტომრები წინასწარ 15-20 წუთის განმავლობაში ადუღეთ მარილწყალში, შემდეგ გაუწურავად გააშრეთ. ასევე შეიძლება შევინახოთ ჩირიც.

როგორ უზრუნველვყოთ მცენარეები სითხით?

თუ უქმეებზე შინიდან წასვლა მოგიწიათ და შიშობთ, რომ ქოთნის მცნარეები უწყლოდ ვერ გაძლებენ, აიღეთ პატარა პლასტმასის ბოთლები, აავსეთ წყლით, სწრაფად გადმოაბრუნეთ და ყელით ქოთანში ჩაარჭეთ. 3-4 დღის განმავლობაში თქვენი მცენარეები წყლით უზრუნველყოფილნი იქნებიან.

როგორ გავასუფთაოთ საშხაპე

საშხაპის კარი გაწმინდეთ ძმრით დასველებული ღრუბლით - კარზე ორთქლისა და წყლის ნალექი აღარ გაჩნდება.

როგორ გავასწოროთ ნივთები უთოს გარეშე?

თუ სასწრაფოდ გჭირდებათ დაჭმუჭნილი პერანგის დაუთოება, მაგრამ უთო ხელთ არ გაქვთ, დაკიდეთ ის აბაზანის თავზე და მოუშვით ცხელი წყალი. აბაზანის კარი დახურეთ. რაც უფრო მეტხანს გააჩერებთ ნივთს ორთქლში, მით უკეთესად გასწორდება მასზე ნაკეცები.

ახალია თუ არა თევზი?

ახალი თევზის ქერცლი გამჭვირვალე ლორწოთია დაფარული, თვალები არ არის უფერული და ამღვრეული. თუ შიგნეულს დავაწვებით, ღრმული ხელის აღებისთანავე ამოივსება.

როგორ შევინახოთ კაკალი

კაკალი, მოგეხსენებათ, ცხიმს შეიცავს, ამიტომ უმჯობესია საყინულეში შევინახოთ, რათა არ გამოშრეს.

როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს სიპრიალე

თუ მუქი ფერის ტრიკოტაჟის ნივთის ზედაპირი გაპრიალდა, ის ქაფქაფა ყავაში დასველებული უხეში ჯაგრისით უნდა გავწმინდოთ.

როგორ გავწმინდოთ ჭუჭყიანი და დალაქავებული ლარნაკი

მინის ან ბროლის ლარნაკი, რომელშიც დიდხანს ეწყო ყვავილები, კარგავს ბზინვარებას და კედლებზე ნალექი და ნადები უჩნდება, რომელიც მარილებისგან არის წარმოქმნილი. ჩაასხით ლარნაკში ძმრისა და მარილის ხსნარი და ერთხანს გააჩერეთ.

როგორ შევინარჩუნოთ სახლში წესრიგი და სისუფთავე მინიმალური ძალისხმევით?

დაიცავით რამდენიმე წესი:

  • დაყავით სახლი ზონებად.
  • ყოველდღე მხოლოდ თითო ზონა დაალაგეთ. ამისთვის 15 წუთიც გეყოფათ.
  • გადაყარეთ ზედმეტი ძველმანები.
  • ყოველდღიურად, როგორი დაკავებულიც უნდა იყოთ, ბზინვარებამდე გაწმინდეთ სამზარეულოს ნიჟარა.
  • მოაწყვეთ გენერალური დალაგება კვირაში ერთხელ.
  • ნუ დაელოდებით სახლის მეტისმეტად გაჭუჭყიანებას.