/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

დიაბეტური დისლიპიდემია-თანამედროვე მიდგომები

ავტორები: ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელენე გიორგაძე;

330352112-192948116688441-1621623268765555340-n-1682322874.jpg

ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ენდოკრინოლოგი ვაჟა ვაჭარაძე.

სტატიის მხარდამჭერია კორეული კომპანია ქეარ სენსი, რომელიც აწარმოებს მსოფლიოში საუკეთესო ხუთეულში შესულ გლუკომეტრს და ჩხირებს.

n-eco-v3-1682334324.jpg

დისლიპიდემია, იგივე ცხიმოვანი ცვლის დარღვევა- მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 მქონე პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების კუთხით. მისი ათეროგენობა გამოიხატება ეგრეთ წოდებული „ტრიადის“ განვითარებით- დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) მომატებული მაჩვენებლით, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) შემცირებით და ტრიგლიცერიდების (TG) კონცენტრაციის მატებით. ნახსენები პრობლემის მოსაგვარებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომპლექსურ მიდგომას, რაც გულისხმობს გლიკემიის ხშირ კონტროლს (გლუკომეტრის ან გლუკოზის მუდმივი მონიტორინგის მეშვეობით-CGMS), ცხოვრების წესის ცვლილებას და შესაბამის ფარმაკოთერაპიას.

მაღალი ტრიგლიცერიდების (TG) კონცენტრაცია, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) შემცველობის მატება და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) შემცირება ცნობილია, როგორც ათეროგენული დიაბეტური დისლიპიდემია (ADD).

საკვების შედეგად მიღებული ცხიმოვანი მჟავები ტრიგლიცერიდების სახით ინახება ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედების მიერ და გამოიყოფა ქილომიკრონების სახით, რომელიც ღვიძლის გავლით გამონთავისუფლდება სისტემურ ცირკულაციაში.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

არაესტერიფიცირებული ცხიმოვანი მჟავები (NEFA) გამონთავისუფლდებიან ცხიმოვანი უჯრედებიდან ანუ ადიპოციტებიდან ჰორმონ სენსიტიური ლიპაზას მეშვეობით (HSL). ინსულინი თრგუნავს ზემოთქმულ პროცესს, შესაბამისად შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელი ინსულინის დეფიციტის/რეზისტენტობის დროს ვიღებთ ჭარბი რაოდენობით არაესტერიფიცირებულ ცხიმოვან მჟავებს (NEFA). ის წარმოადგენს მთავარ რგოლს დისლიპიდემიის განვითარებაში შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის მქონე პაციენტებისთვის.

ღვიძლში წარმოქმნილი ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (VLDL) პერიფერიულ ქსოვილებში ლიპოპროტეინ ლიპაზას (LPL) მეშვეობით გამოანთავისუფლებს ცხიმოვან მჟავებს და მის ნარჩენ ნაწილაკებს, რომლებიც ცნობილია როგორც საშუალო სიმკვრივის ლიპოპროტეინები (IDL). საშუალო სიმკვრივის ლიპოროტეინები ბრუნდებიან ღვიძლში, სადაც გადამუშავების შედეგად ხდება მათი გარდაქმნა დაბალის სიმკვრივის ლიპოპროტეინებად (LDL). ინსულინი უზრუნველყოფს თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების პროდუქცია (FFA) და აპოლიპოპროტეინ B100 (ApoB-100) დეგრადაციას. აპოლიპოპროტეინის მაღალი შემცველობა ათეროსკლეროზის განვითარების ერთ-ერთი სარწმუნო ინდიკატორია. ApoB-100 შედის ისეთი ლიპოპროტეინების შემადგენლობაში, როგორიცაა ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (VLDL), საშუალო სიმკვრივის ლიპოპროტეინები (IDL) და დაბალი სიმკვირივის ლიპოპროტეინები (LDL). ინსულინის დეფიციტის ან რეზისტენტობის ფონზე არ წყდება თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების სეკრეცია, სამაგიეროდ საგრძნობლად ქვეითდება ApoB უჯრედშიდა დეგრადაცია, რაც შესაბამის გარემოს ქმნის ათეროსკლეროზის განვითარებისთვის. გლუკოზის მაღალი მაჩვენებლის დროს წარმოიქმნება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (VLDL), რომელიც მდიდარია ტრიგლიცერიდების შემცველობით.

ტრიგლიცერიდების მაღალი კონცენტრაცია გავლენას ახდენს დაბალი და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმზე. მაღალი ტრიგლიცერიდების ფონზე დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL), რომელიც „ცუდი ქოლესტერინის“ სახელითაც მოიხსენიება, ზომაში მცირდება, უფრო მკვრივდება და საგრძნობლად ათეროგენული ხდება. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL), ეგრეთ წოდებული „კარგი ქოლესტერინი“, ჰიპერტრიგლიცერიდემიის ფონზე ადვილად დეგრადირდება და გამოიდევნება ორგანიზმიდან თირკმლის მილაკოვანი უჯრედების მეშვეობით.

