სტატინებს მოულოდნელი სასარგებლო ეფექტი აღმოაჩნდა
ეს დასკვნა გააკეთეს ოქსფორდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარებმა.
მეცნიერებმა გაანალიზეს 2000-ზე მეტი ბრიტანელის მონაცემები, რომლებიც შეგროვდა ინტერნეტში პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე, როდესაც ადამიანები მთელ მსოფლიოში განიცდიდნენ სტრესის ძალიან მაღალ დონეს და ფსიქიკური დაავადებების სიხშირის ზრდას.
კვლევის მონაწილეებს სთხოვეს აღეწერათ მათი ცხოვრების წესი, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომების არსებობა, მედიკამენტები, რომლებსაც იღებენ. გარდა ამისა, მონაწილეებმა ჩაატარეს კოგნიტური ტესტები, რომლებიც აფასებენ ადამიანის მიდრეკილებას დეპრესიისადმი. ერთ-ერთი დავალების დროს მონაწილეებს უნდა დაედგინათ, რა ემოციებს გამოხატავს ფოტოზე გამოსახული ადამიანების სახეები.
მონაწილეთა უმეტესობა (84%) არ იღებდა მედიკამენტებს, ხოლო დანარჩენი იღებდა მხოლოდ სტატინებს (წამლები, რომლებიც ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს და, შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს), ან მხოლოდ წამლებს, რომლებიც ახდენენ არტერიული წნევის ნორმალიზებას, ან ორივეს.
შედეგად, გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ სტატინებს, გაცილებით ნაკლებად აღიქვამდნენ მათ სახეზე დაწერილ შიშს ან ბრაზს - უარყოფით ემოციებად.
ისინი უფრო მეტად აფასებდნენ ამ ემოციებს დადებითად. აღქმის „ნათელ“ მხარეზე ამგვარი გადასვლა, მკვლევარების აზრით, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს დეპრესიის სამკურნალოდ.
სავარაუდოდ სტატინები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ამუშავებს ტვინი ემოციებს და შეიძლება შეამციროს დეპრესიის რისკი. თუ ეს ეფექტი დადასტურდება შემდგომ კვლევებში, მაშინ შესაძლებელია, რომ მომავალში სტატინები დაინიშნოს, როგორც დეპრესიის პრევენციის საშუალება, თვლიან მეცნიერები.