სოციალური ცხოვრების 7 მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს ხანდაზმულთა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე
რომ სოციალური რისკები ისეთივე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, როგორც ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. კვლევა გამოქვეყნდა Proceedings of the National Academy of Sciences-ში.
მკვლევარებმა გამოიკვლიეს 65 წელზე უფროსი ასაკის 8250 ზრდასრული ადამიანი. გამოკითხვიდან ოთხი წლის განმავლობაში 22% გარდაიცვალა.
მკვლევარებმა განიხილეს სოციალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული 183 მახასიათებლის გავლენა, რომლებსაც შეუძლიათ სიკვდილის მაღალი რისკის პროგნოზირება.
მკვლევარებმა გამოავლინეს შვიდი მახასიათებელი:
- ბინძურ უბანში ცხოვრება;
- ფინანსების ცუდი კონტროლი;
- ბავშვებთან შეხვედრა წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მათტან ურთიერთობის დეფიციტი;
- ანაზღაურებადი სამუშაოს უქონლობა;
- მოხალისეობრივ ორგანიზაციებში მონაწილეობის შეზღუდვა,
- მარტოობის გრძნობა;
- სხვების მხრიდან უპატივცემულობის გრძნობა.
”ჩვენ ხშირად ვაზვიადებთ სამედიცინო პირობების მნიშვნელობას, როდესაც ვფიქრობთ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ეს კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი სოციალური ცხოვრება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი სამედიცინო პირობები. ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ შევიმუშავეთ 10 კითხვისგან შემდგარი კითხვარი, რომელშიდაც სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირებისთვის, გამოყენებულია ასაკი, სქესი და სოციალური მახასიათებლები “, - განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა დოქტორ საჩინ ჯ. შაჰიმ.