დიაბეტური დისლიპიდემიის მართვა

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ლიპიდური პროფილი უნდა შემოწმდეს დიაგნოზის დასმისთანავე. ამის შემდგომ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, 3 წელიწადში მინიმუმ ერთხელ საჭიროა ცხიმოვანი ცვლის კონტროლი. სტატინებით მკურნალობის ფონზე მნიშვნელოვანია ლიპიდური პროფილის განსაზღვრა 4-12 კვირიან ინტერვალში. ამასთანავე, არ უნდა დავივიწყოთ სისხლში გლუკოზის შემცველობა, შესაბამისი ანალიზები თუ გლიკემიური პროფილი (გლუკომეტრის თუ გლუკოზის მუდმივი მონიტორინგის-CGMS მეშვეობით).

ცხოვრების წესის ცვლილება

ჯანსაღი ცხოვრების სტილი ერთ-ერთ მთავარ იარაღს წარმოადგენს ათეროგენული დიაბეტური დისლიპიდემიის (ADD) წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯანსაღი კვების რეჟიმი, შესაბამისი ფიზიკური აქტივობა და წონაში კლება უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მიღწევას. რეგულარული ვარჯიში და წონის კლება საგრძნობლად ამცირებს ინსულინრეზისტენტობის ხარისხს და მასთან ასოცირებულ რისკ ფაქტორებს. უახლესი რეკომენდაციების მიხედვით, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები სასურველია კვირის განმავლობაში მინიმუმ 150 წუთი დაკავდნენ ზომიერი თუ მაღალი ინტენსივობის აერობული ვარჯიშებით. კვირის განმავლობაში საჭიროა მინიმუმ 3 დღე ვარჯიში, ისე რომ ზედიზედ 2 დღე არ დაეთმოს აღდგენას/დასვენებას. სასურველია რეზისტენტული ვარჯიშის 2-3 სესია კვირაში. წონის კლება 5-10% თვალსაჩინოდ ამცირებს ინსულინრეზისტენტობის და დისლიპიდემიის ხარისხს. მწეველობა დიდწილად განაპირობებს ათეროგენული დიაბეტური დისლიპიდემიის ჩამოყალიბებას, შესაბამისად თამბაქოს და მისი პროდუქტების მოხმარების შემცირება აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. რეკომენდირებულია ალკოჰოლის მიღების შემცირება/შეწყვეტა, რადგან ჭარბი ალკოჰოლი უზრუნველყოფს ტრიგლიცერიდების (TG) მატებას. ნუტრიციოლოგიური კუთხით, მნიშვნელოვანია კვების რაციონში მარტივი ნახშირწყლების და არასასურველი ცხიმების (ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების და ტრანსცხიმების) შემცირება. ნახშირწყლების ჭარბი რაოდენობით მიღება განაპირობებს ტრიგლიცერიდების (TG) კონცენტრაციის მატებას, რითაც ამძიმებს ათეროგენული დიაბეტური დისლიპიდემიის მიმდინარეობას. კვების კუთხით აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთ პროდუქტებზე როგორიცაა: მცენარეული სტანოლები/სტეროლები, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ბოჭკოს შემცველი საკვები ( შვრია, პარკოსნები, ციტრუსები). ზოგადი რეკომენდაციის სახით, ნუტრიციოლოგები გვირჩევენ მთლიანი მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილის, თხილეულის, უცხიმო ხორცის და დაბალ-ცხიმიანი რძის ნაწარმის მიღებას.

მედიკამენტებიდან, რომლებიც აუარესებენ ათეროგენული დიაბეტური დისლიპიდემიის მიმდინარეობას აღსანიშნავია (ესტროგენის შემცველი კონტრაცეპტივები, რეტინოიდები და თიაზიდური შარდმდენები). გლიკემიის კონტროლი (გლუკომეტრის თუ გლუკოზის მუდმივი მონიტორინგის-CGMS მეშვეობით) და მისი ნორმალიზება მნიშვნელოვანი რგოლია ლიპიდური სპექტრის მოწესრიგების კუთხით.

მედიკამენტოზური თერაპია ათეროგენული დიაბეტური დისლიპიდემიის წინააღმდეგ

მედიკამენტოზური თერაპიის კუთხით აღსანიშნავია ისეთი აგენტების გამოყენება, როგორიცაა: სტატინები, ეზეტიმიბი, PCSK9 ინჰიბიტორები, ნაღვლის მჟავას სეკვესტრანტები.

R

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დიაბეტური დისლიპიდემია-თანამედროვე მიდგომები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები