/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რამდენიმე წლის წინ თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ...

რამდენიმე წლის წინ თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ...
ჟურნალისტი ლალი ფაცია დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გაუჩინარებას კიდევ ერთ საგულისხმო პუბლიკაციას უძღვნის:

ღამის 23 საათისთვის სოციალური ქსელის ჯგუფში დაიწერა, რომ დიდ დიღომში 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს ეძებდნენ. აღწერილი იყო მისი გარეგნობა, სამოსი, მითითებული იყო საკონტაქტო ნომრებიც, სავარაუდოდ, მშობლების. რამდენიმე წუთში მთელი ქუჩა, უბანი გამოვიდა და ერთ დიდ ტალღად იქცა. მოზარდის სახელი ექოსავით ისმოდა კორპუსებს შორის, ქუჩის ბნელ ადგილებში, ხეივნებში, სკვერთან, ქვეითად მოსიარულე ადამიანებისგან, მანქანებიდან... პარალელურად, ახლობლები რეკავდნენ მის მეგობრებთან, ნაცნობებთან - არავინ არაფერი იცოდა. 12 წლის ოქროსფერთმიანი ანა მხოლოდ მისი ოჯახის კი არა, გარშემო ყველა ქალისა და კაცის შვილი იყო. ვეძებდით ყველგან, ტელეფონის ფარნებით, ხელის ცეცებით, ვუხმობდით ჯერ გაუბედავად, შემდეგ მთელი ხმით. გამვლელებს ვეკითხებოდით, გრძელთმიანი, მწვანექურთუკიანი გოგონა ხომ არ შეუმჩნევიათ. მისი პოვნის მოლოდინის ყოველი წუთი, ყოველი ადამიანის გაბზარული ხმა გულის ჩხვლეტასავით მტკივა. რატომღაც მეგონა, რომელიმე მარკეტიდან ან სკვერიდან გამოვიდოდა, გაოცებული, საყვედურნარევი თვალებით, დამორცხვებული და იტყოდა, აქა ვარ, ტელეფონი დამიჯდაო, როგორც მისი თაობის ბავშვები ამბობენ ასეთ დროს. ტელეფონი ნამდვილად დაუჯდა, ოღონდ შიშისგან გადარეული მშობლების ასობით ზარის შემდეგ. ხალხი ყოველ წუთს მატულობდა. ადგილზე იყო პოლიციაც. პარალელურად, სოციალური ქსელის ჯგუფში იდებოდა კომენტარები, პოსტები იმ იმედით, რომ გოგონაზე ვინმეს რამე ეცოდინებოდა.

ასე გავიგეთ, რომ გვიან ღამით, 23 საათის შემდეგ, ქალმა ნახა გოგონა, რომელიც საქანელაზე ქანაობდა. ისევ გაჩნდა იმედის ნაპერწკალი - თუ იმ დროს იქვე, ეზოში შენიშნეს, იქნებ მართლა შორიახლოს იყო, ტელეფონი დაუჯდა, დრო გაეპარა. შემდეგ ჩოჩქოლი შემოგვესმა და სამ კორპუსს შორის მოქცეულ სკვერთან, ავტოფარეხის გვერდით მოვგროვდით. იქ მყოფებმა თქვეს, რომ გოგონა უგონოდ იყო. შემდეგ მოგუდული ტირილის ხმები მომესმა. გოგონასთან პირველად მშობლები მივიდნენ. "თბილია", - თქვა ვიღაცამ... "ცოცხალი აღარაა", - აღმოხდა სხვას. მუხლებზე დაცემული დედა შვილის გათბობას საკუთარი სხეულით ცდილობდა და ღმერთს ეხვეწებოდა: "მაჩუქე, ანის სიცოცხლე, გთხოვ"... დავინახე ძირს გართხმული გოგონაც, რომელიც თავის დაიკოს ევედრებოდა, არ დამტოვოო... შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადაც, რომლის თანამშრომლები თითქმის 40 წუთის განმავლობაში გოგონას ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ, მაგრამ ამაოდ - ოფლში გახვითქული ექიმები ხელებჩამოყრილი გამოვიდნენ. პოლიციელები, კრიმინალისტები ხელების აწევით გვთხოვდნენ, არაფერი გვკითხოთო...

