/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
ალცჰაიმერის დაავადების საწყის სტადიაში აღმოჩენა შესაძლებელი გახდება. დიაგნოსტირების ახალი სახელმძღვანელოს მეოხებით ალცჰაიმერის დაავადებას იმ სტადიაშივე ამოიცნობენ, როცა

ამილოიდური ფოლაქები იწყებენ თავის ტვინში ჩამოყალიბებას და ჯანმრთელობაზე აშკარა გავლენას არ ახდენენ. ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა ჯობს სწორედ ამ ეტაპზე დაიწყოს, როცა დემენციის განვითარებამდე, სულ ცოტა, 10 წელია დარჩენილი.

ადრეული დიაგნოსტირების ჩატარებას სპეციალისტები ტომოგრაფიის, თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევისა და სპეციფიკური ბიომარკერების გამოვლენის საფუძველზე აპირებენ.

ალცჰაიმერის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოში ცვლილებები ბოლო 25 წლის მანძილზე პირველად იქნა შეტანილი. ამ ცვლილებებზე მუშაობდა სამი კომისია, რომელთა დასკვნასაც დაეთანხმნენ აშშ-ის დაბერების პრობლემების შემსწავლელი ნაციონალური ინსტიტუტი და ასოციაცია. ახალი სახელმძღვანელოს თანახმად, ალცჰაიმერის დაავადება სამ: გვიან, ადრეულ და პრეკლინიკურ - სტადიას მოიცავს.

დღესდღეობით არსებულ პრეპარატებს შეუძლია დაავადების კლინიკური გამოვლინების შემსუბუქება, მაგრამ პროცესის შეჩერების უნარი არ შესწევს. მრავალი მკვლევარის აზრით, პრეპარატები იმიტომ არ ახდენს სათანადო ეფექტს, რომ ავადმყოფები მათ მიღებას მეტისმეტად გვიან იწყებენ. აქამდე ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტიკას მეხსიერების დარღვევის გამომწვევი სხვა მიზეზების (მათ შორის - ინსულტის, თავის ტვინის სიმსივნეების, ალკოჰოლიზმის) გამორიცხვით ახდენდნენ, დიაგნოზის დადასტურება კი შესაძლებელი იყო მხოლოდ ავადმყოფის სიკვდილის შემდეგ, მისი პათანატომიური გაკვეთის გზით. ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტიკის ახალმა სახელმძღვანელომ გაიარა მედიცინაში ფართოდ დანერგვისთვის აუცილებელი პირველი ეტაპი. ცვლილების ავტორები სხვა ექსპერტების კომენტარებს ელიან.

ფიზიკური აქტიურობა ქიმიოთერაპიის გვერდით ეფექტებს ამარცხებს

ადამიანებმა, რომლებმაც დაამარცხეს კიბო ან რომელთა მკურნალობა ჯერ არ დასრულებულა, ბევრი უნდა იმოძრაონ. ქიმიოთერაპიით მკურნალობისას პაციენტებს კუნთები იმდენად უსუსტდებათ და ორგანიზმში იმდენი ცხიმი უგროვდებათ, რამდენიც, მაგალითად, დაბერების 10 წლის მანძილზე. გამოქვეყნებული რეკომენდაციების მიხედვით, ყოფილი ონკოდაავადებულებისთვის აუცილებელია იმდენივე ვარჯიში, რამდენიც ჯანმრთელი ადამიანისთვის, ანუ კვირაში დაახლოებით 2,5 საათი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის თანამშრომლის, დოქტორ ჯულია როულანდის თქმით, ქიმიოთერაპიით ნამკურნალევი ადამიანებისგან შეუძლებელს არავინ ითხოვს; საკმარისია, მაგალითად, ძაღლის გასეირნება, გოლფის თამაში... სულ უფრო მეტი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ფიზიკური აქტიურობა ქიმიოთერაპიის ხანგრძლივ კურსგავლილ პაციენტს კიბოსთან დაკავშირებული დაღლილობის შემსუბუქებასა და დაკარგული ფიზიკური ფორმის აღდგენაში ეხმარება.

საგულისხმოა ისიც, რომ კიბოსგან განკურნებულ 12 მილიონ ამერიკელს შორის შეიმჩნევა ასეთი ტენდენცია: ფიზიკურად უფრო მეტად აქტიურებს დაქვეითებული აქვთ კიბოს რეციდივის განვითარების რისკი. ალაბამის უნივერსიტეტის ექიმმა ვენდი დენმარკ-ვანეფრიდმა ახლახან გამოიკვლია სარძევე ჯირკვლის კიბოგადატანილი 641 ქალი და აღმოაჩინა, რომ სახლის პირობებში მცირედი ძალისმიერი ვარჯიში და ჯანსაღი კვება ფიზიკური ფორმის დაკარგვის პროცესს აფერხებს.

კიბოსგან განკურნებულთათვის შემუშავებულია ვარჯიშების სპეციალური პროგრამა. ამერიკაში სპორტული მედიცინის კოლეჯი ამზადებს მწვრთნელებს, რომლებიც ამ კუთხით სპეციალიზდებიან, თუმცა აუცილებელია, ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა პაციენტმა თავის ონკოლოგთან შეათანხმოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მედიცინის სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ამილოიდური ფოლაქები იწყებენ თავის ტვინში ჩამოყალიბებას და ჯანმრთელობაზე აშკარა გავლენას არ ახდენენ. ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა ჯობს სწორედ ამ ეტაპზე დაიწყოს, როცა დემენციის განვითარებამდე, სულ ცოტა, 10 წელია დარჩენილი.

ადრეული დიაგნოსტირების ჩატარებას სპეციალისტები ტომოგრაფიის, თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევისა და სპეციფიკური ბიომარკერების გამოვლენის საფუძველზე აპირებენ.

ალცჰაიმერის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოში ცვლილებები ბოლო 25 წლის მანძილზე პირველად იქნა შეტანილი. ამ ცვლილებებზე მუშაობდა სამი კომისია, რომელთა დასკვნასაც დაეთანხმნენ აშშ-ის დაბერების პრობლემების შემსწავლელი ნაციონალური ინსტიტუტი და ასოციაცია. ახალი სახელმძღვანელოს თანახმად, ალცჰაიმერის დაავადება სამ: გვიან, ადრეულ და პრეკლინიკურ - სტადიას მოიცავს.

დღესდღეობით არსებულ პრეპარატებს შეუძლია დაავადების კლინიკური გამოვლინების შემსუბუქება, მაგრამ პროცესის შეჩერების უნარი არ შესწევს. მრავალი მკვლევარის აზრით, პრეპარატები იმიტომ არ ახდენს სათანადო ეფექტს, რომ ავადმყოფები მათ მიღებას მეტისმეტად გვიან იწყებენ. აქამდე ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტიკას მეხსიერების დარღვევის გამომწვევი სხვა მიზეზების (მათ შორის - ინსულტის, თავის ტვინის სიმსივნეების, ალკოჰოლიზმის) გამორიცხვით ახდენდნენ, დიაგნოზის დადასტურება კი შესაძლებელი იყო მხოლოდ ავადმყოფის სიკვდილის შემდეგ, მისი პათანატომიური გაკვეთის გზით. ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტიკის ახალმა სახელმძღვანელომ გაიარა მედიცინაში ფართოდ დანერგვისთვის აუცილებელი პირველი ეტაპი. ცვლილების ავტორები სხვა ექსპერტების კომენტარებს ელიან.

ფიზიკური აქტიურობა ქიმიოთერაპიის გვერდით ეფექტებს ამარცხებს

ადამიანებმა, რომლებმაც დაამარცხეს კიბო ან რომელთა მკურნალობა ჯერ არ დასრულებულა, ბევრი უნდა იმოძრაონ. ქიმიოთერაპიით მკურნალობისას პაციენტებს კუნთები იმდენად უსუსტდებათ და ორგანიზმში იმდენი ცხიმი უგროვდებათ, რამდენიც, მაგალითად, დაბერების 10 წლის მანძილზე. გამოქვეყნებული რეკომენდაციების მიხედვით, ყოფილი ონკოდაავადებულებისთვის აუცილებელია იმდენივე ვარჯიში, რამდენიც ჯანმრთელი ადამიანისთვის, ანუ კვირაში დაახლოებით 2,5 საათი.

კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის თანამშრომლის, დოქტორ ჯულია როულანდის თქმით, ქიმიოთერაპიით ნამკურნალევი ადამიანებისგან შეუძლებელს არავინ ითხოვს; საკმარისია, მაგალითად, ძაღლის გასეირნება, გოლფის თამაში... სულ უფრო მეტი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ფიზიკური აქტიურობა ქიმიოთერაპიის ხანგრძლივ კურსგავლილ პაციენტს კიბოსთან დაკავშირებული დაღლილობის შემსუბუქებასა და დაკარგული ფიზიკური ფორმის აღდგენაში ეხმარება.

საგულისხმოა ისიც, რომ კიბოსგან განკურნებულ 12 მილიონ ამერიკელს შორის შეიმჩნევა ასეთი ტენდენცია: ფიზიკურად უფრო მეტად აქტიურებს დაქვეითებული აქვთ კიბოს რეციდივის განვითარების რისკი. ალაბამის უნივერსიტეტის ექიმმა ვენდი დენმარკ-ვანეფრიდმა ახლახან გამოიკვლია სარძევე ჯირკვლის კიბოგადატანილი 641 ქალი და აღმოაჩინა, რომ სახლის პირობებში მცირედი ძალისმიერი ვარჯიში და ჯანსაღი კვება ფიზიკური ფორმის დაკარგვის პროცესს აფერხებს.

კიბოსგან განკურნებულთათვის შემუშავებულია ვარჯიშების სპეციალური პროგრამა. ამერიკაში სპორტული მედიცინის კოლეჯი ამზადებს მწვრთნელებს, რომლებიც ამ კუთხით სპეციალიზდებიან, თუმცა აუცილებელია, ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა პაციენტმა თავის ონკოლოგთან შეათანხმოს.


ძლიერი სტრესი ხელს უშლის ჩასახვას

18-დან 40 წლამდე ასაკის 274 ჯანმრთელ ქალს, რომლებიც ბუნებრივი გზით დაორსულებას გეგმავდნენ, ოქსფორდელმა მეცნიერებმა სისხლში სტრესის ჰორმონის დონის განსასაზღვრავად გამოკვლევა ჩაუტარეს - მას, ვისაც ამ ჰორმონის შემცველობა განსაკუთრებით მაღალი ჰქონდა, იმ თვეში დაორსულების ნაკლები შანსი აღმოაჩნდა. მეცნიერები ამბობენ, რომ მართალია, საჭიროა დამატებითი გამოკვლევები, მაგრამ უკვე ნათელია, რომ მოდუნების ტექნიკა ამ საკითხში სასიკეთო შედეგს გამოიღებს.

ცნობილია, რომ სიმსუქნე, თამბაქოს წევა და სმა ჩასახვის ალბათობას ამცირებს, მაგრამ სტრესის მავნე გავლენა აქამდე არ შეუსწავლიათ. გამოკვლევის დროს ქალებს ნერწყვში სტრესის ორი ჰორმონის: ადრენალინის (გამომუშავდება მოსალოდნელი საფრთხის, შიშის დროს და მონაწილეობს რეაქციის "სცემე ან გაიქეცის" რეალიზებაში) და კორტიზოლის (უკავშირდება ხანგრძლივ სტრესულ სიტუაციებს) - შემცველობა გაუზომეს. ქალებს, რომელთაც ოვულაციის პერიოდში ალფა-ამილაზის (ფერმენტი, რომელიც გვიჩვენებს ადრენალინის დონეს) მაღალი დონე აღმოაჩნდათ, ჩასახვის ალბათობა 12%-ით ნაკლები ჰქონდათ.

საინტერესოა, რომ სტრესის მეორე ჰორმონის - კორტიზოლის დონე დაორსულების შესაძლებლობაზე გავლენას არ ახდენდა.

დიდი ხანია, რაც უშვილობას სტრესს უკავშირებენ, მაგრამ ეს თეორია მეცნიერულად დღემდე არ დაუსაბუთებიათ. ოქსფორდის უნივერსიტეტის პერინატალური განყოფილების ეპიდემიოლოგმა დოქტორმა სესილია ფაიფერმა განაცხადა, რომ მისი გამოკვლევის მიზანი იყო, თავად გაერკვია, რა ახდენს გავლენას ჯანმრთელი ქალის ორსულობაზე. მისი თქმით, ეს გახლდათ პირველი გამოკვლევა, რომელიც დაორსულებასა და სტრესის დონეს შორის ურთიერთკავშირის დასადგენად იყო გამიზნული. მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ წყვილმა, რომელიც შვილის გაჩენას გეგმავს, ყველაფერი უნდა იღონოს ნერვული დაძაბულობის გამომწვევი ფაქტორებისთვის თავის ასარიდებლად. ფაიფერის აზრით, ზოგიერთ ქალს ამაში შესაძლოა იოგა ან მედიტაცია დაეხმაროს.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ინსულტის დიაგნოსტიკის საუკეთესო მეთოდად აღიარეს

ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის მიერ გამოშვებული ახალი სახელმძღვანელოს მიხედვით, ინსულტის დიაგნოსტიკის კუთხით კომპიუტერული ტომოგრაფია ჩამორჩება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას. გამოკვლევა ცხადყოფს, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით ინსულტის გამოვლენა ასიდან 83 შემთხვევაში ხდება, მაშინ როცა კომპიუტერული ტომოგრაფია მხოლოდ 26 შემთხვევაში იძლევა ზუსტ პასუხს.

გერმანიის იოჰან ვესლინგის კლინიკური ცენტრის დოქტორი, კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი ეტერ შელინგერი ამბობს: "აქამდე კომპიუტერული ტომოგრაფია ინსულტის დიაგნოსტირების სტანდარტულ მეთოდს წარმოადგენდა, მაგრამ იშემიური ინსულტის შემთხვევაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შესაძლებლობა კომპიუტერული ტომოგრაფიისას საგრძნობლად აღემატება". კომპიუტერული ტომოგრაფიით იღებენ რენტგენოგრამათა მთელ წყებას, რომლებიც შემდგომში კომპიუტერული პროგრამის დახმარებით ერთიანდება. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროსაც ხდება გამოსახულების კომპიუტერული დამუშავება, მაგრამ ამ მეთოდის საფუძველს მაგნიტური და რადიოტალღები წარმოადგენს.

დოქტორ შელინგერის განმარტებით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სპეციალური რეჟიმი ინსულტის ზოგიერთი ფორმის დროს ტვინის დაზიანების სურათის მიღების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით შესაძლებელია ამ მდგომარეობის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება. ინსულტებიდან უმეტესად გვხვდება იშემიური ინსულტი, რომელსაც თავის ტვინის სისხლძარღვის თრომბით დაცობა იწვევს. ავადმყოფს გამოჯანმრთელების მეტი შანსი აქვს, თუ მკურნალობა ინსულტის განვითარების პირველსავე საათებში დაიწყო.