"რამდენიმე წლის წინ თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ..."

ხატია, 37 წლის:

- ამ უბანში ყველა ერთმანეთს იცნობს. გოგონას ოჯახსაც ვიცნობ, ძალიან კარგი, მშვიდი და შეთანხმებული ოჯახია. დებს, მაგდასა და ანის ხშირად ვხედავდი ერთად. თვალებიდან არ ამომდის მისი ღმუილი, როდესაც დის ჯერ კიდევ თბილი სხეული ნახა მიწაზე. უბედურ დედ-მამაზე არაფერს ვამბობ. ღმერთმა შეაძლებინოთ ცხოვრების გაგრძელება...

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ძალადობის ვერსია იმიტომ წამოვიდა,­ რომ ბავშვი იმ დროს იმ ადგილას არ უნდა ყოფილიყო, თან ყელზე მცირედი დაზიანებებიც ჰქონია. კი ითქვა, რომ ყელზე დაზიანება სასიკვდილო ვერ იქნებოდა, მაგრამ უმწეო ბავშვის გაგუდვა პირზე ხელის აფარებით და ცხვირის დაცობითაც შეიძლება.­ ბნელ და მიტოვებულ ადგილას თვითონ არ მივიდოდა და ამიტომაც ითქვა, შესაძლოა იცნობდა ვიღაცას, ვისაც ენდო და ვინც შემდეგ მოკლა და, ალბათ, იმ ადგილას მერე მიიყვანაო... გარშემო მაღალსართულიანი კორპუსებია, თან ახლო-ახლო და რამე ხმაური რომ ყოფილიყო, პირველ რიგში მე გავიგებდი, რადგან იქვე მაღაზია მაქვს და გვიანობამდე მიწევს ყოფნა. ქუჩაში რას ლაპარაკობენ, პირველი-მეორე სართულის ბინადრებს ესმით. კივილის ხმა რომ ყოფილიყო, ყველა გამოვიდოდა ბავშვის საშველად. ეტყობა, მართლა გადასცდა მშრალი სუპი, მერე გული აერია და გაიგუდა. შესაძლოა საკვები რომ გადასცდა, იფიქრა, გულს ავირევო და მოფარებულში შევიდა.

წელიწადზე მეტია, რაც იმ ადგილასა და სტადიონის ჩაყოლებაზე გარე განათების ნათურები გადამწვარია. ხშირად ვრეკავთ მერიაში, გამგეობაში, მაგრამ თავს არავინ იწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსები ახლოს არის, საღამოობით აქ მაინც არის უსიამოვნო შეკრებები, განსაკუთრებით ზაფხულობით. ხშირად გარჩევებია, სკოლიდან გამოპარული ბავშვებიც იყრიან იქ თავს, სიგარეტს და კიდევ ვინ იცის, რას ეწევიან. ვინც ძაღლს ასეირნებს, სულ წუწუნებენ, რომ არაერთხელ უნახავთ ერთჯერადი შპრიცები. ბიჭები, მათ შორის არასრულწლოვნებიც, იქ ლუდსა და არაყს სვამენ, ამიტომაც აქციეს ნაგავსაყრელად. ეს ღამე ხდება, თორემ დღე, სულ ხალხი მიდი-მოდის. ღამით ჩაბნელებული რომ არ ყოფილიყო იქაურობა, შესაძლოა ეს უბედურება არ დატრიალებულიყო. რამდენიმე წლის წინ თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ...

ძალადობა თითქმის გამორიცხულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მერცხალივით ბავშვი, რომელიც ჩვენ თვალწინ იზრდებოდა და ეზოში ასკინკილას თამაშობდა, ერთ ღამესაც შინ გარდაცვლილი მიასვენეს. ეს ტრაგედიაა, რომელსაც მიზეზი აუცილებლად ექნება და იმედია, გამოძიება პასუხს გასცემს... წაიკითხეთ სტატია სრულად

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რამდენიმე წლის წინ თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები